იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: განცხადებებიგაუმართლებლად მაღალკომუნალურ ტარიფებზე და მათი მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობაზე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მართლაც კეთდებოდა. საკანონმდებლო მაცნეს მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე, სამომხმარებლო ტარიფები ელექტრო ენერგიაზე არა თუ განახევრდა, არამედ გაიზარდა დაახლოებით 4-5 თეთრით.

ბუნებრივი აირის შემთხვევაში, სამომხმარებლო ტარიფები ძირითადად უცვლელი იყო 2017 წლამდე, მაგრამ ხდებოდა სუბსიდირება 5 თეთრით, რაც ტექნიკურად სამომხმარებლო ტარიფის დაწევად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული სუბსიდირება 2017 წელს დასრულდა. 2017 წელს გაზის ტარიფირეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისთვის გაიზარდა, რადგან სემეკ-მასოკარ ჯორჯია გაზისთვისერთიანი ტარიფი დაადგინა. კომპანია 41 ყოფილ ლიცენზიანტს აერთიანებს, შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე,რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა. ესგულისხმობს იმას, რომსოკარ ჯორჯიას გაზისაბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ. ზოგიერთი აბონენტებისთვის ტარიფი 26 თეთრითაც გაძვირდა. პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფიკომპანიასაქორგაზისარეალშიც.

ანალიზი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „2012 წელსქართული ოცნებამოვიდა დაპირებით, რომ კომუნალურების ფასებს გაანახევრებდა. თუმცა, ელექტროენერგიის ფასმა, მათ შორის, მოიმატა ნაცვლად განახევრებისა“.

განცხადებები გაუმართლებლად მაღალ ტარიფებზე და მათი მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობაზე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მართლაც კეთდებოდა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ასეთი დონის გადასახადები, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეძლება ამის განახევრებაელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქედან იაფი დენი იწარმოება. გაზის ფასი რომ ევროპულს უთანაბრდება არის აბსურდი, რომ გადავითვალოთ დღევანდელი გადასახადის მესამედი გამოვა“.

ცვლილებები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების შესახებაისახება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამის დადგენილებებში, რომლებიც საკანონმდებლო მაცნეშია წარმოდგენილი.

ცხრილი 1: ცვლილებები ელ-ენერგიის სამომხმარებლო ტარიფში 2010-2017 წლებში (თეთრი/კვტსთ დღგ- გარეშე)

თელასი 2010 დეკ2012 აპრ2013 სექტ2015 დეკ2016 დეკ2017
0–101 კვტ/სთ 11.424 8.424 11.424 11 11 12.325
101–301 კვტ/სთ 13.56 10.56 13.56 14.4 14.4 15.725
301 კვტ/სთ და მეტი 14.998 14.998 14.998 18.200 18.2 19.525
ენერგოპრო 2010 დეკ 2012 აპრ 2013 სექტ 2015 დეკ 2016 დეკ 2017
0–101 კვტ/სთ
11 8 7.63 7.63 10.978 12.065
101–301 კვტ/სთ 14 11 11 11 14.348 15.435
301 კვტ/სთ და მეტი 14.83 14.83 14.83 14.83 18.178 19.265

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

როგორც ვხედავთ, 2012 წელთან შედარებით, ელ-ენერგიის სამომხმარებლო ტარიფები არათუ განახევრდა, არამედ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ელ-ენერგიის ტარიფების მატებაზე მოქმედებდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, მწარმოებლის დანახარჯები, ელ-ენერგიის ტრანსპორტირების საფასური, ლარის გაცვლითი კურსი. ელ-ენერგიის ზრდა მომავალშიც არის მოსალოდნელი (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა).

რაც შეეხება ტარიფს ბუნებრივ აირზე, განსხვავებულია ბუნებრივი აირის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფები, სამი უმსხვილესი პროვაიდერის შემთხვევაში. „ყაზტრანსგაზისმომხამრებლისათვის დადგენილი ტარიფის ზედა ზღვარი 2012-2017 წლებში არ შეცვლილა, თუმცა 2013 წლის მარტიდან 5 თეთრით ტარიფის შემცირება სუბსიდირების ხარჯზე განხორციელდა, რაც დიდწილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. აირის ფასი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა. კორპორაციამ სადისტრიბუციო კომპანიებს ბუნებრივი აირის მისაწოდებელი ფასი შეუმცირა. 2017 წლის ივლისში გაუქმდა სუბსიდირების მემორანდუმები და აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა.

ცხრილი 2: ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები დღგ- გარეშე 2012-2018 წლებში

აგვ 2012-ივლ 2017 ივლ 2017-2018
ყაზტრანსგაზი მაღალი წნევით 31.669 39,113
საშუალო წნევით 34.805
დაბალი წნევით 42.898
სოკარი 48.254
საქორგაზი 48.314

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

2017 წლის ივლისშივე გაზის ტარიფი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაიზარდა, რადგან სემეკ-მასოკარ ჯორჯია გაზისთვისერთიანი ტარიფი დაადგინა - 48.25 თეთრი დღგ- გარეშე. კომპანია 41 ყოფილ ლიცენზიანტს აერთიანებს, შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდერეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა. ესგულისხმობს იმას, რომსოკარ ჯორჯია გაზისარეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ. ზოგიერთი აბონენტებისთვის ტარიფი 26 თეთრითაც გაძვირდა. პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფიკომპანიასაქორგაზისარეალშიც. აქვე აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, სამომხმარებლო ტარიფის დაწევად ვერ ჩაითვლება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2689 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი