იტვირთება

2018 წლის დასაწყისში ქუთაისში რამდენიმე მსხვილი პროექტი დაანონსდა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თეთრი ხიდის სრული რეაბილიტაცია და ორი ცენტრალური - თბილისისა და რუსთაველის ქუჩების შეკეთება.

თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ლითონის კონსტრუქციების გამაგრებას, ფეხით სავალი ნაწილის შეცვლას, ლამპიონების შეკეთებას, შეღებვას, ხიდზე მინის საფარის, დეკორატიული ქვების მოწყობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის ფილების გამოცვლას გულისხმობდა. პირველი ტენდერი ქუთაისის მერიამ გასული წლის მარტში გამოაცხადა, თუმცა მონაწილეების არარსებობის გამო შესყიდვა ვერ შედგა. ტენდერი განმეორებით 5 აპრილს გამოცხადდა, რომელშიც ყაზახური კომპანიაალმა-რუსსაქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა (სატენდერო ღირებულება 435 999 ლარი იყო).

ხელშეკრულების მიხედვით, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია 2018 წლის 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ვადების დარღვევის მთავარი მიზეზი აგვისტოს თვეში არსებული არამდგრადი ამინდები გახდა. სამუშაოების დასრულების თარიღმა მაშინ 5 სექტემბრამდე გადაიწია. სექტემბრის დასაწყისში კომპანიამ დამატებითი ორი კვირა მოითხოვა. „ალმა-რუს“-ისწარმომადგენელი ზურაბ ყურუა მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ თარიღის კიდევ ერთხელ გადაწევის მიზეზი პროექტის მასშტაბურობა და რეკონსტრუქციის პროცესში გამოჩენილი სხვადასხვა სამუშაოები იყო. სამუშაოების გამო თეთრი ხიდი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია, პირველი ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე დაიკეტა.

დასრულებული თეთრი ხიდი ოფიციალურად 4 ნოემბერს გაიხსნა. თუმცა, ჩატარებული სამუშაო და თავდაპირველი პროექტი შეუსაბამო აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით მერიაში განაცხადეს, რომ სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო. გახსნიდან მეორე დღეს ხიდზე არსებული ლითონის ფილების ნაწილი აძვრა. საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება. კომპანიაალმა-რუს საქართველოსწარმომადგენლებმა ამ ფაქტის შესახებ განაცხადეს, რომ დაზიანების მიზეზი ფეხით მოსიარულეთა დაუდევრობა იყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში დღემდე პერიოდულად ავრცელებენ ხიდზე არსებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებების ამსახველ ფოტოსურათებს. ადგილობრივებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსებიდან ერთ-ერთს ავტორი შეცდომით მიაწერეს. ქუთაისის მერიაში მოქალაქეებს ბოდიში მოუხადეს და შეცდომა გამოასწორეს. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს ხიდის ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები გაუჩნდა. მერიის განცხადებით, მინის გაბზარვა ბავშვების მიერ სკეიტებით ხტუნვამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ხმაური მოჰყვა თეთრი ხიდის რეკონსტრუქციაზე მომუშავეთათვის ხელფასის დაგვიანებასაც. კომპანიაალმა-რუსსაქართველოსმიერ დაქირავებული ადგილობრივები არასათანადო პირობებს და ანაზღაურების ორი თვით დაგვიანებას აპროტესტებდნენ. კომპანიაში კი განაცხადეს, რომ ხელფასების გაცემა ქუთაისის მერიასთან არსებული გაუგებრობის გამო შეფერხდა.

2018 წლის 5 დეკემბერს ქუთაისის მერიამ კომპანიაალმა-რუსსაქართველოს ხელშეკრულება არასათანადოდ შესრულებული სამუშაოებს გამო შეუწყვიტა. კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ადგილზე მიიტანა დეკორატიული თეთრი ქვები, რომლებიც ხიდზე უნდა განთავსებულიყო. სამუშაოების ნებართვის არქონის გამო ქვები უკანვე წაიღეს. „ალმა-რუსსაქართველოსადა ქუთაისის მერიის ურთიერთობა სასამართლოში გაგრძელდება.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით კომპანიაალმა-რუსკონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ 190 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამ თანხას მერია ხიდის დამატებითი რეაბილიტაციისათვის გამოიყენებს. მას შემდეგ, რაც ობიექტს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის, ტენდერი განმეორებით გამოცხადდება და თეთრი ხიდის ახალი კონსტრუქციის შეკეთება დაიწყება.

2018 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტი - თბილისის ქუჩისა და მისი მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებზე ტენდერი აპრილში გამოცხადდა და პროექტის განხორციელების ვალდებულება საკუთარ თავზე შპსსაქმილმშენმააიღო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 053 238 ლარი იყო. ხელშეკრულებით სამუშაოების ვადა 25 ოქტომბრამდე განისაზღვრა, მაგრამ როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ყურაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გამოიწვია. დამატებითი სამუშაოებისათვის კომპანიასაქმილმშენმაბიუჯეტიდან 20 000 ლარს მიიღო. თბილისის ქუჩაზე სამუშაოები ივლისში დაიწყო და ოქტომბრის ნაცვლად დეკემბრის თვეში დასრულდა.

კიდევ ერთი დროში გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ფაქტ-მეტრი 2018 წლის დასაწყისში წერდა. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ქუთაისში ბევრ ქუჩაზე გზის საფარი რამდენჯერმე აყარეს და თავიდან დააგეს. გამონაკლისს არც მაგისტრალური მნიშვნელობის ასათიანის ქუჩა წარმოადგენდა. ტერიტორიაზე ერთი და იგივე ტიპის სამუშაოები თითქმის ხუთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო. არასათანადოდ ჩატარებული სამუშაოების გამო კომპანია SMK მრავალჯერ დაჯარიმდა. ასფალტის საფარი რამდენჯერმე გადაითხარა და თავიდან დაიგო. გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს ხელახლა ჩაატარებდა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ()იპსპეციალურმა სერვისებმადახურულის ნაცვლად,შეცდომით,ღია არხი მოაწყო, რაც აუცილებლად საჭიროებდა შეცვლას. არხთან ერთად მერია ტროტუარებსაც აწყობს, რისთვისაც, სავარაუდოდ, 1 583 020 ლარს დახარჯავს.

სამუშაოებისათვის ტენდერი(NAT180017028)ნოემბერში გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 16 ნოემბერს დასრულდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ტროტუარზე დაიგება დეკორატიული ფილები, ხის ნარგავები ბეტონის ბორდიურებით შემოიფარგლება და მთლიანად ტროტუარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირდება. ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციას კომპანიაჯორჯიან სთოუნიახორციელებს. სამუშაოები სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დასრულდება.

ჯერ არ დაწყებულა ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული კიდევ ორი პროექტის - ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და ისტორიული, რიონისპირა სახლების რეკონსტრუქცია. 2018 წლის ბოლოს ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი თანხა 2019 წლის ბიუჯეტში არაა, ვინაიდან ტერიტორია ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანზეა და ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოების დაწყების უფლება არ აქვს. თუმცა, ტერიტორიის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიამ გასული წლის დასაწყისში დააანონსა და საზოგადოებას ესკიზიც წარუდგინა. რაც შეეხება ისტორიულ სახლებს,მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებების რეკომენდაციებსა და ნებართვებს ელოდებიან.


მსგავსი სიახლეები

2663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი