2016 წლის 18 ნოემბრიდან (რაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო) - მიმდინარე წლის 20 ივნისის ჩათვლით, ვიდრე საგაზაფხულო სესია დაიხურებოდა, 150 დეპუტატიდან, 25 სესიაზე სიტყვით არცერთხელ არ გამოსულა (იხ.ბმული 1;ბმული 2).ამ დეპუტატების უმრავლესობა მაჟორიტარული წესითაა არჩეული. აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარებიდან, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის თვალსაზრისით, სულ რამდენიმე აქტიურობს და მათგან ყველაზე კარგი შედეგი ზაქარია ქუცნაშვილს აქვს. ქუცნაშვილი სიტყვით 119-ჯერ გამოვიდა. მას 92 გამოსვლით სამგორის ერთ-ერთი მაჟორიტარი, მარიამ ჯაში მოჰყვება. მესამეა საბურთალოს ერთ-ერთი მაჟორიტარი მამუკა მდინარაძე - 72 გამოსვლით. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სიტყვით გამოსვლების კუთხით, მაჟორიტარებს საერთო ჯამში, საკმაოდ ცუდი შედეგი აქვთ.
მე-9 მოწვევის პარლამენტარებიდან ყველაზე მეტი გამოსვლა ეკა ბესელიას აქვს. 2016 წლის 18 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 20 ივნისის ჩათვლით, ბესელია სიტყვით 359-ჯერ გამოვიდა.სიტყვით გამოსვლების სიხშირის მხრივ, მეორე-მესამე ადგილებზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან: რომან გოცირიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 161 გამოსვლით და სერგო რატიანი („ევროპული საქართველო“) 153 გამოსვლით.
25 მდუმარე დეპუტატი
როგორც აღვნიშნეთ, მე-9 მოწვევის პარლამენტში, 25 დეპუტატი სიტყვით არასდროს გამოსულა. ესენი არიან:
1.ლევან ბეჟანიძე - ბათუმის მაჟორიტარი (ბათუმს 3 მაჟორიტარი ჰყავს);
2.რუსლან გაჯიევი- მარნეულის მაჟორიტარი (მარნეულის მუნიციპალიტეტი 2 ოლქად არის გაყოფილი და შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტში ორი მაჟორიტარია);
3.ელგუჯა გოცირიძე- თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი;
4.მახირ დარზიევი - „ქართული ოცნება“;
5.მუხრან ვახტანგაძე- ბათუმის მაჟორიტარი(ბათუმს 3 მაჟორიტარი ჰყავს);
6.გიორგი თოთლაძე- ქარელის მაჟორიტარი;
7.ედიშერ თოლორაია- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი;
8.ზაზა კედელაშვილი - „ევროპული საქართველო“;
9.გიორგი კოპაძე- ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი;
10.თეიმურაზ კოხრეიძე -„ქართული ოცნება“;
11.იოსებ მაკრახიძე- ქალაქ გორის მაჟორიტარი;
12.სამველ მანუკიანი -„ქართული ოცნება“;
13.გელა მიქაძე- „პატრიოტთა ალიანსი“;
14.ენზელ მკოიანი- ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი;
15.რომან მუჩიაშვილი- საგარეჯოს მაჟორიტარი;
16.თამაზ ნავერიანი- მარნეულის მაჟორიტარი (მარნეულის მუნიციპალიტეტი 2 ოლქად არის გაყოფილი და, შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტში ორი მაჟორიტარია);
17.კობა ნაკაიძე- ქობულეთის მაჟორიტარი;
18.კობა ნაყოფია- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
19.რამაზ ნიკოლაიშვილი- „ევროპული საქართველო“;
20.დიმიტრი სამხარაძე -„ქართული ოცნება“;
21.აზერ სულეიმანოვი- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
22.გოდერძი ჩანქსელიანი- თეთრიწყაროს მაჟორიტარი;
23.ირაკლი ხახუბია- ფოთის მაჟორიტარი;
24.თენგიზ ხუბულური- გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი;
25.ვიქტორ ჯაფარიძე -„ქართული ოცნება“.
ამ ჯგუფში არ მოხვდა ვანისა და ხონის ახალი მაჟორიტარი გივი ჭიჭინაძე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის შემცვლელია და მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა მხოლოდ 16 მაისს სცნო. თუმცა, ის სესიაზე, ჯერჯერობით, სიტყვით არ გამოსულა.
თითქმის 2 წელში მხოლოდ 1 გამოსვლა
25 არაფრისმთქმელი დეპუტატისგან 4 მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ თითქმის ორ წელიწადში სიტყვით მხოლოდ თითოჯერ გამოვიდნენ. ყველა მათგანი მმართველი გუნდის წარმომადგენელია, 2 მათგანი კი მაჟორიტარია. ესენი არიან:
1. გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქი);
2. რუსლან პოღოსიანი;
3. ერეკლე ტრიპოლსკი;
4. ფატი ხალვაში - ბათუმის მაჟორიტარი (ბათუმს 3 მაჟორიტარი ჰყავს).
მდუმარებასთან მიახლოებული დეპუტატები
ამ ჯგუფში ის დეპუტატები მოხვდნენ, ვისაც სულ რამდენიმე განცხადება აქვთ გაკეთებული. 34 დეპუტატია ისეთი, ვინც ბოლო მოწვევის პარლამენტში 10-მდე განცხადება აქვს გაკეთებული. აქედან ერთი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელია. დანარჩენები მმართველი გუნდის წევრები არიან. ამ ჯგუფშია ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სესიაზე სიტყვით 8-ჯერ გამოვიდა.
ამასთან, 10 გამოსვლა მხოლოდ 1 დეპუტატს აქვს, 5-ზე მეტი 34 დეპუტატიდან მხოლოდ 10-ს და ორ-ორი გამოსვლა 8 დეპუტატს.
ამ დეპუტატების სრული სია იხილეთ შემდეგბმულზე.
ჯგუფი, რომელსაც 20-მდე სიტყვით გამოსვლა აქვს
20 გამოსვლის მაჩვენებელი აღებულია იმ გათვლით, პარლამენტის შეკრებიდან დღემდე, საშუალოდ, დეპუტატი სიტყვით თვეში ერთხელ მაინც გამოდიოდეს. ასეთი კი, სულ 21 დეპუტატია, მათგან 13 მაჟორიტარია.
მმართველი გუნდიდან, საერთო ჯამში, ამ ჯგუფში 17 დეპუტატია, 2 დეპუტატია „ევროპული საქართველოდან“, თითო კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“.
ამ ჯგუფში მოხვდა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში სესიაზე სიტყვით სულ 16 გამოსვლა აქვს.
ამ ჯგუფის დეპუტატების სრული სია იხილეთ შემდეგბმულზე.
მოლაპარაკეთა ძირითადი ჯგუფი
ამ ჯგუფში ის დეპუტატები მოხვდნენ, ვისაც საშუალოდ, თვეში ერთზე მეტი სიტყვით გამოსვლა აქვს. შესაბამისად, ეს ყველაზე დიდი ჯგუფია - 55 დეპუტატის, ანუ, მთელი პარლამენტის მესამედზე ცოტა მეტის შემადგენლობით.
საერთო ჯამში, 50-მდე გამოსვლა აქვს 37 დეპუტატს, 70-მდე - 13 დეპუტატს და 70-დან 100-მდე სულ 5-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომსვლელთა რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი მაინც 50-ის ფარგლებში მერყეობს.
55 დეპუტატიდან მაჟორიტარი მხოლოდ 19-ია. ამ ჯგუფშია დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც. ასევე, ოპოზიციის 17 წარმომადგენელი, 11 „ევროპული საქართველოდან“, 2 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და 4 „პატრიოტთა ალიანსიდან.
საინტერესოა, რომ ამ ჯგუფში მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, 2 ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის ძირითადი ფრაქციის ხელმძღვანელი.
ამ ჯგუფში საუკეთესო შედეგი აქვს „ევროპული საქართველოს“ წევრს, ხათუნა გოგორიშვილს - 99 გამოსვლა, შემდეგ მოდის „ქართული ოცნების“ წევრი, მარიამ ჯაში - 92 გამოსვლა, გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“ - 76 გამოსვლა, ხოლო 72-72 აქვთ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს.
ამ დეპუტატების სრული სია იხილეთ შემდეგბმულზე.
11 ყველზე მოლაპარაკე დეპუტატი
ყველაზე მოლაპარაკეთა ჯგუფში, პირობითად, ის დეპუტატები მოხვდნენ, ვინც ამ მოწვევის პარლამენტში სიტყვით 100-ზე მეტ შემთხვევაში გამოვიდნენ. ეს არის 11-კაციანი ჯგუფი, სადაც გამოსვლების მხრივ საუკეთესი შედეგი აქვს ეკა ბესელიას. ის 359-ჯერ არის გამოსული. მეორე-მესამე ადგილზე კი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძე 161 გამოსვლით და „ევროპული საქართველოდან“ სერგო რატიანი - 153 გამოსვლით.
ამ ჯგუფში გამოსვლები ასე ნაწილდება:
1.გუგული მაღრაძე -111 გამოსვლა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
2. ირაკლი აბესაძე -114გამოსვლა-„ევროპული საქართველო“;
3.ოთარ კახიძე -117 გამოსვლა - „ევროპული საქართველო“;
4.ზაქარია ქუცნაშვილი- 119გამოსვლა- დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
5. რევაზ არველაძე -120 გამოსვლა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
6.სერგი კაპანაძე -122გამოსვლა- ვიცე-სპიკერი, „ევროპული საქართველო“;
7.გიორგი კახიანი -124 გამოსვლა - „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველო“;
8.ზურაბ ჭიაბერაშვილი -139 გამოსვლა - „ევროპული საქართველო“;
9.სერგო რატიანი -153გამოსვლა- „ევროპული საქართველო“;
10.რომან გოცირიძე -161გამოსვლა- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
11.ეკა ბესელია- 359 გამოსვლა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.