• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ფეისბუკში“ გავრცელებული ამბავი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის მიღებისას ამერიკელების 91% დონალდ ტრამპს ენდობა და არა მედიას, არის ფაქტებით მანიპულირება

„ფეისბუკში“ გავრცელებული ამბავი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის მიღებისას ამერიკელების 91% დონალდ ტრამპს ენდობა და არა მედიას, არის ფაქტებით მანიპულირება

ვერდიქტი: გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის მიღებისას ამერიკელების 91% დონალდ

08/08/2018
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის მიღებისას ამერიკელების 91% დონალდ ტრამპს ენდობა, არის ფაქტებით მანიპულირება.   რეზიუმე:

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ფოტო, წარწერით: „ვის უფრო ენდობა ამერიკელი ხალხი ინფორმაციის მიღებისას! დონალდ ტრამპი - 91%, მეგობრებსა და ოჯახს - 63% და მეინსტრიმული მედია - 11%. ტრამპმა მეინსტრიმული ლიბერალური მედია გაანადგურა“ - არის ფაქტებით მანიპულირება.

აღნიშნული მონაცემი წარმოაჩენს დონალდ ტრამპის მტკიცე ამომრჩევლებში არსებულ პროცენტულ გადანაწილებას და არა ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ამომრჩეველთა სრულ რიცხვს. უკანასკნელი კვლევების თანახმად, ტრამპის მტკიცე მხარდამჭერების რაოდენობა ამერიკელ ამომრჩეველთა 26%-ია. შესაბამისად, იმ პირთა რიცხვი, რომელიც ყველაზე მეტად ტრამპის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობა და მეინსტრიმ მედიას ემიჯნება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23%-ს შეადგენს.

  ანალიზი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა ტელეკომპანია CBS NEWS-ის ჩატარებული გამოკითხვის შედეგის ამსახველი ფოტო,

წარწერით: „გამოკითხვა! ვის უფრო ენდობა ამერიკელი ხალხი სწორი ინფორმაციის მიღების კუთხით! დონალდ ტრამპი - 91%, მეგობრებს და ოჯახს - 63% და მეინსტრიმული მედია - 11%. ტრამპმა მეინსტრიმული ლიბერალური მედია გაანადგურა!“.

სინამდვილეში, აღნიშნული კითხვა დაესვა არა ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას, არამედ მხოლოდ დონალდ ტრამპის მტკიცე მხარდამჭერებს. შესაბამისად, წარმოდგენილი შედეგები არა მთლიანად ამერიკელი ხალხის განწყობას, არამედ ტრამპის მხარდამჭერების რწმენებს (ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 26%-ის) წარმოადგენენ.

ტელეკომპანია “CBS News”-მა ჰელსინკიში გამართული სამიტის შემდეგ ამერიკელი ხალხის განწყობების დადგენის მიზნით გამოკითხვა ჩაატარა. მათ შორის, ერთ-ერთი კითხვა მხოლოდ ტრამპის მტკიცე მხარდამჭერებს დაესვათ. ამ უკანასკნელის მიზანი იყო დაედგინა, თუ რომელ წყაროს ენდობიან ისინი ყველაზე მეტად ინფორმაციის მიღებისას. ტრამპის მტკიცე მხარდამჭერების 91%-მა განაცხადა, რომ ისინი თავად ტრამპის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ენდობიან, 63% ოჯახსა და მეგობრებს, ხოლო 11% - მეინსტრიმულ მედიას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში სულ რეგისტრირებულია 245.5 მილიონი ამომრჩეველი, რომელთა 26%-იც (63.8 მილიონი), “NBC News“-სა და “Wall Street Journal”-ის უკანასკნელი ერთობლივი კვლევის

მიხედვით, ტრამპის მტკიცე მხადამჭერია (კვლევა ჩატარებულია მცირე ზომის სტრატაში და შემდეგ განზოგადებული მთლიან რიცხვზე). “CBS News”-ის ჩატარებული გამოკითხვიდან კი გამოდის, რომ ამ უკანასკნელის 91% ტრამპის მოწოდებულ ინფორმაციას ყველაზე სანდოდ მიიჩნევს. ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატების ამომრჩეველთა მთლიანი რიცხვის 23% (და არა 91%, როგორც ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებულ პოსტშია წარმოჩენილი) უცხადებს უპირობო ნდობას პრეზიდენტს და ემიჯნება მეინსტრიმულ მედიას.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი არის ფაქტებით მანიპულირება. დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ენდობა ამერიკელ ამომრჩეველთა არა 91, არამედ 23%.
თეგები:
მოგების გადასახადი
ვასო ურუშაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება
გზების მოწყობა
მუსტაფა ემრე ჩაბუქი
გოჩა კურდღელია
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა