იტვირთება

კახეთში შემოსული ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2018[1] წლებში რეგიონს სულ 1 375 600 უცხოელი ვიზიტორი ეწვია. ამავე პერიოდში კახეთში 2 902 200 შიდა ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც ჯამში  4 277 800 მილიონს შეადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ტურიზმის სტატისტიკას ორ კატეგორიად ჰყოფს: უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა და შიდა ტურიზმი.

 

უცხოელი ვიზიტორები

საქსტატის უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილების კვლევის მიხედვით, 2015 წელს კახეთში 291 600 (15 წლის და უფროსი ასაკის) უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა. 2016 წელს რეგიონს 354 000 ადამიანი სტუმრობდა, 2017 წელს კი 504 000 ვიზიტორი დაფიქსირდა, საიდანაც პირველ კვარტალში რეგიონი 47 400-მა, ხოლო მეორე კვარტალში 125 400 -მა საერთაშორისო ვიზიტორმა მოინახულა. 2018 წლის მონაცემებით, პირველ კვარტალში კახეთს 60 000, მეორე კვარტალში კი, 166 000 საერთაშორისო ტურისტი სტუმრობდა.

 

ცხრილი 1: კახეთში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2015-2018 წლებში

2015 - წლიური მონაცემი2016 - წლიური მონაცემი2017 წლიური მონაცემი - 504 0002018 წელი
1-ლი კვარტალიმე-2 კვარტალი1-ლი კვარტალიმე-2 კვარტალი
291 600354 00047 100125 40060 000166 000
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის მიხედვით,  საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 6 305 635 იყო.  კვლევის თანახმად, ვიზიტების უმეტესობა 47.4% რეგიონულ დონეზე თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის აჭარა 32%, ქვემო ქართლი 19.6% და მცხეთა-მთიანეთი 10.5%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში 8.2%, კახეთსა 5.9% და სამეგრელო - ზემო სვანეთში 3.5%.

2016 წლის საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯამური ვიზიტების რაოდენობამ  6 719 975 შეადგინა. ვიზიტების უმეტესობა 49% თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის აჭარა 33%, ქვემო ქართლი 20% და მცხეთა-მთიანეთი 14%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში 10%, კახეთში 7% და იმერეთში 5%.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 7 902 509 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც 17.6%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. კვლევის თანახმად, ვიზიტების უმეტესობა 50% რეგიონულ დონეზე თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის ზღვისპირა აჭარა 31%, ქვემო ქართლი 19% და მცხეთა-მთიანეთი 18%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში 12%, კახეთში 8% და იმერეთში 6%.

2018 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1 582 382 იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 14.8%-ით მეტია ამავე წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1 979 579 -ით განისაზღვრა, რაც წინა წელის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 12.7%-ით აღემატება. კვლევის მიხედვით, ვიზიტების უმეტესობა 53% რეგიონულ დონეზე თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის ზღვისპირა აჭარა 28%, მცხეთა-მთიანეთი 22.5% და ქვემო ქართლი 18.7%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა კახეთში 10.4%, სამცხე-ჯავახეთში 9% და იმერეთში 4.8%.

 

შიდა ტურიზმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შიდა მოგზაურობისას მონახულებული რეგიონების კვლევის თანახმად, 2015 წელს კახეთში 841 200  (15 წლის და უფროსი ასაკის) შიდა ვიზიტორი იმყოფებოდა. 2016 წელს რეგიონს 864 000 ვიზიტორი სტუმრობდა, 2017 წელი 756 000 ვიზიტით განისაზღვრა, საიდანაც პირველ კვარტალში რეგიონი 180 600-მა, ხოლო მეორე კვარტალში (იანვარ-ივლისამდე პერიოდში) 201 300 -მა შიდა ვიზიტორმა მოინახულა. 2018 წლის მონაცემებით, პირველ კვარტალში კახეთს 204 600, მეორე კვარტალში კი, 236 400 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

 

ცხრილი 2: კახეთში შემოსული შიდა ვიზიტორების რაოდენობა 2015-2018 წლებში

2015  წლიური მონაცემი2016 -წლიური მონაცემი2017 წლიური მონაცემი - 756 0002018 წელი
1-ლი კვარტალიმე-2 კვარტალი1-ლი კვარტალიმე-2 კვარტალი
841 200864 000180 600201 300204 600236 400
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის შიდა ვიზიტორების კვლევის მიხედვით,  2015 წლის ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 12.36 მილიონი შეადგინა. შიდა ვიზიტების 24.1% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (21%) და აჭარა (10.8%).

2016 წელის შიდა ვიზიტორების კვლევის მიხედვით, შიდა ვიზიტების რაოდენობამ 12.96 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც 5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  ვიზიტების 24% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (21%) და აჭარა (11%). ადმინისტრაციის 2017 წლის კვლევის მიხედვით, 2017 წელს ჯამური შიდა ვიზიტების რაოდენობამ 12.64 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც 2.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შიდა ვიზიტების 25.5% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (18.6%) და აჭარა (12.9%).

2018 წლის პირველი კვარტლის ჯამური ვიზიტების რაოდენობა 2.95  მილიონი იყო, რაც 0.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავე წლის მეორე კვარტლში ჯამური შიდა ვიზიტების რაოდენობა 3.31 მილიონი ვიზიტით განისაზღვრა, რაც 5.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის პირველსა და მეორე კვარტალში შიდა ვიზიტების 27.4% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (18.8%) და აჭარა (12.6%).

ჩვენ დავინტერესდით, ტურისტულად რამდენად დატვირთული იყო საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით თელავი 2016-2018 წლების იანვარ-ივნისის პერიოდში. როგორც ფაქტ-მეტრს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, საქართველოს ქალაქების მიხედვით ვიზიტორთა განაწილების რაიმე სხვა მონაცემები არ გააჩნიათ. ხოლო, თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სპეციალური მარშრუტის ასარჩევად ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 2016 წელს 2 644-მა უცხოელმა ვიზიტორმა მიმართა. 2017 წელს ცენტრში 4 975 ვიზიტორი იმყოფებოდა - აქედან ცენტრის მომსახურებით იანვარ-ივნისის პერიოდში 2 006-მა ვიზიტორმა ისარგებლა. ხოლო, 2018 წელის იანვრიდან ივნისის ჩათვლით - 887-მა.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტის დიანა ფხოველიშვილის თქმით, ქალაქში შემოსული ტურისტების რიცხვი აღნიშნულ მონაცემებს ბევრად აღემატება.

 

[1] 2018 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები

2502 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
23%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი