2018 წლის 19 ივნისს, მას შემდეგ რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დროებითი სამთავრობო შემადგენლობა წარადგინა, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ, მამუკა ბახტაძეს მიმართა და დაასახელა 10 მიზეზი, რის გამოც თეა წულუკიანი არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და თითოეული მიზეზი დეტალურად შეისწავლა.
- იუსტიციის მინისტრი სამართლის მინისტრია, თეა წულუკიანმა კი ეს თანამდებობა ისე დაიკავა, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება არ ჰქონია. მაშინ კანონი იმპერატიულად ითხოვდა, რომ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამავდროულად მთავარი პროკურორი იყო, ჰქონოდა უმაღლესი იურიდიული განათლება. წულუკიანს კი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრატურა აქვს დამთავრებული. ეს კანონი მომავალში სპეციალურად მისთვის შეიცვალა
საქართველოს კონსტიტუციის81-ე მუხლის მე-4 პრიმა მუხლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მათ საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი ახორციელებს. უშუალოდ პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი კი, ამავე მუხლის მიხედვით, „პროკურატურის შესახებ “ საქართველოს კანონით განისაზღვრება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. იმ დროისათვის მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, იუსტიციის მინისტრი ამავე დროს იკავებდა პროკურორის თანამდებობასაც (მუხლი 2). იგივე კანონის 31-ე მუხლი კი ასახელებდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც პროკურორის თანამდებობაზე ინიშნება. კანონში ეწერა, რომ „პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას ...“ თეა წულუკიანი, რომელიც იუსტიციის მინისტრობასთან ერთად, საქართველოს უმაღლესი პროკურორიც იყო, ბაკალავრიატზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა. რაც შეეხება მაგისტრატურას, იგი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი იყო და იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მისი ბიოგრაფიის მიხედვით, 2005 წელს უფროსი იურისტის საკლასო ჩინიც მიიღო, საზოგადოებაში მაინც გაჩნდა კითხვები, ბრალდებები და მოსაზრებები, რომ მისი იუსტიციის მინისტრად და შესაბამისად, პროკურორად დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდიოდა პროკურორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და კანონთან. მით უმეტეს, რომ იგივე კანონით მას შეეძლო ისეთი უმაღლესი რანგის პირების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი და ა.შ. (მუხლი 8). როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“ აცხადებდა, იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ თეა წულუკიანს არ ჰქონდა იურიდიული განათლება, კანონის დარღვევისთვის, შესაძლებელია დამდგარიყო არა მარტო მისი გათავისუფლების, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც.
ძირითადი საკითხი, რომელიც თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იყო შემდეგი: იმ დროისათვის, როდესაც მინისტრმა თსუ-ს საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, ეს ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებდა, საერთაშორისოს სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების. როგორც იმ დროისათვის თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი აცხადებდა, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის მიხედვით, თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნის კვალიფიკაცია მიენიჭა. დალი კანდელაკის განცხადების სიზუსტე თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაადასტურა, თუმცა მან განაცხადა, რომ მისი იურისტის განათლება დასტურდებოდა არა თსუ-ს დიპლომით, არამედ ფრანგული ENA-ს დიპლომით, რომელიც გარდა საჯარო ადმინისტრირებისა, აგრეთვე, მოიცავს ადმინისტრაციულ სამართალსაც.
განხილვები თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებაზე დასრულდა მას შემდეგ, რაც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცვალა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის მინისტრი აღარ არის ქვეყნის უმაღლესი პროკურორი. თავდაპირველად, კანონპროექტის მომზადებისას, საკონსტიტუციო კომისია განიხილავდა შესაძლებლობას, რომ პროკურატურა სრულად გამოყოფოდა იუსტიციის სამინისტროს, თუმცა ახალი კანონის საბოლოო ვერსიაში, პროკურატურა მაინც დარჩა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პროკურატურა გახდა ავტონომიური და მის საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა უკვე მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განმარტებით, ცვლილება ემსახურებოდა პროკურატურის დამოუკიდებლობას.
ფაქტ-მეტრი ვერ შევა კახიძის განცხადების იმ ნაწილის მსჯელობაში, რომლის მიხედვითაც, კანონი სპეციალურად იუსტიციის მინისტრისთვის შეიცვალა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცვლილმა კანონმა დაასრულა დისკუსიები იუსტიციის მინისტრის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით.
- თეა წულუკიანი ბრძანდებოდა გენერალური პროკურორი. მისმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა ახმედ ჩატაევის მიმართ
აჰმედ ჩატაევი საზოგადოების ფართო წრეებისთვის ცნობილი ლაფანყურისსპეცოპერაციისშემდგომ გახდა. 2012 წლის 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელაინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან - აჰმედ ჩატაევი. მასბრალადედებოდა ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 6 დეკემბერს, ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი (5 000 ლარის ოდენობით) შეეცვალა და წინასწარი პატიმრობიდანგათავისუფლდა. 2013 წლის 18 იანვარს კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნაშეწყვიტადანაშაულის ნიშნების არ არსებობის საფუძვლით.
2015 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩატაევი გლობალური ტერორისტების სიაშიშეიყვანა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი ISIS-ის მებრძოლებს წვრთნიდა. 2016 წელს სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად თურქული მედია, სწორედ, აჰმედ ჩატაევსასახელებდა. 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტი-ტერორისტულისპეცოპერაციისდროსლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის, აჰმედ ჩატაევიც იყო. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანმა, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჯერ კიდევ მაშინ, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ამ ადამიანის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი. ვემხრობოდი, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა, თუმცა იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან, ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარი“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერსდაინიშნა. 26 ოქტომებრს მან მთავარი პროკურორობის კანდიდატად არჩილ კბილაშვილიდაასახელა. კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრამდე იკავებდა. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2012 წელს მოქმედივერსიით, საქართველოს უმაღლესი პროკურორი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მის დაქვემდებარებაში შედიოდა მთლიანად პროკურატურა, მათ შორის, მთავარი პროკურორიც. იგივე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრს შეეძლო გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორების (შესაბამისად, მთავარი პროკურორისაც) მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო ბრძანებები, ინსტრუქციები და მითითებები, ამას გარდა, იგივე მუხლი იუსტიციის მინისტრს ანიჭებდა უფლებას კანონის საფუძველზე გამოეცა ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – ბრძანებები, ინსტრუქციები და მითითებები. 2013 წლის 18 იანვარს, თეა წულუკიანი იყო არჩილ კბილაშვილის ზემდგომი პროკურორი. კანონის შესაბამისად, თუ ის არ ეთანხმებოდა აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების საკითხს, მას შეეძლო გაეუქმებინა გადაწყვეტილება და საქმისთვის მიეცა ხელახალი მსვლელობა.
ასევე საინტერესოა ამ საკითხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ის, როგორც იუსტიციის მინისტრი, ეწინააღმდეგებოდა აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებას. იმ შემთხვევაში თუ საქმის პროკურორი თვლიდა, რომ ჩატაევის სისხლისსამართლებრივი დევნა იყო მართლსაწინააღმდეგო და ამის უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინა, მაშინ იუსტიციის მინისტრი რატომ ეწინააღმდეგებოდა უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას? და თუ მინისტრს ჰქონდა ეჭვების საფუძველი, რატომ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება-ვალდებულება და არ მისცა საქმეს ხელახალი მსვლელობა?
- წულუკიანმა მოამზადა ე.წ. სავიზო რეფორმა. ამ სავიზო შეზღუდვებმა ათეულობით მილიონი დოლარი დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას, როგორც პირდაპირი ინვესტიციების, ისე ტურიზმიდან შემოსავლის სახით
2014 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში. კანონის წარმდგენი იყო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობს. აღნიშნული კანონით, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე, 24 ქვეყანას გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.
კანონის მიხედვით, ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემდა. ვიზები გაიცემოდა, მხოლოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელს, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს და საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართა. კანონის მიხედვით, ასევე, გაუქმდა ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე (დასაშვები დარჩა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში). ცვლილებების შედეგად, ვიზები დაიყო კატეგორიებად და ბინადრობის ნებართვის მიღებისათვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლისა და საქმიანობის ძირითადი საფუძველი გახდა საქართველოს ვიზა და ბინადრობის ნებართვა. მთლიანობაში, საკანონმდებლო ცვლილებებმა ის პროცედურები გაართულა, რაც კანონიერი საფუძვლით უცხოელის საქართველოში შემოსვლას უკავშირდება (დამატებით კანონის მიმოხილვა იხილეთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პოლიტიკის დოკუმენტში (Policy Brief)).
იმ დროისათვის საქართველოს სავიზო რეჟიმი 99 ქვეყანასთან ჰქონდა, აქედან 92-ში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნდა. როდესაც სავიზო რეჟიმის ვიზიტორების რაოდენობაზე გავლენას იკვლევდა, ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ვიზიტორთა შემოსვლების სიდიდის მიხედვით TOP 5 ქვეყანა (ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი). აღმოჩნდა, რომ რეგულაციების შემოღების შემდეგ, ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად შემცირდა (ცხრილი 1).
ცხრილი 1:ტურისტთა რაოდენობა და პროცენტული ცვლილება 2012-2014 წლების სექტემბერ-დეკემბერში
წელი | ირანი | ერაყი | ეგვიპტე | ჩინეთი | ინდოეთი | |||||
2012 | 25 011 | 4 487 | 1 437 | 3 792 | 3 193 | |||||
2013 | 25 244 | 0.9% | 15 850 | 25% | 2 708 | 88% | 3 129 | 17% | 2 386 | 33% |
2014 | 3 799 | -84% | 437 | -97% | 430 | -84% | 1 811 | -42% | 1 728 | -27% |
საერთო ვიზიტორების რაოდენობას და ზრდის ტენდენციას რომ შევხედოთ, 2006-2015 წლებში, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დაბალი 2%-იანი ზრდა 2014 წელს გვქონდა (გრაფიკი 2), რაც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, აგრეთვე, სავიზო რეჟიმის გამკაცრებით იყო გამოწვეული. ჯამში, 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში 78 000-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა.
გრაფიკი 1:საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და ზრდის ტენდენცია, 2006-2015 წლები
რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტორებს ტიპების მიხედვით, შემცირებული ტენდენცია შეგიძლიათ ცხრილ 2-შიც იხილოთ.
ცხრილი 2:საერთაშორისო ვიზიტორები ტიპების მიხედვით, 2010-2014 წლები და 2015 წლის 9 თვე (ათასი კაცი)
2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 (ცხრა თვე) | ||||||
ტურისტი | 1 067 | 1 319 | 24% | 1 790 | 36% | 2 065 | 15% | 2 229 | 8% | 1801 | 1.6% |
ერთდღიანი ვიზიტები | 696 | 1 012 | 45% | 1 884 | 86% | 2 138 | 13% | 2172 | 1.6% | 1602 | -0.1% |
ტრანზიტი | 269 | 491 | 83% | 755 | 54% | 1189 | 58% | 1114 | -6% | 1808 | 31% |
ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობა | 2032 | 2822 | 39% | 4428 | 57% | 5392 | 22% | 5516 | 2% | 4491 | 7% |
ახალი სავიზო რეგულაციები არაერთი ექსპერტის კრიტიკის საგანი გახდა. რეგულაციების ამ ფორმით შემოღებას ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გაუაზრებელი უწოდა, ხოლო საქართველოში მყოფ უცხოელებს იმ დროისათვის პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბოდიშიცმოუხადა. ექსპერტთა დიდი ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სავიზო რეგულაციებმა საინვესტიციო გარემოზე უარყოფითი გავლენამოახდინა,რადგან ის ძირითადად საქართველოში გრძელვადიანი ვიზის, ან ბინადრობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხოთ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სავიზო რეგულაციებით მიღებული ახალი ცვლილებების ნაწილი ნეგატიურადშეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობამაც“. ორგანიზაციის შეფასებით, ახალი კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების უფლების მოპოვების პროცედურებს არაგონივრულად ართულებს და საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებსა და ინვესტორებს გაუმართლებელ პრობლემებს უქმნის (დამატებით იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ამ საკანონმდებლო რეფორმის დამსახურება და წყალობაა, რომ ევროკავშირმა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებულად ჩათვალა და დაგვიხურა“. აღნიშნულ განცხადებაში მინისტრი ცდებოდა. საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედოგეგმა შემუშავდა. გეგმის ერთი ნაწილი მიგრაციის მართვასა და საქართველოს მიერ ამ სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებს მოიცავდა, რომლის თანახმადაც, მიგრაციის პოლიტიკის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კონსოლიდაცია იყო აუცილებელი. ამასთან, სამოქმედო გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანი იყო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მიგრაციის პოლიტიკის სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის, ასევე სამოქმედო გეგმის მიღება და ა.შ.
ის, რომ ცვლილებები სწორედ ამ ფორმით უნდა განხორციელებულიყო, სამოქმედო გეგმაში მითითებული არ ყოფილა. მითითება კონკრეტულ დირექტივაზე არც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაში ყოფილა. შესაბამისად, საიმიგრაციო პოლიტიკის გაძლიერებისა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისთვის, ევროკავშირმა საქართველოს ფართო დისკრეცია დაუტოვა. საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა, ისეთი მეთოდი შეერჩია, რომელიც საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებდა და ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს პრობლემებს არ შეუქმნიდა.
ევროკავშირისრეგულაცია #539იმ ქვეყნების სიას განსაზღვრავს, ვისთანაც ევროკავშირს აქვს ან არ აქვს სავიზო მიმოსვლა. იმ ქვეყნებისსია,რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა, ევროკავშირის სიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ევროკავშირთან სამთვიანი უვიზო მიმოსვლა 8 ქვეყანას (ბოლივია, ჩილე, გვატემალა, ნიკარაგუა, პარაგვაი, სამხრეთ კორეა, ურუგვაი, ვენესუელა) აქვს, მაშინ, როცა საქართველომ ამ ქვეყნებიდან უვიზოდ შემოსვლა საერთოდ აკრძალა (უფრო ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია). კანონის გამკაცრებით შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მიღებული კანონი რამდენჯერმე დაკორექტირდა. შეცდომა აღიარა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. საბოლოოდ, მრავალჯერადი დაკორექტირების შემდეგ, 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული კანონი გამარტივდა და დღეს მოქმედ ვერსიაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოსწორებულია.
ამ რეგულაციების შედეგად ნამდვილად შემცირდა ტურიზმიდან და სავარაუდოდ პირდაპირი ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა ზუსტი ზარალის დადგენა შეუძლებელია და შესაბამისად, ოთარ კახიძის განცხადების მეორე ნაწილში ფაქტ-მეტრი მსჯელობაში არ შედის.
- ქალბატონმა თეამ აწარმოა კომუნიკაცია ინტერპოლთან და მან პრაქტიკულად ყველა დავა წააგო და თან წააგო ისე რომ მიიღო პირდაპირი ოფიციალური უარი იმ მოტივით, რომ საქმეები იყო პოლიტიკური ელფერის
- წულუკიანმა წააგო საექსტრადიციო დავები, რომელსაც ის აწარმოებდა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ
ინტერპოლი არის მსოფლიოს 192 ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო პოლიცია, რომელიც წევრი სახელმწიფოების მოთხოვნით და შესაბამისი დასაბუთებით, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული პირების საერთაშორისო ძებნას ახორციელებს ე.წ. „წითელი ცირკულარით“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ინტერპოლმა „წითელი ცირკულარით“ ძებნა შეწყვიტა საქართველოს რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე.
2015 წლის აპრილში, ინტერპოლმა საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ძებნა შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებით, ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ინტერპოლმა, ქართული მხარისათვის უცნობი, ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა. პროკურატურამ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა „წითელი ცირკულარი“. პროკურატურა აცხადებდა, რომ სამომავლოდ აპირებდა მიემართა ყველა ღონისძიებისთვის, რათა ადეიშვილზე კვლავ ძებნა გამოცხადებულიყო, თუმცა ინტერპოლს მას შემდეგ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა აღარ გამოუცხადებია.
2015 წლის 31 ივლისს, ინტერპოლმა „წითელი ცირკულარით“ ძებნა შეწყვიტა, კიდევ ერთ მაღალჩინოსანზე, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე. ფაქტზე, იმ დროისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა და ამით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ფაქტს გამოეხმაურა, აგრეთვე, თეა წულუკიანიც: „ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან მათ მეთოდი შეცვალეს“. მიუხედავად, მსგავსი განცხადებებისა, პრემიერი და იუსტიციის მინისტრი ვერ ასახელებდნენ, კონკრეტულად რა მეთოდოლოგია შეცვალა ინტერპოლმა. აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით ინტერპოლს განცხადება არ გაუკეთებია.
ქართული ოპოზიცია კი ადეიშვილის და შემდგომ კეზერაშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტის მიზეზად, მათ მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის საფუძველს ასახელებდნენ. მიუხედავად იმისა, თუ რატომ ამოიღო ინტერპოლმა კეზერაშვილი საერთაშორისო ძებნის სიიდან, ფაქტია, რომ იგი ადეიშვილის მსგავსად, ძებნის სიაში აღარ დაბრუნებულა. 2015 წლის დეკემბერში, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა საქართველოს ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილ უფროსის ირაკლი კოდუას მიმართაც.
ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო, აგრეთვე, ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას სახელი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ უკანონო დაფინანსება ედებოდა ბრალად. რაც შეეხება საექსტრადიციო დავებს, რომელიც საქართველოს პროკურატურამ აწარმოვა ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემასთან დაკავშირებით, 2015 წელს უკრაინის პროკურატურამ უარი განაცხადა ქვეყნისთვის გადმოეცა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოსთვის გადმოეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი უფროსი დათა ახალაია. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებაში ხაზი გაუსვა, რომ ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა. თეა წულუკიანმა, ფრანგ კოლეგას, უშუალოდ მიმართა დავით კეზერაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის გადმოცემაზე უარი თქვა და მანაც პოლიტიკურ ნიშნებზე მიუთითა. მოგვიანებით, თეა წულუკიანმა განაცხადა,რომ გაკვირვებული იყო საბერძნეთის და საფრანგეთის სასამართლოების ამგვარი გადაწყვეტილებით.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმეები, რომლებიც პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფომ, ინტერპოლთან და სხვადასხვა ქვეყანასთან აწარმოვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერა/გადმოცემისთვის, წარუმატებლად დასრულდა.
- წულუკიანმა წააგო უპრეცედენტო საქმე ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილის საქმეს
ვანო მერაბიშვილის საქმეზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. სტატიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4). 2013 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იმ დროისათვის მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მეგობრების თუ ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა, ასევე მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილის ანგარიშებზეწვდომა.ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ მუქარა განხორციელდა არა საპატიმროში, არამედ მის გარეთ და ის საპატიმროდან ღამით, ჩუმად გაიყვანეს. განცხადების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა. 2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პარაგრაფ პირველთან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის. ამ დადგენილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი გახდა მისი ციხიდან გაყვანის შემთხვევა. სასამართლომ საეჭვო გარემოებად მიიჩნია ის ფაქტიც, რომსაპატიმრომ არ წარმოადგინა იმ ღამის სათვალთვალო კამერებისჩანაწერები.
2017 წლის 28 ნოემბერს მიღებულიგადაწყვეტილებითევროსასამართლოს დიდმა პალატამ, სექციის მიერ 2016 წლის 14 ივნისს მიღებულიგადაწყვეტილებაგაიზიარა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (5§1-თან ერთობლიობაში) დაადგინა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შეფასებით მერაბიშვილის პატიმრობა ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორების მიზანს არ ისახავდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა დასაწყისში ლეგიტიმური იყო, 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (პატიმრის ციხიდან გაყვანა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე ინფორმაციის გამჟღავნების სანაცვლოდ გათავისუფლების დაპირება) 2013 წლის 25 სექტემბრიდან მან არალეგიტიმური სახე მიიღო, რადგან თავდაპირველი მიზნის კონვენციასთან შეუსაბამო მიზნით ჩანაცვლება მოხდა, რაც კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მხარე საქართველოს სახელმწიფოა, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა კი იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისად, მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება.
ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ამ დრომდე მხოლოდ 7 საქმეში დაადგინა. მათგან ექვს შემთხვევაში სექციის დონეზე, ხოლო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, რადგან დარღვევა დიდმა პალატამ დაადგინა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, სექციის გადაწყვეტილება გადასინჯა და გაიზიარა.
რაც შეეხება აღსრულებას, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის საქმეში კომპლექსური პრობლემების არსებობის გამო, სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ზედამხედველობის გაძლიერებულ პროცედურას დაექვემდებარება (ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).
7.„რუსთავი 2“-ის საქმე,სადაც სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა აღსრულება
„რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და ქიბარ ხალვაშს შორის ტელეკომპანიის წილებზე სამართლებრივი დავა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. ქიბარ ხალვაში მოითხოვდა ბათილად ცნობილიყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხალვაშის წილი ტელეკომპანიაში 2006 წელს შპს „საქცემენტის“ და შპს „გეო-ტრანსის“ საკუთრება გახდა. ხალვაში ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-ის ას პროცენტიანი წილი 269 ათას დოლარად გაყიდა, მაგრამ თანხა არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა, 8 აგვისტოს სასამართლომ „რუსთავი 2“-ის აქტივებს ყადაღა დაადო. „რუსთავი 2“ - ს აეკრძალა მოძრავი ქონების გასხვისება, გაიყინა მისი საბანკო ანგარიშები. 2015 წლის 3 ნოემბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად სცნო. ტელეკომპანიის დროებით მმართველად მოსამართლემ ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი, რევაზ საყევარიშვილი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამფლობელი დავით დვალი დაასახელა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ (შორენა ყაველაშვილის, ნატა ნაზღაიძის და ნათია გუჯაბიძის კოლეგია).
ამის შემდგომ დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა, სადაც საქმე უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა. 2017 წლის 2 მარტის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია„რუსთავი 2“ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის,შპს „პანორამას“საკუთრება გახდა. 3 მარტს ტელეკომპანიამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რათა შეეჩერებინათ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, კანონით გათვალისწინებული 24 საათის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ დადებითი, მაგრამ პრაქტიკაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პრესკონფერენცია მიუძღვნა თეა წულუკიანმა, სადაც დაადასტურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების ფაქტი. ამავე დროს მან ხაზი გაუსვა შემდეგს: „სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ…“
თუმცა, 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, სტრასბურგის გაფართოებულმა სასამართლო კოლეგიამ ძალაში დატოვა და 2017 წლის 7 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება „რუსთავი 2“-ის საქმეზე უვადოდ, იმ დრომდე შეაჩერა, ვიდრე იგი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
8.ევროსასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა. ორჯერ ჩავარდა წარდგენილი კანდიდატების სია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ევროპულ სასამართლოში საქართველოდან, როგორც ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოდან, წარსაგზავნი მოსამართლის შერჩევის პროცესი საკმაოდ გაიწელა და გართულდა.
სამი კანდიდატისგან (ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი) შემდგარი პირველი სია ქართულმა მხარემ საბჭოს 2016 წლის 26 აგვისტოსწარუდგინა. თუმცა, შეთავაზებული სიის საპარლამენტო ასამბლეისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა ჯერ ოთხი თვითგადადო, საბოლოოდ კიდაიწუნადა საქართველოს ახალი სიის წარდგენის რეკომენდაცია მისცა. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის მიზეზი კანდიდატთა არასაკმარისი კვალიფიკაცია გახდა (ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).
მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოდ იქნა ცნობილი საქართველოს მიერ წარდგენილი მეორესიაც. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრისგანცხადებით,საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული ორი კანდიდატი – სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე ვერ აკმაყოფილებდნენ იმ ახალ წესებსა და მოთხოვნებს, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ლადო ჭანტურიას, ის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
საბოლოოდ, 2017 წლის ოქტომბერში, ევროპულმა სასამართლომ, სია მესამე ჯერზე დაამტკიცა და მიიღო ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები.
მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას ახორციელებდა კანდიდატების შერჩევის სამთავრობო კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობდა.
9.წააგო „სუბელიანი-ახობაძის“ საქმე. დაზარალებულის სასარგებლოდ მის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს ათიათასობით ლარის გადახდა დაეკისრა და ეს გადაწყვეტილება არის აღუსრულებელი
ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლები იყვნენ. 2014 წლის იანვარში ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ცენტრის რეორგანიზება დაასახელა, გათავისუფლებული თანამშრომლები კი აცხადებდნენ, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში, კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური განწყობის გამო გათავისუფლდნენ, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა მათი მუშაობის ხარისხთან და კონპეტენციასთან.
როგორც ანა სუბელიანი აცხადებდა, 2013 წელს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე, რაც მისი შეფასებით უსამართლობა იყო. პროტესტი მან და თამაზ ახობაძემ ღიად, Facebook პოსტის მეშვეობით გამოხატეს, რამაც სუბელიანის თქმით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გაბრაზება გამოიწვია, ისინი საერთო კრებაზე დაიბარა (არ დასწრებიან თბილისში არ ყოფნის მიზეზით) და ამობეჭდილი პოსტებს განიხილავდა, აგრეთვე, შეურაცხმყოფელი სახელებით მოიხსენიებდა თანამშრომლებს.
ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ უფლებების დასაცავად, „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს. ისინი ითხოვდნენ სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს. 2016 წლის აპრილში, სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნები. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ცენტრის ბრძანებები მოსარჩელეების - თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, 4 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა (6500 ლარი). სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე.
ამის შემდგომ, ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და 2017 წლის 9 მარტს იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სუბელიანის და ახობაძის სამსახურში აღდგენა დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ სამინისტროს საკასაციო სარჩელი დაუშვებლად სცნო. რაც იმას ნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სუბელიანმა და ახობაძემ სასამართლო მოიგეს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება მაინც არ აღასრულა. მიზეზით, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სუბელიანის თანამდებობა აღარ არსებობს, ხოლო ახობაძის თანამდებობაზე ამჟამად მყოფმა პირმა სასამართლოში ჩართვა მოინდომა და საქმის განხილვა ხელახლა უნდა დაიწყოს. ამ უკანასკნელის მიმართ გამოტანილი სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილება ბათილად იცნო (გარდა თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების ნაწილში) და საქმეს ხელახალი მსვლელობა მიეცა.
სასამართლო გადაწყვეტილებების არ აღსრულების ფაქტი საშიშ პრეცედენტად შეფასდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.
10. რეფორმების განხორციელების საქმეში ყველა პარტნიორი ორგანიზაცია უნდობლობას უცხადებს თეა წულუკიანს და ითხოვს მის გადადგომას
2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს მთავრობას თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით მიმართა. მინისტრის გადადგომა მოითხოვა შემდეგმა ორგანიზაციებმა: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საფარი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნები“; „ღია საზოგადოება - საქართველო“ და ა.შ.
„ვილაპარაკეთ იმ კრიზისზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გამო შეიქმნა ქვეყანაში. ნარკოპოლიტიკის რეფორმა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, სასამართლო სისტემაში ჩავარდნილი რეფორმები, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს იუსტიციის სამინისტრომ რადგან ყველა ამ პროცესში ის იყო წამყვანი რეფორმების ნაწილში“ - აცხადებდნენ ორგანიზაციების წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიციის სამინისტრო მოიაზრებდა, როგორც პარტნიორად რეფორმების საკითხებში. რაც, მაგალითად, დასტურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის „კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებაში და სხვა რიგ შემთხვევებში.