ვერდიქტი: ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2013-2016

წლებში, Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს აბსოლუტური ქულა, ისევე როგორც რეიტინგში ადგილი, ძირითადად, სტაბილურია. 2017 წელს საქართველოს აბსოლუტური ქულა მკვეთრად გაუმჯობესდა, რამაც ჩვენი ქვეყანა რეიტინგში მე-13 ადგილზე გადაიყვანა. 2018 წელს, ქულის უმნიშვნელო ზრდის მიუხედავად, რეიტინგში სამი საფეხურით დავქვეითდით.

რაც შეეხება აღნიშნული რეიტინგის ცალკეულ პუნქტებს, რომლებზეც პოლიტიკოსმა ისაუბრა. საგადასახადო ტვირთის შემთხვევაში 2018 წელს ქულა 87.3-დან 87 მდე შემცირდა, თუმცა რეიტინგში საქართველომ 36-დან 34-ე ადგილზე (სხვა ქვეყნების უფრო შესამჩნევი რეგრესის ხარჯზე) გადაინაცვლა. ბიზნესის თავისუფლების კომპონენტების შემთხვევაშიც, შემცირდა აბსოლუტური ქულა (87.2-დან 86.9-მდე), მაგრამ, აქაც, რეიტინგში წინსვლამ სამი ადგილი შეადგინა და საქართველო მე-13 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ტვირთზე, როგორც ცალკე აღებულ კომპონენტზე, მონაცემები მხოლოდ 2017-2018 წლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ ნაწილში, აბსოლუტური ქულა უარესდება (75.3-დან 73.3-მდე) 2016-2018 წლების მანძილზე, რაც რეიტინგში 67-დან 72 პოზიციამდე დაქვეითებაში აისახა. ფისკალური თავისუფლების/სიჯანსაღის თვალსაზრისით 2017 წელს მკვეთრი ზრდის შემდგომ შემცირდა აბსოლუტური ქულა (93.5-დან 91.8-მდე), რაც რეიტინგში ოთხი ადგილის კარგვაში აისახა და ამჟამად საქართველო 44-ე ადგილს იკავებს.

ამდენად, დასახელებული კომპონენტებიდან ოთხივეში, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველომ აბსოლუტური ქულა გაიუარესა. მთავრობის ხარჯებისა და ფისკალური სიჯანსაღის შემთხვევაში, აბსოლუტურ ქულასთან ერთად, გაუარესდა რეიტინგში პოზიციაც. ბიზნესის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის შემთხვევაში კი, ქულის კლების მიუხედავად, რეიტინგში წინსვლა (სხვა ქვეყნების რეგრესის ხარჯზე) დაფიქსირდა.

ანალიზი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა:

„სულ ერთი თვის წინ Heritage Foundation-მა [მთავრობას] შეგახსენათ, რომ საქართველომ დაკარგა პოზიციები და კლება ჰქონდა წინა წლებთან შედარებით ისეთ პუნქტებში, როგორებიცაა მთავრობის ხარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური სიჯანსაღე, ბიზნესის თავისუფლება. ამ ყველაფერში საქართველომ დაკარგა პოზიციები“.

Heritage Foundation 1973 წელს დაარსებული, კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლებისთვის მიწოდებაა. 1995 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული ორგანიზაცია, ყოველწლიურად, 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული: კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება); მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი); რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება); ბაზრის ღიაობა (

ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება). თითოეული პარამეტრი 100 ქულიანი შკალით ფასდება (0 – ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 – ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე) და შედეგები პროცენტებში გამოისახება. აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მისაღებად  თითოეულ კომპონენტს, თუ ქვე-კომპონენტს, თანაბარი წონა გააჩნია და არცერთი მათაგნი არ არის უპირატესი.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველოს პოზიცია რეიტინგში, 2013-2016 წლებში, სტაბილურობით ხასიათდებოდა (21-23 ადგილი). 2017 წელს საქართველო მე-13 ადგილამდე დაწინაურდა. 2018 წლის ანგარიშის შესაბამისად კი, აბსოლუტური ქულა უმნიშვნელოდ, 76-დან 76.2-მდე გაიზარდა, თუმცა სხვა ქვეყნების შედეგების გათვალისწინებით, მე-16 ადგილამდე დავქვეითდით. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი რამდენიმე კომპონენტის ცვლილების ერთობლიობით ყალიბდება. დასახელებული მაჩვენებლები სწორედ მოცემული კომპონენტების ნაწილია. თითოეული მათგანის ცვლილების ტენდენციას გრაფიკი 1 ასახავს.

   გრაფიკი 1:

საქართველო Heritage Foundation-ის რეიტინგში

image001 წყარო: Heritage Foundation

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ცალკეული კომპონენტებია დეპუტატის მიერ დასახელებული მაჩვენებლები. ბიზნესის თავისუფლების

თვალსაზრისით აბსოლუტური ქულის ცვლილებას გამოკვეთილი ტენდენცია არ ჰქონია, თუმცა სხვა ქვეყნების მაჩვენებელთა ცვლილების შედეგად, 2012-2018 წლებში, რეიტინგში წინსვლამ 10 საფეხური შეადგინა. უშუალოდ 2018 წელს კი, აბსოლუტური ქულა 0.3-ით 86.9-მდე შემცირდა, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, რეიტინგში წინსვლამ სამი ადგილი შეადგინა. დაფიქსირებული მე-13 ადგილი საუკეთესოა მთელ პერიოდზე, აბსოლუტური ქულით კი საუკეთესო მაჩვენებელი (90.6) საქართველოს 2013 წელს ჰქონდა.

საგადასახადო ტვირთის

შესახებ მონაცემი მხოლოდ 2017-2018 წლების ანგარიშებშია ასახული. საქართველოს სარეიტინგო ქულა წლის მანძილზე 87.3-დან 87-მდე შემცირდა, თუმცა რეიტინგში საქართველომ ორი საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 34-ე ადგილზეა.

მთავრობის ხარჯების

ნაწილში აბსოლუტური ქულა ზრდის ტენდენციით ხასიათდება 2012-2016 წლებში, ბოლო ორი წლის მანძილზე კი იკლებს და 73.3 ქულამდეა შემცირებული. მოცემულ ნაწილში რეიტინგში ადგილის თვალსაზრისით, საუკეთესო პოზიცია (67) 2016 წელს ფიქსირდება, 2018 წლისთვის კი, საქართველო 72 ადგილზე იმყოფება.

ფისკალური სიჯანსაღე/თავისუფლების შესაბამისი აბსოლუტური ქულის არსებითი ცვლილება არ შეინიშნება 2012-2016 წლებში (87.2-88.2). 2017 წელს ქულა მკვეთრად გაიზარდა 93.5-მდე, 2018 წელს კი 91.8-მდე შემცირდა. რეიტინგში ადგილის თვალსაზრისით საუკეთესო პოზიცია (33) საქართველოს 2012 და 2015 წლებში ეკავა. 2016-2018 წლებში, საქართველო კარგავდა პოზიციებს და საბოლოო ანგარიშის(2018) შესაბამისად, 44-ე ადგილზე იმყოფება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია