2017 წლის 19 მაისს, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 7 ხმით 5-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკითხს ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტებისგაერთიანების შესახებ.თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი, მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი 18 ხმით 10-ის წინააღმდეგდაამტკიცა. ამ საკითხზე საზოგადოებრვი პროტესტის მიუხედავად, თვითმმართველობებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ 2017 წლის 5 ივნისსდაარეგისტრირა.მოგვიანებით, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცა. ცვლილების შედეგად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდა, აღნიშნული სტატუსი თელავმაც დაკარგა. ამჟამად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს აქვთ. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევიდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ცვლილებები მოხდა ა(ა)იპ-ების რაოდენობასა და დაფინანსებაში ქალაქ თელავის და თელავის თემის გაერთიანების შემდეგ.
ცხრილი 1:თელავის მუნიციპალიტეტის თემის და თვითმმართველი ქალაქი თელავის საბიუჯეტო ორგანიზაციები 2016-2017 წლებში
თელავის თემის მუნიციპალიტეტი | თვითმმართველი ქალაქი თელავი | ||||
ა(ა)იპ-ების რაოდენობა | დაფინანსება | დასაქმებულთა რაოდენობა | ა(ა)იპ-ების რაოდენობა | დაფინანსება | დასაქმებულთა რაოდენობა |
7 | 3 634 120 | 597 | 15 | 2 726 150 | 589 |
წყარო:თელავის მუნიციპალიტეტის მერია
ცხრილი 2:თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ - 2018 წელი
ა(ა)იპ-ების რაოდენობა | დაფინანსება | დასაქმებულთა რაოდენობა |
18 | 7 417 650 | 1 175 |
წყარო:თელავის მუნიციპალიტეტის მერია
როგორც ცხრილებიდან ჩანს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად, ა(ა)იპ-ების რიცხვი შემცირდა, ასევე, უმნიშვნელოდ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა გაიზარდა ა(ა)იპ-ების დაფინანსება.
რეორგანიზაციის შედეგად, გაერთიანდა ქალაქ თელავის და თელავის თემის ბაგა-ბაღების გაერთიანება და ჩამოყალიბდა ა(ა)იპ - თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. ორი ა(ა)იპ-ის დაფინანსება გაერთიანებამდე ჯამში 3 323 980 ლარს შეადგენდა, ახლა კი 4 017 000 ლარია. გაერთიანებამდე, ორივეში ერთად, 583 თანამშრომელი მუშაობდა, ახლა კი - 590 მუშაობს.
როგორც ფაქტ-მეტრს ა(ა)იპ - თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 2016-2017 წლებში ბაღებში თელავის მუნიციპალიტეტის 22 სოფლის ბაღში ირიცხებოდა 1 000 აღსაზრდელი, ხოლო ქალაქის 9 ბაღში - 1 519. 2018 წელს მთლიანი მუნიციპალიტეტის 31 ბაღში ირიცხება 3 100 აღსაზრდელი.
2016-2017 წლებში აღსაზრდელთა კვებაზე ჯამურად დაიხარჯა - 825 096 ლარი (ქალაქი თელავი - 491 240 ლარი; თემი - 333 856 ლარი). ერთ ბავშვზე კვებისთვის გამოყოფილმა თანხამ, ჯამურად, 31 ბაღისთვის შეადგინა დღეში საშუალოდ 1.57 ლარი (აქედან, ცალკე ქალაქში - 1.62 ლარი აღსაზრდელზე და სოფლებში 1.52 ლარი აღსაზრდელზე). ა(ა)იპ - თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თინიკო ხანჯალიაშვილის განმარტებით, კვებაზე გამოყოფილი თანხა 2018 წელს 174 904 ლარით გაიზარდა და ჯამში 1 მილიონს შეადგენს.
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, 31 ბაგა-ბაღში და ადმინისტრაციაში დასაქმებულია 612 ადამიანი. 2018 წლიდან სახელფასო ანაზღაურება 20%-ით გაეზარდა 612 თანამშრომელს. შრომის ანაზღაურების 2018 წლის ბიუჯეტში გაწერილია 2 219 855 ლარი.
ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ შეერთდა ქალაქ თელავის და თელავის თემის კულტურის ცენტრები და ჩამოყალიბდა ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მათი დაფინანსება გაერთიანებამდე 629 130 ლარი იყო, ახლა 725 160 ლარია. რაც შეეხება თანამშრომლების რაოდენობას - 156 კაციდან, 152-მდე შემცირდა.
ოპტიმიზაცია მოხდა ორივე მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებებში და ჩამოყალიბდა ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება. გაერთიანებამდე მათი დაფინანსება 698 390 ლარს შეადგენდა, გაერთიანების შემდეგ კი 236 330 ლარია.
ასევე, შეერთდა საბიბლიოთეკო გაერთიანებები. გაერთიანებამდე ორივე ა(ა)იპ-ის დაფინანსებისთვის ჯამში 228 680 ლარი იყო განსაზღვრული, გაერთიანების შემდეგ კი დაფინანსება 234 000 ლარამდე გაიზარდა. თანმაშრომლების რაოდენობა 66-დან 64-მდე შემცირდა.
უცვლელი დარჩა
„მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“ - მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 75 000 იყო, ახლა 85 000 ლარია. თანამშრომლების რაოდებობა ერთით, 22-დან 21-მდე შემცირდა.
„თელავის საფეხბურთო სკოლა კახეთი“ - გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 100 000 იყო, ახლა 194 880 ლარია. თანამშრომლების რაოდნობა 14-დან 29-მდე გაიზარდა.
„სპორტულ კლუბთა გაერთიანება თელავი“ - გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 313 690 ლარი იყო, ახლა 662 440 ლარია. თანამშროლების რაოდენობა 34-დან 49-მდე გაიზარდა.
„თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავი“ - გაერთიანემადე მისი დაფინანსება იყო 115 900 ლარი, გაერთიანების შემდეგად 312 460 ლარი. თანამშრომების რაოდენობა 16-დან 45-მდე გაიზარდა.
„თელავის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი“ - გაერთიანემადე მისი დაფინანსება იყო 109 990 ლარი, გაერთიანების შემდეგა 110 000 ლარი. თანამშრომების რაოდენობა 32-დან 29-მდე შემცირდა.
„თელავის N1 სამუსიკო სკოლა“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება იყო 81 000 ლარი, ახლა კი 83 500 ლარია. თანამშრომლების რაოდენობა უცვლელი – 29.
„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. თელავის N2 სამუსიკო სკოლა“ – გაერთიანებამდე 75 000 ლარი, მას შემდეგ - 77 000 ლარი. თანამშროლების რაოდენობა უცვლელი – 25.
„თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 67 990 ლარი იყო, ამჟამად 70 000 ლარია. თანამშრომლების რაოდენობა 17-დან 25-მდე გაიზარდა.
„თელავის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება ნადიკვარი“ - დაფინანსება გაერთიანებამდე 27 000 ლარი იყო, ამჟამად 50 000-მდე გაიზარდა. თანამშრომელბის რაოდენობა 17-დან 21-მდე გაიზარდა.
„თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 78 000 ლარი, გაერთიანების შემდეგ კი 80 800 ლარია. ორგანიზაციას მოაკლდა ერთი თანამშრომელი, დარჩა - 15.
„უმწეოთა და უპოვართა სამსახური“ - გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 227 800 იყო, ახლა 270 090 ლარია. თანამშრომლების რაოდებობა ერთით, 14-დან 13-მდე შემცირდა.
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის სამუსიკო სკოლა“ - გაერთიანემადე მისი დაფინანსება იყო 48 670 ლარი, გაერთიანების შემდეგად 49 000 ლარი. თანამშრომების რაოდენობა 13-დან 14-მდე გაიზარდა.
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის სამუსიკო სკოლა“ - გაერთიანემადე მისი დაფინანსება იყო 54 640 ლარი, გაერთიანების შემდეგად 54 000 ლარი. თანამშრომების რაოდენობა უცვლელი - 15.
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლა“ - გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 105 420 იყო, ახლა 106 000 ლარია. თანამშრომლების რაოდნობა ერთით, 25-დან 24-მდე შემცირდა.
ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ არც ერთი ახალი იურიდიული პირი არ შექმნილა.