საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებისშემდეგ, საკრებულოში ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - გაჩნდა. ამ სიახლემ გაზარდა საკრებულოში იმ პირთა წრე, რომლებიც, ადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსისთანახმად, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებას იღებენ. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენი თანამდებობის პირია აჭარის ა/რ ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მთლიანად და როგორ შეიცვალა ფრაქციების ხარჯი წინა მოწვევის საკრებულოების ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით. "ადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსის"38-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ჰყავთ ერთი მოადგილე. თუ ფრაქციის წევრთა რაოდენობა ცხრა ან ცხრაზე მეტია, შესაძლებელია მეორე მოადგილეც ჰყავდეს. ახალი თანამდებობის შექმნამ, საკრებულოების ფრაქციების ყოველთვიური ხარჯიჯამში 44 450 ლარით გაზარდა, რაც წლიურად 533 400 ლარს შეადგენს.მიმდინარე მონაცემებით, ექვსივე მუნიციპალიტეტის საკრებულოებშისულ 164 წევრია, აქედან 102 (საერთო რაოდენობის 62.19%) თანამდებობის პირია.საარჩევნო კოდექსის 140-ემუხლით, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრთა რაოდენობა შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისგან, ხოლო თვითმმართველი თემის საკრებულო - პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიაზე ყველა თემიდან და ქალაქიდან მაჟორიტარული სისტემით არჩეული მაჟორიტარებისგან. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში, ექვს საკრებულოში, 164 წევრია. აქედან ყველაზე მეტი - 37 წევრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშია.

გრაფიკი 1: აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრთა რაოდენობა, მიმდინარე მოწვევა

graf1

აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების საკრებულოების ყველა ფრაქციის თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოს სახით, წლიურად, ჯამში 589 800 ლარი იხარჯებოდა. დღეს ანალოგიური მაჩვენებელი 1 123 200 ლარს შეადგენს, რაც წინა მოწვევის საკრებულოების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისთვის გაწეულ ხარჯს 533 400 ლარით აღემატება.

გრაფიკი 2: აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობრივი წლიური სარგო

image002

როგორც ვხედავთ, თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ყველაზე დიდი ზრდა ხულოს საკრებულოში ფიქსირდება, სადაც წინა და მიმდინარე საკრებულოს ფრაქციების ხარჯებს შორის სხვაობა 142 200 ლარს შეადგენს. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი ბათუმის საკრებულოშიც - 139 200 ლარით. ყველაზე ნაკლები ზრდა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაფიქსირდა, სადაც ოთხი ფრაქციაა, მოადგილე კი - სამი. საერთო ჯამში, როგორც აღვნიშნეთ, თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს წლიური მოცულობა 533 400 ლარითაა მომატებული.

გრაფიკი 3: აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიმდინარე მოწვევის საკრებულოების ფრაქციების ხარჯის ცვლილება წინა მოწვევის საკრებულოებთან შედარებით

graf3

აჭარის მუნიციპალიტეტებში, 2017 წლის მდგომარეობით, ჯამში 34 ფრაქცია იყო. მიმდინარე პერიოდში ფრაქციების რაოდენობა 6 ერთეულითაა შემცირებული. მიუხედავად ამისა, გაზრდილია თანამდებობის პირთა რაოდენობა, რაც გამოწვეულია საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნით. თუ 2017 წლის მონაცემებით, საკრებულოს თანამდებობის პირთა რიცხვი აჭარის მასშტაბით 77 იყო, ახლა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 102 თანამდებობის პირის შრომა ანაზღაურდება.

გრაფიკი 4: ფრაქციების და ფრაქციების თანამდებობის პირთა რაოდენობა აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში, მიმდინარე პერიოდი

graf4

რაც შეეხება საკრებულოების წევრების სრულ რაოდენობას, 2017 წლის მდგომარეობით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში 162 წევრი იყო, აქედან 77 - თანამდებობის პირი. მიმდინარე მონაცემებით კი საკრებულოებში სულ 164 წევრია, აქედან 102 ადამიანი თანამდებობას იკავებს და შრომის ანაზღაურებას იღებს.

გრაფიკი 5: აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების წინა მოწვევის საკრებულოების წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა და მათი პროცენტული შეფარდება

image005

გრაფიკი 6:აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიმდინარე მოწვევის საკრებულოების წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა და მათი პროცენტული შეფარდება

image006

2018 წლიდან ასევე გაიზარდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხო საკრებულოს ყველა თანამდებობის პირის (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე) 2017 წლის მონაცემებით არსებულ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და ყველა შემთხვევაში ეს მაჩვენებლები გაზრდილია.

ცხრილი 1:აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების წინა და მიმდინარე მოწვევის საკრებულოების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა

თანამდებობები წინა მოწვევა მიმდინარე მოწვევა
ბათუმი ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო ბათუმი ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო
საკრებულოს თავმჯდომარე 2 750 2 650 4 500 3 500
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2 350 1 700 3 400 2 200
კომისიის თავმჯდომარე 2 000 1 350 2 900 1 700
ფრაქციის თავმჯდომარე 2 000 1 350 2 900 1 700
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - - 2 000 1 200

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს. რაც შეეხება ფრაქციების რაოდენობას აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, მათი რაოდენობის შემცირების მიუხედავად, თანამდებობის პირთა რიცხვი, წინა პერიოდთან შედარებით, 32.46% არის გაზრდილი.

თეგები: