უნდა აიკრძალოს.
"Spice" სინთეზური კანაბინოიდებით გაჟღენთილი მცენარეული სუბსტანციებია. სინთეზური კანაბინოიდები განსხვავებულ სტრუქტურის მქონე ქიმიურ ნივთიერებებს წარმოადგენს. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციონალურად ტეტრა-კანაბიონიდის ანალოგიურია და ადამიანში კანაბინოიდის მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევენ, ამავდროულად სინთეზური კანაბინოიდები დაახლოებით 5-ჯერ უფრო ძლიერია. კანაბინოიდი ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკების სიაში JWH-ის ჯგუფებში შედის.
"Spice" - ის საქართველოში შემოტანა უმეტესად უცხოური ინტერნეტ-მაღაზიებით ხორციელდება. ის 3-5 გრამიან პაკეტებშია დაფასოებული. გამოწერისთვის საჭიროა მომხმარებელი უცხოური ინტერნეტ-მაღაზიის ვებგვერდზე დარეგისტრირდეს და შემდეგ ელექტრონული ბარათის მეშვეობით სასურველი პროდუქტი გამოიწეროს. ამანათების გადატანა კერძო კომპანიების მიერ ხორციელდება, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ამანათს სახლში მიიტანენ.
საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის XXXIII თავინარკოტიკულ დანაშაულებს ეხება, სადაც ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი ანალოგიის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა აკრძალულია და ისჯება კანონით.
საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსია I, II, III - ში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების დასახელება, სადაც მოხსენიებული არ არის "Spice" - ში შემავალი სუბსტანციები.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ნამდვილად არის თუ არა "Spice" აკრძალული აშშ-ში, რუსეთსა და ევროპაში.
2012 წლის 10 ივლისს, აშშ-ში პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ხელმოწერით ძალაში შევიდა სინთეტიკური ნარკოტიკის პრევენციის აქტი 2012,სადაც შესულია "Spice" - ში შემავალი ნივთიერებების ჩამონათვალი.
ევროპაში "Spice" აკრძალულია:
- ავსტრიაში 2008 წლის 18 დეკემბრიდან;
- გერმანიაში 2009 წლის 22 იანვრიდან;
- ფინეთში მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება;
- საფრანგეთში 2009 წლის 24 თებერვლიდან;
- ირლანდიაში 2010 წლიდან;
- ლატვიაში 2011 წლის 1 იანვრიდან;
- პოლონეთში 2009 წლის მაისიდან;
- რუმინეთში 2010 წლის 15 თებერვლიდან;
- სლოვაკეთი 2010 წლის იანვრიდან;
- შვედეთში 2009 წლის 30 ივლისიდან;
- დიდ ბრიტანეთში 2009 წლის დეკემბრიდან.
რუსეთის ფედერაციაში "Spice" - ის მოხმარება აიკრძალა.
ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნარკოტიკული საშუალების "Spice" - ის მოხმარება ყველგან აკრძალულია. დაზუსტებისთვის, აკრძალულია შემდეგი ნივთიერებები, რომლებიც შესაძლოა "Spice" ან სხვა ნაწარმი შეიცავდეს: JWH-18, JWH-073, HU-210, CP 47.497, C6, C8 და C9 ჰომოლოგია.
დასკვნასაქართველოს კანონმდებლობით "Spice" - ში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერებები ბრუნვიდან ამოღებული არ არის, ხოლო რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში აკრძალულია.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ თამაზ ავდალიანის განცხადება, რომ "Spice" რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში აკრძალულია, შეესაბამება სიმართლეს.