იტვირთება

2018 წლის 20 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. ოპოზიციამ პროექტს მხარი არ დაუჭირა და პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ბედი უმრავლესობის 13 ხმით გადაწყდა.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტით, შემოსულობები 279 346 000 ლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 11 679 600 ლარით აღემატება. ზრდა 4.36%-ს შეადგენს.

შემოსულობების მთავარ წყაროს შემოსავლები წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ძირითადად გადასახადებით იზრდება.

გრაფიკი 1: აჭარის ა/რ 2018 და 2019 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსულობები

წყარო: აჭარის ა/რ მთავრობა

როგორც ვხედავთ, მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, დაგეგმილია შემოსავლების 9,7%-ით, ხოლო გადასახადების მოცულობის 13,33%-ით ზრდა. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, ეს პარამეტრი, 2018 წელთან შედარებით, 44,04%-ით იკლებს.

2018 წელთან შედარებით, გაზრდილია გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელიც.

გრაფიკი 2: აჭარის ა/რ 2018-2019 წლების ბიუჯეტების გადასახდელები

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

2019 წლის გადასახდელების მოცულობა ჯამში 324 მლნ 044 ათას ლარს შეადგენს, რაც შარშანდელ ანალოგიურ პარამეტრზე 51 მლნ 477 ათას 500 ლარით, ანუ 13.71%-ით ნაკლებია. მიმდინარე წლის ბიუჯეტში გადასახდელების ზრდა ფიქსირდება: 22.75%-ით - ხარჯის, 3,8%-ით - ვალდებულებების კლების ნაწილში, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში 21.51% კლება აღინიშნება.

აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ერთი შეხედვით, შემცირებულია როგორც შრომის ანაზღაურების, ისე საქონელი და მომსახურების მუხლები. თუმცა, თუ ამ პარამეტრების ჯამურ მოცულობას გადასახდელების საერთო რაოდენობასთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ ადმინისტრაციული ხარჯის წილი მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია.

გრაფიკი 3: ადმინისტრაციული ხარჯის წილი გადასახდელებთან მიმართებით (ათასი ლარი)

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

როგორც ვხედავთ, ადმინისტრაციული ხარჯის წილი, გადასახდელების მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, 2019 წელს 22.61%-ს შეადგენს. შარშან ეს მაჩვენებელი 20.77% იყო. ეს ნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობის შემცირების მიუხედავად, ადმინისტრაციული ხარჯის წილი, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.85%-ით. აქვე აღვნიშნავთ, რომ შარშან შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატებოდა. 2019 წლის ბიუჯეტში აღნიშნული მიზნით დაგეგმილი ხარჯი მართალია, 2018 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, მაგრამ შარშანწინდელთან შედარებით გაზრდილია.

ცხრილი 1: შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა აჭარის ა/რ 2017-2018-2019 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტების მიხედვით

დასახელება

2017 ფაქტი

2018 გეგმა

2019 გეგმა

შრომის ანაზღაურება

35 385 300

37 252 600

36 525 700

საქონელი და მომსახურება

33 643 100

40 724 700

36 763 500

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მიმდინარე წელს აჭარის ა/რ ყველა სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა.

გრაფიკი 4: მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემ კაპიტალურ ფინანსურ დახმარებას, ყველაზე მეტი - 38 მლნ ბათუმისთვისაა გამიზნული.

გრაფიკი 5: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემ კაპიტალურ ფინანსურ დახმარების გადანაწილება მუნიციპალიტეტებზე, აჭარის ა/რ 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო


მსგავსი სიახლეები

2836 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი