წლის თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 864 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 224 მლნ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 640 მლნ იმპორტზე მოდის. ამდენად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 25%-ით, ხოლო იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი, თუმცა, აღნიშნული სხვაობა ზრდის ტემპში წმინდა ექსპორტის ზრდისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.5%-ით გაუარესდა.
2018წლის თებერვალში წმინდა ფულადი გზავნილების ოდენობამ 95 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემს 20.6%-ით აღემატება. 27%-ით იმატა საქართველოში შემოსული ტურისტების ნაკადმაც და 177 ათას ადამიანს მიაღწია, რაც ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 40%-ია. 2018 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ტურისტთა გაზრდილი ნაკადის პირობებში, სავარაუდოა, რომ შემოსავლების ცვლილებასაც დადებითი ტენდენცია ექნება.
სრულყოფილი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული პარამეტრების განხილვა შესაბამისი პერიოდის მშპ-თან მიმართებაში, თუმცა ცალკეული მონაცემები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, გიორგი კვირიკაშვილი დასახელებულ მონაცემებზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ხსენებული პოზიტიური ცვლილებები ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენის მატარებელია, რაც სიმართლეს შეესაბამება, გამონაკლისს წარმოადგენს ფულადი გზავნილები რომლის წმინდა ეფექტი ეკონომიკის ზრდაზე ცალსახა არ არის.
ანალიზი მიმდინარე წლის 4 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:„2018 წლის თებერვალში პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, 2018 წლის თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, იმპორტი 8.7%-ით. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. ზრდის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, 20.6%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი“.
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5% შეადგინა, რაც იანვრის თვის მაჩვენებელს 1.1% პუნქტით აღემატება, იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის საშუალო ნიშნული კი 4.9%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, კომუნალურ, სოციალურ, პერსონალურ მომსახურებაში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და ვაჭრობაში. 2018წლის თებერვალში დადებითია საგარეო ვაჭრობის მონაცემების ცვლილების ტენდენცია. თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (ექსპორტისა და იმპორტის ჯამმა) 863.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 21%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 223.7 მლნ, ხოლო იმპორტი 640.7 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის თებერვლის ნიშნულებს შესაბამისად 25%-ითა და 9%-ით აღემატება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექსპორტისა და იპორტის ზრდის ტემპებს შორის განსხვავება, გასული პერიოდის შესაბამის მონაცემთან შედარებით, წმინდა ექსპორტის (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) გასაზრდელად საკმარისი არ აღმოჩნდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.5%-ით გაუარესდა (2017 წლის თებერვალში ანალოგიური მაჩვენებლის გაუარესება 12%-მდე იყო).
2018წლის თებერვალში ტოპ იმპორტული საქონელი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები და სამკურნალო საშუალებები. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში პროდუქციის ყველაზე მეტი იმპორტი თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩინეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
2018წლის თებერვალი საექსპორტო პროდუქციის ხუთეულში სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, ღვინოები და სასუქები. აქედან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 63%-ით გაიზარდა სპილენძის მადნის ექსპორტი. 4-ჯერ მოიმატა სასუქის ექსპორტმა, ხოლო 162%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (რეექსპორტი).
ცხრილი 1:საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა 2016-2018 წლების იანვარ-თებერვალში
2016 | 2017 | 2018 | ||||||||
აბს. რიცხვი (მლნ დოლარი) | ზრდა (%) | აბს. რიცხვი | ზრდა | აბს. რიცხვი | ზრდა | |||||
ექსპორტი | იანვარი | 122,2 | -21% | 176,8 | 45% | 222,7 | 26% | |||
თებერვალი | 158,4 | -5% | 178,9 | 13% | 223,7 | 25% | ||||
იმპორტი | იანვარი | 411,9 | -24% | 502,6 | 22% | 597,0 | 19% | |||
თებერვალი | 524,2 | -10% | 589 | 12% | 640,0 | 9% | ||||
სავაჭრო ბრუნვა | იანვარი | 534,1 | -23% | 679,4 | 27% | 819,8 | 21% | |||
თებერვალი | 682,6 | -9% | 767,9 | 12% | 863,7 | 12% |
სხვა დასახელებული მაჩვენებლებისაგან განსხვავებით ცალსახა არაა ფულადი გზავნილების გავლენა მშპ-ის ზრდაზე. განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში აღნიშნულ ნაკადების სოციალური ეფექტი მეტად არის გამოკვეთილი ვიდრე მისი უნარი - წაახალისოს ეკონომიკა. როგორც წესი ეკონომიკურ ზრდაზე რა გავლენის მატარებელია ფულადი გზავნილები დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იხარჯება ეს სახსრები. აღნიშნული გავლენის ანალიზი სცდება მოცემული სტატიის ფარგლებს, თუმცა ფულადი გზავნილების ძირითადი ნაკადები სავარაუდოა მოხმარებას ზრდიდეს. საქართელოს მოხმარებაში იმპორტის მაღალი წილის გათვალისწინებით კი ადგილობრივი მოთხოვნის წახალისება იმპორტის ზრდას განაპირობებს.
2018 წლის თებერვალში წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებლმასაქართველოში 95 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 20.6%-ით აღემატება. აღნიშნული ზრდა გასული ერთი წლის ზრდის საშულო ტენდენციას ემთხვევა და ყველაზე მაღალი მონაცემი არ არის. ამ მხრივ გამორჩეული იყო იანვრის თვის ნიშნული, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში თებერვლის თვის მაჩვენებელს მცირედით ჩამოუვარდებოდა, თუმცა გასული წლის შესაბამისი პერიოდის წმინდა ფულადი გზავნილების ოდენობას 34.7%-ით აღემატებოდა. 2018 წლის თებერვლის თვის წმინდა გზავნილების სტატისტიკიდან გადმორიცხული თანხის რაოდენობა 114 მლნ დოლარი იყო, ხოლო 19 მლნ დოლარი გადარიცხული თანხის მოცულობამ შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკაში, თებერვლის თვეში, გასული თვეების მსგავსად, ლიდერობს რუსეთი. მიუხედავად ამისა, 2018 წლის თებერვლის თვის მთლიანი გზავნილების რაოდენობაში რუსეთთან ფულადი გზავნილების წილი 29%-ია, რასაც 6% პუნქტით აღემატება ევროკავშირთან ფულადი გზავნილების წილი და 35%-ს შეადგენს. გრაფიკი 1:წმინდა ფულადი გზავნილები (მლნ დოლარი, %)
წყარო: ეროვნული ბანკი2018 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 441 ათასი შეადგინა, აქედან ტურისტების[1]
რაოდენობა 40%-ია და 177 ათასს უტოლდება, რაც თავის მხრივ, 27%-ით აღემატება 2017 წლის თებერვლის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია, 2018 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალის ზრდა ვივარაუდოთ, ამ პერიოდში შემოსული ტურისტების გაზრდილი ნაკადის ფონზე, რაც ასევე დადებითად აისახებოდა შესაბამისი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლზე.
საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების მონაცემების რეალური სიდიდის შესაფასებლად ამ მაჩვენებლების მხოლოდ აბსოლუტურ რიცხვებში განხილვა და შედარება საკმარისი არ არის და არსებითია მათი განხილვა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. თუმცა, ამ სტატიაში მოცემული ანალიზი ამგვარი მიდგომით ვერ განხორციელდება, რადგან ამ ეტაპზე 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის რიცხობრივი ნიშნული ხელმისაწვდომი არ არის.
[1] ტურისტად მიიჩნევა ისეთი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში 24 საათსა და მეტს გაატარებს.