ვერდიქტი: „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული სტატია არის ყალბი ამბავი.
რეზიუმე: „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული სტატია - „აშშ-ში აბორტების მხარდამჭერმა აქტივისტმა 27-ე აბორტის გაკეთებით „რეკორდი“ დაამყარა, აბორტის ჩატარების დროს ის 24 კვირის ორსული იყო“ - არის ყალბი ამბავი. აღნიშნული სტატია ვებგვერდ „World News Daily Report“-ზე გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია, რომ საიტი სატირული ხასიათისაა და მათი სტატიები გამოგონილი შინაარსის მატარებელია. კლინიკა, სადაც სტატიის თანახმად აბორტი ჩატარდა, არ არსებობს, ხოლო თითქოს „აბორტის მხარდამჭერი რეკორდსმენი აქტივისტის“ ამსახველი თანდართული ფოტო ონლაინ საძიებო სისტემის ბაზიდანაა აღებული.
ანალიზი
მედიასაშუალება „ალტ-ინფომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „აშშ-ში აბორტების მხარდამჭერმა აქტივისტმა 27-ე აბორტის გაკეთებით „რეკორდი“ დაამყარა, აბორტის ჩატარების დროს ის 24 კვირის ორსული იყო.“ სტატიაში ასევე მოყვანილია ე.წ. აქტივისტის ნათქვამი, რომელიც აცხადებს: „მე აღტაცებული ვარ იმ ფაქტით, რომ შემიძლია ბავშვის გაკეთება, შემიძლია სიცოცხლის მიცემა და მერე მისი წართმევა“. წყაროდ კი „World News Daily Report“ არის მოყვანილი.
მნიშვნელოვანია, რომ თავად „World News Daily Report“-ის ვებ-გვერდზე, თითოეული შიდა გვერდის ქვედა პანელში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საიტი სატირული ხასიათისაა, მათი გამოქვეყნებული სტატიები კი, გამოგონილი შინაარსის. თავად სტატიაში ნათქვამია, რომ აბორტი საკრამენტოს ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარდა, თუმცა მსგავსი კლინიკა ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება და ზოგადად არ არსებობს. გარდა ამისა, „აბორტების მხარდამჭერი აქტივისტის“ ფოტო აღებულია ონლაინ სისტემის საძიებო ბაზიდან, რომელიც ბედნიერი პაციენტის საილუსტრაციო ველში ადვილად იძებნება. მიუხედავად იმისა, რომ სტატიის განთავსების თარიღი „World News Daily Report“-ის ვებ-გვერდზე მითითებული არ არის, ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, „ფეისბუკზე“ ის 573 ათასჯერ გაზიარდა.
აღნიშნული ამბავი ფაქტების გადამამოწმებელმა ავტორიტეტულმა ვებ-გვერდებმაც (politifact.com და factcheck.org) გადაამოწმეს და მისი სიყალბე დაადასტურეს.

აშშ-ში აბორტების მხარდამჭერმა აქტივისტმა 27-ე აბორტის გაკეთებით „რეკორდი“ დაამყარა, აბორტის ჩატარების დროს ის 24 კვირის ორსული იყო
19/11/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
პერსონები
-
2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა -
[ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია