მიმდინარე წლის 7 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშავილმა სასამართლო სისტემის თავისუფლებაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით: “Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლოების სისტემა ეფექტიანობის კუთხით მე-18 ადგილზეა ევროპის ქვეყნებში და პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებში“. მისვე თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ზოგადად ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს იკვლევს, რაც მნიშვნელოვანწილად სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შეფასებას ეფუძნება.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
Heritage Foundation, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლისთვის მიწოდებაა.
1995 წლიდან მოყოლებული აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო ასევე აღმოსავლეთ ქვეყნებსა და ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილს იკავებს, რაც სიმართლეს შეესაბამება (იხ. ბმული 1; ბმული 2).
აქვე უნდა აღინიშნოს თავად Heritage Foundation-ის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემის შეფასება. კერძოდ, ანგარიშის (გვ. 195) თანახმად, კითხვის ნიშნები რჩება სამოქალაქო საკითხებში მოსამართლეთა პროფესიონალიზმისა და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის კუთხით. „კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, შეძენის, განკარგვისა და მემკვიდრეობის უფლებას. კონტრაქტების აღსრულება გაუმჯობესებულია. კონსტიტუციით გარანტირებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სამოქალაქო საკითხებში, მაგრამ სამოქალაქო საქმეების განმხილველი მოსამართლეების პროფესიონალიზმი და მათი გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა საეჭვოა. კვლავ პრობლემად რჩება პოსტსაბჭოური პერიოდიდან შემორჩენილი კორუფცია და მიმდინარე რუსული გავლენა“, - ვკითუხლობთ 2018 წლის ანგარიშში, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის მეორე ნახევრისა და 2017 წლის პირველი ნახევრის პერიოდის სასამართლო სისტემას აფასებს.
დასკვნა
ანრი ოხანაშვილის განცხადება თითქოს Heritage Foundation-ის მიერ ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დადგენისას მნიშვნელოვანი წილი სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შეფასებას უკავია, სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლოს ეფექტიანობა ერთ-ერთია იმ თორმეტი კომპონენტიდან, რომელთაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დადგენისას მნიშვნელოვანი და ამავე დროს აბსოლუტურად თანაბარი როლი გააჩნიათ.
რაც შეეხება სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ადგილს, 2018 წლის მონაცემების თანახმად, ის მართლაც მე-18 ადგილზეა და ქულებით აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებს. ასევე, საქართველო ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი 2.3 ქულით გაუარესდა, რამაც ევროპის ქვეყნებს შორის დაკავებული მე-17 ადგილიდან, პოზიციების ერთი საფეხურით დათმობაც გამოიწვია.
ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები მხოლოდ 2017 წლის პირველ ნახევრამდე არსებულ სურათს ასახავს, შესაბამისად, შეფასებისას მხედველობაში ვერ იქნებოდა მიღებული თუნდაც ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
[1] საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას
- კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);
- მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);
- რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
- ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
- სასამართლო დამოუკიდებლობა;
- სასამართლო პროცესის ხარისხი;
- კეთილსაიმედო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა.
ქვეყანა | სასამართლოს ეფექტიანობა | |
1 | United Kingdom | 93,8 |
2 | Sweden | 88,2 |
3 | Norway | 86,0 |
4 | Estonia | 83,9 |
5 | Denmark | 83,6 |
6 | Finland | 82,7 |
7 | Switzerland | 82,1 |
8 | Austria | 80,9 |
9 | Ireland | 79,0 |
10 | Germany | 78,0 |
11 | Luxembourg | 77,9 |
12 | Netherlands | 74,1 |
13 | France | 72,7 |
14 | Iceland | 72,6 |
15 | Portugal | 70,1 |
16 | Belgium | 69,5 |
17 | Lithuania | 66,7 |
18 | Georgia | 64,2 |
19 | Malta | 62,8 |
20 | Spain | 62,0 |
21 | Italy | 60,9 |
22 | Romania | 59,7 |
23 | Greece | 59,0 |
24 | Kosovo[1] | 59,0 |
25 | Latvia | 58,9 |
26 | Czech Republic | 57,9 |
27 | Slovenia | 57,7 |
28 | Belarus | 57,3 |
29 | Hungary | 57,1 |
30 | Macedonia | 57,0 |
31 | Cyprus | 56,7 |
32 | Poland | 56,6 |
33 | Croatia | 56,5 |
34 | Turkey | 54,5 |
35 | Montenegro | 51,3 |
36 | Serbia | 48,2 |
37 | Armenia | 47,4 |
38 | Russia | 46,9 |
39 | Bosnia and Herzegovina | 43,7 |
40 | Bulgaria | 42,5 |
41 | Slovakia | 38,8 |
42 | Ukraine | 29,5 |
43 | Moldova | 26,3 |
44 | Albania | 25,4 |
თეგები: