• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
არა - მიგრანტებს! საქართველოში მილიონი ირანელი მოდის!

არა - მიგრანტებს! საქართველოში მილიონი ირანელი მოდის!

05/11/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: „ჯეომედიაპრესის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია არის ყალბი ამბავი.   რეზიუმე: ახალი ამბების სააგენტო „ჯეომედიაპრესის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია - „არა - მიგრანტებს! საქართველოში მილიონი ირანელი მოდის! თუ დღეს ხმა არ ავიმაღლეთ, ხვალ, საქართველოსგან არაფერი დარჩება“ - არის ყალბი ამბავი. სტატიაში მოყვანილია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 ათასი ირანელი ეწვია. სინამდვილეში, აღნიშნული რიცხვი საქართველოში ირანელ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობას ასახავს და მასში მოიაზრებიან ძირითადად ტურისტები, ასევე პირები, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ და მიგრანტები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების ანალიზით ნათელი ხდება, რომ საქართველოში 2015 წელს 1 766 ირანელი იმიგრანტი და 1 454 ემიგრანტი ფიქსირდებოდა, 2016 წელს - 418 იმიგრანტი და 272 ემიგრანტი, ხოლო 2017 წელს - 1 335 იმიგრანტი და 212 ემიგრანტი (2018 წლის მონაცემები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის). იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე დროებითი ბინადრობის სტატუსი ირანის ისლამური რესპუბლიკის სულ 10 957 მოქალაქეს მიენიჭა.   ანალიზი ახალი ამბების სააგენტო „ჯეომედიაპრესმა“ გაავრცელა სტატია, სათაურით: „არა - მიგრანტებს! საქართველოში მილიონი ირანელი მოდის! თუ დღეს ხმა არ ავიმაღლეთ, ხვალ, საქართველოსგან არაფერი დარჩება“. სტატიაში მოყვანილია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის ნათქვამი, რომლის მიხედვითაც, უვიზო რეჟიმის ხელმოწერამ ხელი შეუწყო ირანელთა დაინტერესებას საქართველოს მიმართ. ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 ათასი ირანელი ეწვია და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, მომავალ წელს რაოდენობა შეიძლება ერთ მილიონამდე გაიზარდოს. სტატიის ავტორი აღნიშნულ ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევს და საზოგადოებას ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების წინააღმდეგ ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს. სინამდვილეში, აღნიშნულ სტატიაში ავტორი ფაქტებით მანიპულირებს და სათაურით ყალბ ამბავს ავრცელებს. საქართველოსა და ირანის ურთიერთობების შესახებ სტატია გამოცემა “Al-Monitor”-მა გამოაქვეყნა. სწორედ ამ უკანასკნელშია მოყვანილი საქართველოში ირანის ელჩის განცხადება ირანიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მოგზაურს  წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული ტერმინი აერთიანებს როგორც ტურისტებს, ასევე პირებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს და მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით). საქართველოში ირანელი იმიგრანტებისა (ქვეყანაში შემოსული პირები) და ემიგრანტების (ქვეყნიდან გასული პირები) შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები ფაქტ-მეტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა. საქსტატის მიერ მოწოდებული მიგრაციის სტატისტიკა ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული ადამიანების ყოველწლიურ მაჩვენებელს ასახავს და არა იმ ოდენობას, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკის სულ რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის  თანახმად ირკვევა, რომ საქართველოში 2015 წელს 1 766 ირანელი იმიგრანტი და 1 454 ემიგრანტი დაფიქსირდა, 2016 წელს - 418 იმიგრანტი და 272 ემიგრანტი, ხოლო 2017 წელს - 1 335 იმიგრანტი და 212 ემიგრანტი. 2018 წლის მონაცემები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.   გრაფიკი 1: საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა, 2015 - 2017 წლები qq11 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური   საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური ცხოვრებისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ბინადრობის ან მოქალაქეობის მოთხოვნით შესაბამის ორგანოს უნდა მიმართონ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის ბინადრობისა და მოქალაქეობის მინიჭების 2018 წლის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკა ფაქტ-მეტრმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან 25 სექტემბერს გამოითხოვა,  თუმცა საპასუხო წერილი დღემდე არ მიგვიღია. ამიტომ, აღნიშნულ მონაცემებზე საუბრისას ვეყრდნობით გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის წყაროც თავად იუსტიციის სამინისტროა. ამ უკანასკნელის თანახმად, 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე ბინადრობის სტატუსი ირანის ისლამური რესპუბლიკის სულ 10 957 მოქალაქეს მიენიჭა. მათ შორის, 3 605 მათგანს მოკლევადიანი ბინადრობა (6 წლამდე ვადით), 1 428-ს ოჯახის გაერთიანების მიზნით, 5 179-ს შრომითი, ხოლო 120-ს მუდმივი ბინადრობა. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების რაოდენობა იმაზე ბევრად მცირეა, ვიდრე რიგი მედია საშუალებები ინტერპრეტირებენ. საეჭვოა საქართველოში ირანის ელჩის მიერ გაკეთებული პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს საქართველოში ირანელ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ შესაძლოა მილიონი შეადგინოს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველოში შემოსულ ირანელ საერთაშორისო მოგზაურთა[1] რიცხვი 2016 წლიდან მართლაც მზარდია, თუმცა არა ისეთი, რომ 2019 წელს მილიონს მიაღწიოს.   გრაფიკი 2: საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა, 2015-2018 წლები ww22 წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია   ამრიგად, ინტერნეტგამოცემა „ჯეომედიაპრესი“ სტატიაში ფაქტებით მანიპულირებს. საქართველოში ირანის ელჩის მიერ დასახელებული რიცხვი წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას, რომელთა უმრავლესობასაც ტურისტები და ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ. იმიგრანტთა საერთო რაოდენობა კი, მასზე გაცილებით ნაკლებია.   [1] აღნიშნული ტერმინი აერთიანებს როგორც ტურისტებს, ასევე პირებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს და მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით). ამ შემთხვევაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საერთაშორისო მოგზაურების რიცხვის უმეტეს წილს სწორედ ტურისტული ვიზით მყოფები და ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში ხანგრძლივად არ რჩებიან.
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა