რეზიუმე: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში განხორციელებული პროექტების ფონდიდან, ბოლო ექვს წელიწადში (2013-2018 წლები), კახეთისთვის დაახლოებით 150 მილიონი ლარი გამოიყო.
ე.წ. რეგიონული ფონდიდან კახეთის რეგიონისთვის გამოყოფილი თანხა 2013 წელს 29 037 251 ლარი; 2014 წელს - 16 862 338; 2015 წელს - 21 239 045; 2016 წელს - 21 856 785; 2017 წელს - 25 709 040; ხოლო 2018 წელს - 35 223 336 ლარი იყო. როგორც ვხედავთ, აღნიშნული მონაცემები 2015 წლიდან მართლაც მუდმივად მზარდია.
ანალიზი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერში კახეთის რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა (33:45 წთ-დან). გუბერნატორის თქმით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთისთვის გამოყოფილი თანხები წლიდან წლამდე იზრდება.
სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები მთავრობამ 2013 წლის 7 თებერვალს დაამტკიცა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის რვა მუნიციპალიტეტებისთვის 2013-2018 წლებში, ჯამში, 150 მილიონ ლარამდე გამოიყო.
ცხრილი 1: რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხები
წელი |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
ჯამი |
მუნიციპალიტეტი |
|||||||
ახმეტა |
2 843 780 |
2 587 208 |
2 084 052 |
2 136 793 |
2 522 420 |
3 715 929 |
15 890 182 |
გურჯაანი |
5 840 015 |
2 743 517 |
3 889 749 |
3 565 852 |
3 470 488 |
8 014 982 |
27 524 603 |
დედოფლისწყარო |
3 762 676 |
1 560 622 |
2 090 721 |
1 710 119 |
2 100 441 |
2 819 813 |
14 044 392 |
თელავი |
3 678 430 |
923 709 |
2 606 673 |
2 682 953 |
3 173 085 |
5 809 902 |
18 871 752 |
ლაგოდეხი |
3 432 300 |
1 852 180 |
2 507 542 |
3 049 554 |
3 415 224 |
3 862 985 |
18 119 785 |
საგარეჯო |
3 548 090 |
2 031 469 |
2 467 453 |
2 330 256 |
2 220 905 |
3 363 349 |
15 961 522 |
სიღნაღი |
2 896 990 |
1 789 268 |
2 028 987 |
2 122 619 |
2 272 708 |
3 381 119 |
14 491 691 |
ყვარელი |
3 034 970 |
1 350 806 |
1 984 249 |
2 667 836 |
2 758 106 |
4 258 257 |
16 054 224 |
ქალაქი თელავი |
|
2 023 559 |
1 579 619 |
1 590 803 |
3 775 663 |
|
8 969 644 |
ჯამი |
29 037 251 |
16 862 338 |
21 239 045 |
21 856 785 |
25 709 040 |
35 223 336 |
149 927 795 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის რეგიონისთვის გამოყოფილი თანხა 2013 წელს 29 037 251 ლარი იყო, მონაცემი 2014 წელს 16 862 338 ლარამდე შემცირდა. 2015-2016 წლებში ეს თანხა 22 მილიონამდე გაიზარდა. 2017 წლიდან თანხის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა და 25 709 040 ლარს მიაღწია. 2018 წელს კი, 35 223 336 ლარით განისაზღვრა. როგორც ფაქტ-მეტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ფონდიდან გამოყოფილი თანხით ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს წელიწადში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან რეგიონში განხორციელებული პროექტების ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა - 27 524 603 ლარი, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა მიიღო, მეორე ადგილზეა თელავის მუნიციპალიტეტი - 18 871 752 ლარით, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მცირე თანხა - 14 044 392 ლარი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა მიიღო.