იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2013-2017

წლებში, კახეთის რეგიონში, 6 საბავშვო ბაღი აშენდა. ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებისგან განსხვავებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ მონაცემებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, სოფელ წინანდალში და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში აშენებული საბავშვო ბაღების შესახებ არაფერი წერია (თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა აშენებული ბაღების რაოდენობა, თითქმის, სწორად დაასახელა). ახალი ბაღების მშენებლობაზე 1 678 979 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში არა 127, არამედ 75 სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც 6 951 680 მილონი ლარი დაიხარჯა. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, კახეთის რეგიონში 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ანალიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც გაამახვილა. მისი თქმით:

„ახალი საბავშვო ბაღები აშენდა - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, სოფელ წინანდალში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში და ქალაქ ყვარელში. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 127 საბავშვო ბაღს, პროექტების ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, 2013-2017

წლებში (როგორც რეგიონული განვითარების ფონდის, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით) 75 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება რეაბილიტირდა, 6 - აშენდა.

სამინისტროს ცნობით, საბავშვო ბაღები აშენდა: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, ყვარელში (ბოგირის ტერიტორიაზე) და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანსა და ბოდბისხევში. ჯამში - 6 საბავშვო ბაღი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბაღების რეაბილიტაციაზე 6 951 680 ლარი, მშენებლობებზე კი 1 678 979 ლარი დაიხარჯა, რაც ჯამში 8 630 659 მილიონ ლარს შეადგენს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით კი, პროექტებზე 9 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ გულისხმობდა პრემიერი მომავალ წლებში განსახორციელებელ პროექტებზე დასახარჯ თანხებსაც. შესაბამისი კითხვით ფაქტ-მეტრმა პრემიერის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ცხრილი 1:

რეაბილიტირებული საბავშვო ბაღების სტატისტიკა, 2013-2017 წლები

წელი საბავშვო ბაღების რაოდენობა თანხა
2013 7 56 125
2014 5 224 737
2015 25 2 510 048
2016 21 1 736 835
2017 17 2 423 935

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3138 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი