დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განაცხადა: „ბოლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემებით რომ გავასაშუალოოთ, სადღაც 10%-მდე, ცოტა მეტით გაიზარდა ოჯახის საარსებო მინიმუმი“.
ფაქტ-მეტრმა გიგი წერეთელის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საარსებო მინიმუმი არის შემოსავლების ის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუცილებელია არსებობისთვის. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებამინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ხდება. სასურსათო კალათით განსაზღვრულია სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებისა და კალორიების რაოდენობა.
საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების (ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, კომუნალური გადასახადების და სხვა) წილი კი 30%-ს შეადგენს. ექსპერტების ნაწილი დიდი ხანია საუბრობს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია.
საარსებო მინიმუმის ზრდა მოსახლეობის დანახარჯების ზრდაზე მიუთითებს.
საარსებო მინიმუმის ყოველთვიურ მაჩვენებელს საქსტატი აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, 2017წლის ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175.7 ლარს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155.7 ლარს, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 294.8 ლარს შეადგენს. 2016 წლის ნოემბერთან შედარებით, შრომისუნარიანი მამაკაცის, საშუალო მომხმარებლის და ოჯახის საარსებო მინიმუმი დაახლოებით 9%-ით არის გაზრდილი.
საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად იზრდება, გამონაკლისი იყო 2017 წლის ივლისი, როდესაც საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1:
საარსებო მინიმუმი (ლარი)
XI 2016 | XII 2016 | I 2017 | II 2017 | III 2017 | IV 2017 | V 2017 | VI 2017 | VII 2017 | VIII 2017 | IX 2017 | X 2017 | XI 2017 | |
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი | 161 | 162 | 166 | 168 | 170 | 171 | 173 | 174 | 167 | 167 | 169 | 174 | 176 |
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი | 143 | 143 | 147 | 149 | 150 | 151 | 153 | 154 | 148 | 148 | 149 | 154 | 156 |
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი | 271 | 271 | 279 | 282 | 285 | 286 | 291 | 292 | 280 | 281 | 283 | 292 | 295 |
2017
წლის ნოემბრის მონაცემებით, ერთ წელიწადში ორსულიანი, სამსულიანი და ოთხსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი ასევე 9%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაახლოებით 20-25 ლარით მეტი სჭირდებათ არსებობისთვის.
საარსებო მინიმუმის ზრდას ძირითადად ინფლაციის გაზრდილი დონე განაპირობებს. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 6.7%-ით გაძვირდა, ხოლო 2016 წლის ნოემბერის შემდეგ 7.7%-ით არის გაძვირებული.
დასკვნა 2017
წლის ნოემბრის მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერთან შედარებით შრომისუნარიანი მამაკაცის, საშუალო მომხმარებლის და ოჯახის საარსებო მინიმუმი დაახლოებით 9%-ით არის გაზრდილი.
ერთი წლის განმავლობაში არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ერთ ადამიანს ხარჯები დაახლოებით 13-15 ლარით, ხოლო ოჯახს საშუალოდ 20-25 ლარით გაეზარდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგი წერეთელის განცხადება არის სიმართლე.