• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ფეისბუკში“ გავრცელებული ინფორმაცია, მსახიობ კიანუ რივზის განცხადების შესახებ, ყალბია

„ფეისბუკში“ გავრცელებული ინფორმაცია, მსახიობ კიანუ რივზის განცხადების შესახებ, ყალბია

02/08/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ინფორმაცია, მსახიობ კიანუ რივზის განცხადების შესახებ, არის ყალბი ამბავი.   რეზიუმე: სოციალურ ქსელ ფეისბუკში მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული განცხადება: „მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება. სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი - საერთოდ ოჯახი...“, რომელიც მისი თქმით, მსახიობ კიანუ რივზს ეკუთვნის, არის ყალბი ამბავი. აღნიშნული ციტატა მსახიობის „ფეისბუკ“ ფან-გვერდმა და არა რაიმე ოფიციალურმა წყარომ გაავრცელა. კიანუ რივზის სარეკლამო აგენტის, შერილ მეისელის თქმით, მსახიობი არც ერთი სოციალური ქსელით არ სარგებლობს და როგორც განცხადება, ასევე მისი გამავრცელებელი გვერდი, ყალბია. არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ფან-გვერდი „ფეისბუკმა“ წაშალა.   ანალიზი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა მსახიობ კიანუ რივზის განცხადება: „მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება. სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი - საერთოდ ოჯახი. სადაც ცხვირმოუხოცავი ბავშვები წარმატებულები არიან, თუკი მამის მანქანას ჩაიგდებენ ხელში და ვისაც ოდნავი ძალაუფლება მაინც აქვს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ“. სინამდვილეში, კიანუ რივზს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია. ზემოთ მოყვანილი ნათქვამი 2016 წლის 21 თებერვალს მისმა „ფეისბუკ“ ფან-გვერდმა (“Keanu Reeves – the actor”) გაავრცელა და არა ოფიციალურმა წყარომ. გავრცელების დღიდან მოყოლებული, ციტატა საკმაოდ აქტიურად ტრიალებს ინტერნეტსივრცეში. მათ შორის, გავრცელდა რუსულენოვანი ვიდეო, სადაც კიანუ რივზი ზემოთ მოყვანილ განცხადებას აკეთებს. სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოში მსახიობი შვეიცარიაში, პოლ გოგენის ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფება და მისი ხელოვნების შესახებ საუბრობს. ციტატის ნამდვილობის დამამტკიცებელი ჩანაწერი არ მოიპოვება. მისი სარეკლამო აგენტის, შერილ მეისელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, მსახიობი არანაირი სახის სოციალური ქსელით არ სარგებლობს და როგორც განცხადება, ასევე მისი გამავრცელებელი გვერდი, ყალბია. გარდა ამისა, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, მან „ფეისბუკიდან“ აღნიშნული გვერდი წააშლევინა. აღნიშნული განცხადება გადაამოწმეს და მისი სიყალბე დაადასტურეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა ფაქტების გადამამოწმებელმა ვებ-გვერდებმა, “snopes.com” და “politifact.com”. ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მსახიობ კიანუ რივზის „განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს და ყალბ ამბავს წარმოადგენს.
თეგები:
მოგების გადასახადი
გზების მოწყობა
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა