სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახოციელებელი ეფექტური ორგანოს არარსებობა საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ამსახველი სტატისტიკა საკმაოდ არასტაბილური და არაკანონზომიერია.
2010წელს წარმოებაში დაშავდა 102, ხოლო გარდაიცვალა - 42 ადამიანი. 2014 წელს - დაშავდა 72 და გარდაიცვალა 45. 2016 წელს დაშავებულთა რაოდენობამ 85, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 58 შეადგინა. რაც შეეხება 2017 წელს, დაშავებულების კუთხით სტატისტიკა გაიზარდა და 106 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ - 47.
ფაქტ-მეტრისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის ანალიზისას ცხადი ხდება, რომ რეალური სურათი არ ემთხვევა ბენო ქაშაკაშვილის მიერ მოყვანილ მაჩვენებლებს.
ანალიზი ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ სტუმრობისას, „ქართული ოცნების“ წევრმა, ბენო ქაშაკაშვილმა, განაცხადა:„თუ 2010-2017 წლის სტატისტიკას ჩავხედავთ [საქართველოს მასშტაბით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ], ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა 2010 წელს - 81, მძიმედ დაშავდა 168. 2014 წელს 41-42, 2016 წელს 58, 2017 წელს 15-მდე დავიდა და მძიმედ დაშავდა 12. სტატისტიკა დაახლოებით 40%-ით შეიცვალა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშისთანახმად, უმთავრეს გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანოს არარსებობა. ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება კი, საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
2017 წელს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამა“. თუმცა, ამ პროგრამით ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებები არ გაფართოებულა და არც გაძლიერებულა. ამის გამო, ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ დარღვევათა შესრულების მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია.
საქართველოს პარლამენტმა კანონი„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 2018 წლის 7 მარტს მიიღო. მისი მეშვეობით შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმი იქმნება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ ზედამხედველობის ორგანოს დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი არ ენიჭება.
მიუხედავად ზემოთ აღწერილი საკანონმდებლო ცვლილებებისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკისთანახმად, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ყოველწლიური მონაცემი საგანგაშოა. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩანს, რომ 2010 წლიდან დღემდე არსებული სტატისტიკა რაიმე კონკრეტულ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და საკმაოდ არასტაბილურია. 2010 წელს დაშავებულთა რაოდენობა 102-ს, ხოლო გარდაცვლილთა - 42-ს შეადგენდა. 2014 წელს - დაშავდა 72 და გარდაიცვალა 45. 2016 წელს დაშავებულთა რაოდენობამ 85, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 58 შეადგინა. რაც შეეხება 2017 წელს, დაშავებულების კუთხით სტატისტიკა გაიზარდა და 106 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ - 47. 2010 წლიდან დღემდე, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი (289) 2012 წელს დაშავდა, ხოლო ყველაზე ნაკლები (72) - 2014-ში. ყველაზე მეტი ადამიანი (58) გარდაიცვალა 2016 წელს, ხოლო ყველაზე ნაკლები (23) - 2013-ში.
ცხრილი 1:
წარმოებაში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა წლების მიხედვით
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო