• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საპრეზიდენტო მოხსენება - დრო როდესაც პარლამენტის რეგლამენტის დაცვა პრიორიტეტული ხდება

საპრეზიდენტო მოხსენება - დრო როდესაც პარლამენტის რეგლამენტის დაცვა პრიორიტეტული ხდება

2018 წლის 2 მაისს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ქვეყნის

04/05/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2018 წლის 2 მაისს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საკანონმდებლო ორგანოს ბოლო, ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა.

 

პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი ბიუროს სხდომაზე, ჯერ კიდევ, 30 აპრილს დამტკიცდა და ის პრეზიდენტის დებატებში ჩართვას არ ითვალისწინებდა. მართალია, აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას შენიშვნები არ გამოუთქვამს, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა, უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას, ფორმატის შეცვლა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა მოითხოვა, პარლამენტის თავმჯდომარის უარით განაწყენებულმა კი, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა.

 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის მოთხოვნა სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელია და მისი დაკმაყოფილება რეგლამენტის დარღვევას გამოიწვევდა. ამ პოზიციის მიუხედავად მან (ამ დროისთვის პრეზიდენტი სხდომას აღარ ესწრებოდა) რეგლამენტიდან გადახვევისა და პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა დეპუტატთა რიგებში ამ გადაწყვეტილების მომხრეთა საკმარისი რაოდენობა არ აღმოჩნდა. შესაბამისად, სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატითა და  პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.

 

საინტერესოა, რამდენად გამოიწვევდა საგამონაკლისო წესით პრეზიდენტისთვის დებატებში მონაწილეობის უზრუნველყოფა რეგლამენტის დარღვევას და რამდენად პრინციპული იყო დეპუტატების მხრიდან მისი ზედმიწევნით დაცვა.

 

პარლამენტის რეგლამენტის 35-ე თავი, რომელიც პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობას არეგულირებს, მხოლოდ, ერთი მუხლისგან შედგება (მუხლი 200), პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომის ორი ფორმატით წარმართვის შესაძლებელობას იძლევა - ფრაქციების გამოსვლების ან დებატების ფორმატით. თუმცა, არც აღნიშნული მუხლი და არც დებატების გამართვის წესის მარგულირებელი ზოგადი ნორმა (მუხლი 136) კონკრეტულად პრეზიდენტის მოხსენების დროს პოლიტიკური დებატების წარმართვის შესახებ დეტალურ პროცედურას არ ადგენს. კერძოდ, რეგლამენტით არ არის განსაზღვრული, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი პოლიტიკური დებატების დროს წამოჭრილ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ განმარტებების გაკეთება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტისთვის დებატებში მონაწილეობის შეზღუდვის საპირწონეს მისთვის შემაჯამებელი სიტყვის მიცემა წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი არც დასკვნითი სიტყვის წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს. შესაბამისად, ცხადია, რომ დასკვნითი სიტყვით უზრუნველყოფა არა რეგლამენტის სიტყვა-სიტყვით წაკითხვიდან გამომდინარე უფლება, არამედ პროცესის ეფექტიანობის მიზნით დამკვიდრებული პრაქტიკაა.

 

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შექმნილი უხერხულობის თავიდან აცილება თავისუფლად იყო შესაძლებელი, თუმცა ამის მცდელობა არც პრეზიდენტს ჰქონდა, რომელმაც მხოლოდ სხდომის მიმდინარეობის დროს გამოთქვა ფორმატთან დაკავშირებით პრობლემები (ბიუროს მიერ დადგენილი ფორმატი პრეზიდენტს არ გაუპროტესტებია) და არც პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძეს არც დაუმალავს, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით რეგლამენტიდან გადახვევა ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა, თუმცა სანამ პროცესმა რადიკალური ფორმა არ მიიღო, განსხვავებული წესის დადგენის შესაძლებლობა არც განუხილავს. ხოლო, მოგვიანებით, მართალია ფორმატის შეცვლის საკითხი კენჭისყრაზე  დააყენა, თუმცა, კითხვის ფორმულირებიდანაც იგრძნობოდა, რომ შეთავაზებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდა და ის კომპრომისის მიღწევისკენ არ იყო მიმართული. კერძოდ, დეპუტატებს პასუხი შემდეგ კითხვაზე უნდა გაეცათ: „ხართ თუ არა მომხრე, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას გამართულ დებატებზე, დადგენილებისგან განსხვავებით, პრეზიდენტს მიეცეს დებატებში რეგულარულად ჩართვის საშუალება?“ პრეზიდენტის რეგულარულად ჩართვის პირობებში პროცესი, დიდი ალბათობით, უმართავი გახდებოდა, რასაც არც თავად თავმჯდომარე და არც დარბაზში მყოფი დეპუტატების უმრავლესობა უჭერდა მხარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროცესისთვის შედარებით კონსტრუქციული სახის მიცემის მიზნით, სხდომაზე არაერთი შეთავაზება გაჟღერდა. მათ შორის, დასკვნითი სიტყვისთვს განკუთვნილი დროის რამდენიმე ნაწილად გაყოფა და  ამ გზით დებატებში პრეზიდენტის პერიოდულად ჩართულობის შესაძლებლობის მიცემა.

 

მთელ ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას პარლამენტის რეგლამენტის დასაცავად უმრავლესობის დეპუტატთა უპრეცედენტო მობილიზება იპყრობს, მაშინ როცა, წლების განმავლობაში, პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული პირების (მთავრობის წევრები) გამოუცხადებლობით არა მხოლოდ უხეშად ირღვევა რეგლამენტი, არამედ მისი აბსოლუტური უგულებელყოფა ხდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია აღნიშნულ თემაზე).

თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა