• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმის ბიუჯეტს 14 ერთეული სერვისცენტრის მშენებლობა დაახლოებით 1 817 200 ლარი დაუჯდება

ბათუმის ბიუჯეტს 14 ერთეული სერვისცენტრის მშენებლობა დაახლოებით 1 817 200 ლარი დაუჯდება

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის დასაწყისში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების

22/08/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის დასაწყისში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. სტატიაში ყურადღება გავამახვილეთ ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოს“ ჩამოყალიბებაზეც. ამ სიახლის პარალელურად, მერიამ ქალაქის მასშტაბით 14 სერვისცენტრის შექმნა დააანონსა. მიმდინარე წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, თვითმმართველობამ ორი ახალი სერვისცენტრის მშენებლობისთვის 259 600 ლარი გაითვალისწინა. ჩვენ მკითხველს დავპირდით, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდიდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვეთვალა, რა დაუჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს 14 სერვისცენტრის მშენებლობა, აღჭურვა და იქ დასაქმებულთა შენახვა.

 

ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოს“ მიზნები ბათუმის მერის ბრძანებით განისაზღვრა: მუნიციპალური სერვისების ავტომატიზაცია და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება (რაც გულისხმობს, რომ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება ერთ ლოკაციაზე უნდა გაუწიონ), ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და მუნიციპალური მომსახურების სწარფი და ხელმისაწვდომი მიწოდება; ელექტრონული სერვისების დანერგვა, ერთიანი ელექტრონული სერვისებისა და გეოსერვისების პორტალის შექმნა; მუნიციპალური სერვისცენტრების ამოქმედება; ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული ცალკეული უფლებამოსილების უშუალო განხორციელება; მერიის სისტემის კომპიუტერიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; მუნიციპალური ქონების (გარდა ადმინისტრაციული დანიშნულების ქონებისა) ინვენტარიზაცია და მონაცემთა ბაზის წარმოება; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასაწყობო მეურნეობის/ბაზების მართვა, მატერიალური ფასეულობების სასაწყობო ნაგებობებში განთავსება-გაცემა, აღრიცხვა და დაცვა-შენახვა.

 

სააგენტოს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციითირკვევა, რომ ერთი სერვისცენტრის მშენებლობა დაახლებით 129 800 ლარი დაჯდება. საქონელი და მომსახურების მუხლით კი თითოეული სერვისცენტრისთვის 35 100 ლარი იქნება გათვალისწინებული. მომსახურების ცენტრებს ეყოლება ერთი მენეჯერი - მეორეული სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომლის თანამდებობრივი სარგოც განისაზღვრება 1 600 ლარის ოდენობით, ასევე ორი მესამე კატეგორიის სპეციალისტი, რომელთა თანამდებობრივი სარგო, თითოეულის შემთხვევაში, 1 100 ლარი იქნება.

 

14 ერთეული სერვისცენტრის მხოლოდ მშენებლობისთვის მერიას ჯამში 1 817 200 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ამდენივე ობიექტის აღჭურვასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას, სავარაუდოდ, 491 400 ლარი მოხმარდება. ერთი სერვისცენტრის დაფინანსება პირველ ეტაპზე, მშენებლობის, აღჭურვისა და მომუშავეთა თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, 210 500 ლარი იქნება. 14 სერვისცენტრის შემთხვევაში ეს თანხა 2 947 000 ლარს შეადგენს. მშენებლობისა და აღჭურვის გარეშე, მხოლოდ თანამდებობრივი სარგოების გათვალისწინებით, 14 მენეჯერისა და 28 სპეციალისტის ანაზღაურების პირობებში ბიუჯეტის გადასახდელები, წლის განმავლობაში, 638 400 ლარით გაიზრდება. ბუნებრივია, ამას დაემატება ყოველწლიურად 14 ოფისის შესანახად გათვალისწინებული ხარჯებიც, როგორიცაა საკანცელარიო, კომუნალური და სხვა.

 

ამ ეტაპზე გადაჭრით შეუძლებელია იმის მტკიცება, მიიღწევა თუ არა სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი - ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და მუნიციპალური მომსახურების სწარფი და ხელმისაწვდომი მიწოდება, თუმცა ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს და თემასთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციას მკითხველს გავაცნობთ.

 

ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოში“ მომუშავეთა რიცხოვნობა, ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ - 107 ადამიანით, ხოლო მათი შრომის ანაზღაურება 1 071 700 ლარით განისაზღვრა.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა