დაახლოებით 49.8 ათასი ბავშვი, ხოლო ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 27.6%, დაახლოებით 202 ათასი ბავშვი.
ბავშვთა სიღარიბეზე საუბარია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საქართველოში 150 186 არასრულწლოვანია საარსებო შემწეობის მიმღები (ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი). სოციალური მომსახურების სააგენტოს სექტემბრის (მიმდინარე წელი) მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანთა რაოდენობა მცირედით - 137 476-მდე შემცირდა.
ანალიზი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა,რომ „საქართველოში 150 ათასი ბავშვი შიმშილობს“.
ფაქტ-მეტრმა ბავშვთა სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გადაამოწმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მონაცემებით, ბავშვები ყველაზე ღარიბები არიან. 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ“ აჩვენა, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, განსაკუთრებით გაზრდილია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში.
იუნისეფის 2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ანუ დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, ბავშვების 6.8%, რაც რიცხობრივად დაახლოებით 49.8 ათასი ბავშვია. ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 27.6%, დაახლოებით 202 ათასი ბავშვი. იუნისეფის მეთოდოლოგიით, ბავშვებად მიიჩნევა 0-დან 15 წლამდე ასაკის პირები.
ბავშვთა სიღარიბეზე და ცხოვრების არასათანადო პირობებზე საუბარია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც. ანგარიშშიხაზგასმულია, რომ საქართველოში 150 186 არასრულწლოვანი არის საარსებო შემწეობის მიმღები (ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი). დიდი ალბათობით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე განცხადებისას, სწორედ ომბუდსმენის ანგარიშს ეყრდნობა.
საარსებო შემწეობა (იგივე ფულადი სოციალური დახმარება) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს ენიშნებათ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით,მიმდინარე წლის დასაწყისში საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანთა რაოდენობა 150 186 იყო, სექტემბრის მონაცემებით, მათი რაოდენობა 137 476-ია. ბოლო მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ჯამური რაოდენობა (ვინც საარსებო შემწეობას იღებს) 417 065-ია, მათი თითქმის 33% კი არასრულწლოვანია.
[i] 0-დან 15 წლამდე ასაკის