წლებში, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მშობიარობის და საკეისრო კვეთის 205 290 შემთხვევა დაფინანსდა. სახელმწიფოს მიერ გაწეულმა ხარჯმა კი 125 049 253 ლარი შეადგინა. 2018 წლის იანვარ-მარტში მშობიარობის და საკეისრო კვეთის 21 070 შემთხვევა დაფინანსდა. აპრილ-მაისის მონაცემები ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული.
2013წლის 1 ივლისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა მოქალაქეს უფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით.
2014წელს, ასევე, ამოქმედდა ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ორსულთა ფოლიუმის მჟავით და საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ანალიზიპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „2014 წლის მაისიდან ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმის მჟავა, ხოლო რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულებს - რკინის შემცველი პრეპარატები. მშობიარობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ - 2013 წლიდან დღემდე, დაფინანსდა 200 ათასზე მეტი მშობიარობა, უფრო ზუსტად - 235 ათასი“.
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისიდან ფინანსდება. მშობიარობის და საკეისრო კვეთის დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ერთადერთი კომპონენტია, რომელიც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება (მათ შორის, მაღალშემოსავლიან და კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებზეც). პროგრამის ფარგლებში ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით ფინანსდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, 2013-2017 წლებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მშობიარობის და საკეისრო კვეთის 205 290 შემთხვევა დაფინანსდა. 2013-2017 წლებში მშობიარობისა და საკეისრო კვეთისთვის გაწეულმა ხარჯმა 125 049 253 ლარი შეადგინა.
ცხრილი 1:
მშობიარობის და საკეისრო კვეთის ანაზღაურებული შემთხვევების რაოდენობა 2013-2017 წლებში
პერიოდი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | სულ |
მშობიარობა (ანაზღაურებული შემთხვევების რაოდენობა) | 12 464 | 29 369 | 29 268 | 27 173 | 22 339 | 120 613 |
საკეისრო კვეთა (ანაზღაურებული შემთხვევების რაოდენობა) | 6 712 | 18 789 | 20 891 | 21 112 | 17 173 | 84 677 |
რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს (მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემთხვევების რაოდენობასა და მასზე გაწეულ ხარჯს), სოციალური მომსახურების სააგენტომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ 2018 წლის მონაცემები, ჯერჯერობით, არ იყო დამუშავებული, რადგან კლინიკებისთვის მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯების ანაზღაურება მოგვიანებით ხდება.
თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია სტატისტიკური მონაცემები,რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაფინანსდა მშობიარობის და საკეისრო კვეთის 21 070 შემთხვევა. რაც შეეხება ხარჯს, ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში კლინიკების მიერ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ ნაწილია ანაზღაურებული, ხოლო თებერვალ-მარტში მშობიარობისა და საკეისრო კომპონენტის ფარგლებში კლინიკებისთვის თანხა ჯერ არ გადაურიცხავთ.
დიმიტრი ხუნდაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამა 2014 წელს ამოქმედდა. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გულისხმობს, ყველა ორსულის უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით, ორსულობის 13 კვირამდე. რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის შემთხვევაში, ორსულთა უზრუნველყოფას რკინის პრეპარატებით, ორსულობის 26 კვირიდან. პროგრამით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ყველა ორსულ მოქალაქეს.