რეზიუმე: 2014
წლის აგვისტოდან გასული წლის ოქტომბრამდე, ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი, ხოლო 2017 წლის ოქტომბრიდან ამ მუნიციპალიტეტის მერია.
დედოფლისწყაროს მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოეწყო 9 სპორტული მოედანი, 5 სკვერი, 17 ლოკაციაზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ერთ საჭიდაო მოედანზე დასაშლელ-ასაწყობი კონსტრუქცია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პროექტებზე ჯამში 540 465 ათასი ლარი დაიხარჯა.
ანალიზი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა (4:25წუთიდან). მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში ათზე მეტი სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონი გაკეთდა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. იგი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან რეაბილიტირებული სპორტული მოედნების და გასართობი ატრაქციონების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ. აღნიშნული უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით, 2014-2017წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოეწყო 9 სპორტული მოედანი, 5 სკვერი, 17 ლოკაციაზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ერთ საჭიდაო მოედანზე დასაშლელ-ასაწყობი სცენა.
ცხრილი 1:საბავშვო გასართობი ატრაქციონების, სპორტული მოედნების და დარბაზების აშენება-რეაბილიტაციის პროექტების სტატისტიკა, 2014-2017 წლები
წელი | ობიექტების რაოდენობა | თანხა |
2014 | 6 | 141 443 |
2015 | 6 | 50 010 |
2016 | 6 | 144 943 |
2017 | 13 | 204 069 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2014 წელს სპორტულ-გასართობი სივრცეები, შემდეგ სოფლებში გაიხსნა: სოფელი ხორნაბუჯი - სკვერი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელი თავწყარო - სპორტული მოედანი; სოფელი გამარჯვება - ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი; სოფელი ხორნაბუჯი - ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი; ქალაქი დედოფლისწყარო - მინი სპორტული მოედანი; სოფელი ხორნაბუჯი - საბავშვო ატრაქციონების შეძენა - მონტაჟი.
2015წელს საბავშვო გასართობი ატრაქციონები და სპორტული მოედნები მოეწყო: სოფელი თავწყარო - საბავშვო გასართობი აიწონა - დაიწონას მონტაჟი; სოფელი არხილოსკალო - საჭიდაო მოედანზე დასაშლელ - ასაწყობი კონსტრუქციის/სცენის მონტაჟი; ქალაქი დედოფლისწყარო - მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; ქალაქი დედოფლისწყარო - საბავშვო გასართობი მოედანი; სოფელი ჭოეთი - საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელი სამრეკლო - სკვერისთვის გასართობი ატრაქციონის (სასრიალოს) შეძენა - მონტაჟი.
2016წელს განხორციელებული პროექტების სია ასე გამოიყურება: სოფელ სამრეკლოში სკვერი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელ არხილოსკალოში მინი სპორტული მოედანი და საბავშვო ბაღის გასართობი ატრაქციონები; ქალაქ დედოფლისწყაროში N3-ე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი-სპორტული მოედანი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელ ზემო ქედში - საბავშვო ბაღებში გასართობი ატრაქციონები; სოფელ ქვემო ქედში - საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
2017 წელს სპორტული და საბავშვო - გასართობი სივრცეები შემდეგ ლოკაციებზე მოეწყო: ქალაქი დედოფლისწყარო - ნიკორციხის ქუჩაზე ბავშთა გასართობი სკვერი და ატრაქციონები; სოფელი არბოშიკში - მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; სოფელი ხორნაბუჯი - საბავშვო გასართობი მოედანი; სოფელი არხილოსკალო - ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია; სოფელების - ოზაანის, გამარჯვების, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ზემო მაჩხაანის, სამთაწყაროს, ფიროსმანის - საბავშო ბაღებში ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი; ქალაქი დედოფლისწყარო - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოში სკვერის და საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელი ფიროსმანი - მინი სპორტული მოედანი.