• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დაანონსდა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა, მშენებლობის დაწყების თარიღი კი კვლავ უცნობია

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დაანონსდა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა, მშენებლობის დაწყების თარიღი კი კვლავ უცნობია

ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა

13/06/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საზოგადოებას, ჯერ კიდევ, 2016 წლის 30 დეკემბერს ამცნო. იმ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) დაფინანსებით, 47 კილომეტრიანი გზის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდებოდა, ხოლო მეორე ლოტით გათვალისწინებულ სამუშაოებს საქართველოს მთავრობა დააფინანსებდა.

2017 წლის სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში მყოფი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა. მსგავსი დაპირებები არაერთხელ გააჟღერა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემაც. მაგალითად, გასული წლის აგვისტოში ზურაბ პატარაძე ამბობდა: „ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით გზის მშენებლობაა. მომავალი სეზონისთვის უკვე ასფალტირებული გზა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და მეტი ადამიანი ამოვა ბეშუმში დასასვენებლად“. ამ განცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ხულოს მოსახლეობა უგზოობას უჩივის. ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელი საგზაო და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის გამო, მთის კურორტი ტურისტების ნაკლებობას განიცდის.

2017 წლის ბოლოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის  მონაკვეთზე სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. ცოტა ხნის წინ, იმავე სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძემაც გააჟღერა. აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფაქტ-მეტრს აცნობა, რომ ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი. ჩვენ ვცადეთ, დაგვეზუსტებინა, რომელ კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას სააგენტო და მის წარმომადგენელს ტელეფონით ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება, მანამდე კომპანიის სახელს არ გვეტყვის და ამ კითხვაზე პასუხს ვერც ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვის შემთხვევაში მივიღებთ.

ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. სტატიაში, დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ პროექტის ფარგლებში I კვარტალში უკვე გახარჯული იყო 193 950 ლარი, ხოლო II კვარტალში - 371 772 ლარი, თუმცა ინფორმაცია სამუშაოების ზუსტი გრაფიკის შესახებ არც გასულ წელს და არც ახლა არ მოგვაწოდა. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 1-ლი კვარტლის ანგარიშში კი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის I და II ლოტებთან დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიება გვხვდება:

 

ცხრილი 1: ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის I და II ლოტებთან დაკავშირებული ღონისძიებები, დაფინანსების წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტი

დასახელება ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, ლ გახარჯული თანხა 2018 წლის I კვარტალში, ლ გახარჯული თანხა ნაზარდი ჯამით 31. 03.2018 მდგომარეობით, ლ
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის (ლოტი II) მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის განახლების მომსახურება       16. 01. 2017 –        10. 04. 2017        70 000 0.00 63 000
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I) განსახლების სამოქმედო გეგმის განახლების მომსახურება       16.08.2016       212 450 21 450 212 450
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის I და II ლოტებთან დაკავშირებული რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციისთვის მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის განახლების მომსახურება        29.09.2016        5000 0.00 436 500

წყარო: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

თუ ზემოთ მოყვანილი ცხრილით ვიმსჯელებთ, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადები, სამივე ღონისძიების შემთხვევაში, დარღვეულია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. ფაქტ-მეტრის შარშანდელ კვლევაში აღვნიშნეთ, რომ პროექტის მთლიანი ღირებულება, როგორც მაშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებდა, დაახლოებით 100 მლნ ლარი იყო, ხოლო ხანგრძლივობა - ორი წელი. ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, ოთხპუნქტიანი გეგმის, ერთ-ერთი მიმართულების, ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია და ამ გზის მშენებლობის დაწყების შესახებ განცხადებას ხელისუფლება 2016 წლიდან პერმანენტულად აკეთებს, დაახლოებით, ერთწლიანი შუალედებით. მშენებლობის დაწყების ზუსტი დრო კი კვლავაც გაურკვეველია.

ჩვენ აღნიშნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს მომავალშიც დავაკვირდებით და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა