-
საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელია პარლამენტში და მას აქვს მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლება
ვერდიქტი: რატი იონათამიშვილის განცხადება არის ტყუილი, ანა ნაცვლიშვილის...
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლიაVS
-
საჯარო მოხელეს [ანა ნაცვლიშვილი] არ აქვს უფლება და ძალიან ბევრს ბედავს, როდესაც პარლამენტზე საუბრობს, რომ მან მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება
საქართველოს კანონის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია09/03/2018ნახვა 4958
ვერდიქტი: რატი იონათამიშვილის განცხადება არისტყუილი,ანა ნაცვლიშვილის განცხადება-სიმართლე.
რეზიუმე: „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში. საპარლამენტო მდივნის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა პარლამენტის წინაშე, უნდა მივიჩნიოთ პრეზიდენტის პოზიციად, თუ საპარლამენტო მდივანი არ გააკეთებს წინასწარ დათქმას, რომ სიტყვა, რომელსაც ამბობს, მისი პირადი და არა პრეზიდენტის პოზიციაა. ანა ნაცვლიშვილს ეს დათქმა არ გაუკეთებია. გარდა ამისა, არ არსებობს კანონი, რომელიც მსგავსი სახის განცხადებაზე შეზღუდვას უწესებს პირს, იმის მიუხედავად, საჯარო მოსამსახურეა ის თუ სხვა რაიმე თანამდებობრივი რანგის წარმომადგენელი.
ანალიზი
პარლამენტის სხდომაზე, „მაუწყებლის შესახებ კანონის“ განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ უპასუხისმგებლობაა, როდესაც ფუჭდება რაღაც და ეს ხდება ევროკავშირის სახელით. ნაცვლიშვილის ამ განცხადებას, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა: „საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება და ძალიან ბევრს ბედავს როდესაც პარლამენტზე საუბრობს, რომ მან მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“. ჟურნალისტის მითითებაზე, რომ პარლამენტის წევრები და მინისტრები ხშირად შეუსაბამო ციტატებით მოიხსენიებენ პრეზიდენტს, იონათამიშვილმა უპასუხა: „როდესაც პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებებს, მას განცხადების ფორმატში აქვს მეტი თავისუფლება, ვიდრე საჯარო მოხელეს. საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულია და პარლამენტის წევრის, დეპუტატის სხვა კატეგორიას განეკუთვნება. რაც შეეხება მინისტრს, მინისტრი პირველ რიგში არის პოლიტიკური ფიგურა. პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ადამიანი. ის სარგებლობს პოლიტიკოსისთვის მინიჭებული მანდატით“.
იმავე გადაცემაში რატი იონათამიშვილის განცხადებებს ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა: „საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში და პრეზიდენტი რომ არის პოლიტიკური ფიგურა, მე მგონი, ამაზე მაინც კამათი არ იქნება“.
საქართველოს კანონის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა პარლამენტის წინაშე, აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ პრეზიდენტის პოზიციად, თუ საპარლამენტო მდივანი არ გააკეთებს წინასწარ დათქმას, რომ სიტყვა, რომელსაც ამბობს მისი პირადი და არა პრეზიდენტის პოზიციაა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონკრეტული სიტყვით გამოსვლისას ნაცვლიშვილს მსგავსი დათქმა არ გაუკეთებია, უნდა მივიჩნიოთ, რომ მან პრეზიდენტის დამოკიდებულება გააჟღერა, რის უფლებასაც კანონი ცალსახად ანიჭებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი ჩამოთვლის იმ პირთა სიას, რომლებზედაც არ ვცელდება ამ კანონის მოქმედება, მათ შორის არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც. „პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება: ... საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა და მათ მოადგილეებზე“. ეს ჩანაწერი გულისხმობს, რომ ყველა ის წესი, რომელსაც ეს კანონი განუსაზღვრავს საჯარო მოხელეებს, არ ვრცელდება საპარლამენტო მდივანზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანა ნაცვლიშვილზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პირი არ არის საჯარო მოხელე. საჯარო მოხელეა ის პირიც, ვისზეც ვრცელდება ეს კანონი და ისიც ვისზეც არ ვცელდება. თუმცა, ვისზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ისინი არ ექვემდებარებიან ამ კანონით დაწესებულ შეზღუდვებს.
საკითხში უკეთ გასარკვევად ფაქტ-მეტრი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, საჯარო მოხელეა ყველა ის პირი ვისზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, აგრეთვე, ის პოლიტიკური თანამდებობის თუ თანამდებობის პირები ვისზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, თუმცა იკავებენ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს. მისივე თქმით, არ მოიძებნება კანონი, რომელიც საჯარო მოხელეს აზრის ამგვარი დაფიქსირების საშუალებას შეუზღუდავს. გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილი არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პარლამენტში მას აქვს უფლება ისაუბროს პრეზიდენტის სახელით. თუ ის არ იტყვის, რომ რაღაც განცხადება მისი პირადი მოსაზრებაა, ავტომატურად მისი ნათქვამი უნდა მივიღოთ, როგორც პრეზიდენტის პოზიცია.
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
ყველა სტატია-
დაფინანსება რომ ყოველთვის ინტერესს ატარე
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
[უცხოური დაფინანსების] პროცენტული მაჩვენ
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღა
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა