ვერდიქტი: ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რეზიუმე: 2017

წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 6.7% შეადგინა. ფასების ზრდა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით, მათ შორის აქციზის განაკვეთის ზრდით.

2018

წლის იანვრის ინფლაცია გარკვეულწილად კომუნალური გადასახადების განაკვეთის მატებამ გამოიწვია. მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდასაც, რაც, თავის მხრივ, ლარის კურსის დაცემის ეფექტია.

2018

წლის იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი დაგეგმილზე მეტი იყო, თუმცა მისი შედარება ბიუჯეტში მოცემული ინფლაციის ნიშნულთან ტექნიკურად არ არის მართებული. ამ შემთხვევაში შესადარებელი სიდიდეები სხვადასხვა პერიოდების (განსხვავებული თვის ან საშუალო პერიოდის) მაჩვენებლებია, რაც მდგომარეობის შესაფასებლად არ გამოგვადგება.

  ანალიზი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა:

„მძიმე იყო ფასების ზრდა 2017 წელს, რაც პირდაპირი შედეგი იყო, როცა თქვენ დიზელზე და ბენზინზე აქციზი გაზარდეთ. ახლა დენის ტარიფის, გაზის ტარიფის ზრდა კვლავ ხელს უწყობს იმას, რომ წელსაც, ჯერჯერობით მაღალია ინფლაცია, და იმაზე მაღალია, ვიდრე დაგეგმეთ, 3% დაგეგმეთ ბიუჯეტში, მაგრამ 4.3% იყო ფასების ზრდა იანვარში“.

სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა, ინფლაცია, მომსახურებასა და საქონელზე ფასების ზრდას გამოხატავს. სამომხმარებლო ფასების ცვლილების მაჩვენებლებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ინფლაციამ 6.7% შეადგინა. 2017 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 4%-იან ზღვარს აჭარბებდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაციის დონემ 3.5%-4%-იან ნიშნულში უნდა იმერყეოს, ხოლო წლის ბოლოსთვის 3%-მდე დასტაბილურდეს. 2018 წლის ბიუჯეტში

პერიოდის ბოლოს ინფლაციის ნიშნულად განსაზღვრულია 3%, ხოლო პერიოდის საშუალო მაჩვენებლად 3.5%.

  გრაფიკი 1:

წლიური ინფლაციის პროგნოზი

image001 წყარო: ეროვნული ბანკი

გასულ წელს წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი დიდწილად განპირობებული იყო ერთჯერადი ფაქტორებით. მათგან მნიშვნელოვანი იყო 1-ლი იანვრიდან გაზრდილი აქციზის განაკვეთი, რამაც წლიური ინფლაციის ნიშნული დაახლოებით 3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. კერძოდ, 2017 წლის ინფლაციის მაჩვენებელი გამოწვეული იყო ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+1.12% პუნქტი), ასევე ტრანსპორტის მომსახურებაზე (დიდწილად საწვავზე) (+1.94% პუნქტი) ფასების ზრდით. ინფლაციის ნიშნულზე გავლენა ჰქონდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებასა და ზაფხულის ბოლოდან საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდასაც. 2017

წლის დეკემბრის წლიური ინფლაციის ნიშნული დაგეგმილთან შედარებით ოდნავ მაღალი იყო. ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ ფაქტის ერთ-ერთი მიზეზი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება აღმოჩნდა, რამაც იმპორტი გააძვირა და, შესაბამისად, ქვეყანაში პროდუქციაზე ფასები გაზარდა. აღნიშნული ეფექტები მომდევნო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებელში ეტაპობრივად აღარ აისახება და მისი ეფექტი თანდათან დაიკლებს, თუმცა არა ერთბაშად. შედეგად, 2018 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.3%-მდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის პროგნოზს მცირედით (0.3% პუნქტით) აღემატება.

როგორც ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით, ფასები ყველაზე მეტად ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე გაიზარდა (11.5%), საყურადღებოდ გაძვირდა ტრანსპორტის მომსახურება (6.6%), ჯანმრთელობის დაცვა (6.4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (4.7%). იანვრის ინფლაცია ყველაზე მნიშვნელოვნად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების მატებამ გაზარდა, რადგან ამ ჯგუფს სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მაღალი წონა (30.3%) აქვს.

2018

წლის იანვრის წლიურ ინფლაციაზე გავლენა იქონია საცხოვრებელზე, წყალზე, ელ. ენერგიასა და აირზე ფასების მატებამაც. ამ სასაქონლო ჯგუფზე ფასები 4.3%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად, 2017 წლის ბოლოდან ელექტრო ენერგიაზე გაზრდილმა ტარიფებმა გამოიწვია. 2017 წლის დასასრულიდან დენი თბილისში დაახლოებით 1.5 და რეგიონებში 1.28 თეთრით გაძვირდა.

ცხრილი 1:

სასაქონლო ჯგუფების წვლილი იანვრის თვის წლიურ ინფლაციაში

ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 11.5%
ტრანსპორტი 6.6%
ჯანმრთელობის დაცვა 6.4%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 4.7%
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი 4.2%
წყარო: საქსტატი

საქსტატის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია თებერვლის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც 2.7%-ს შეადგენს. ეს მონაცემი ეროვნული ბანკის საპროგნოზო შუალედზე ნაკლებია, რაც მოლოდინს აჩენს, რომ საქართველოში პერიოდის ბოლოს (2018 წლის ბოლოს) ფასების ზრდის ნიშნული ნავარაუდევი 3%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი