ისაუბრა: „ადამიანებს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არ აქვთ. არ შეუძლიათ, რომ ბილეთი იყიდონ. თბილისში 70 000 ადამიანია დაჯარიმებული უბილეთოდ მგზავრობისთვის“, - განაცხადა მელიამ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისმიხედვით (130-ე მუხლის, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), უბილეთოდ მგზავრობა პირის დაჯარიმებას იწვევს და ჯარიმა 5 ლარს შეადგენს. აღნიშნული ჯარიმა 30 დღის ვადაში უნდა დაიფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმის თანხას დაემატება საურავი 50 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კიდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა,რომლის მიხედვითაც მიწისზედა რეგულარული ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ამასთან, კანონში იწერება, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამავე ცვლილებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ჯერ მხოლოდ I მოსმენით არის განხილული.
ფაქტ-მეტრმა 2013-2017 წლებში, თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.
ცხრილი 1: 2013-2017წლებში, თბილისში, ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 (ნოემბრის ჩათვლით) |
დაჯარიმებულთა რაოდენობა | 98 707 | 64 949 | 48 702 | 53 836 | 51 001 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით, თბილისში, ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო 51 001 პირია დაჯარიმებული და არა 70 000. აღსანიშნავია ისიც, რომ დაჯარიმებულთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად (თითქმის 48%-ით) არის შემცირებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით,მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათით მოსარგებლე პირთა კატეგორია განისაზღვრა. აღნიშნული დადგენილებით, გარკვეული პირები უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ (მაგ. უსინათლოები, ომის ვეტერანები, მოსწავლეები, საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფში“ მომუშავე დამგველები, მეეზოვეები და ა.შ. (მუხლი 2.1)), თბილისელთა გარკვეული კატეგორია კი - შეღავათიანი სამგზავრო ტარიფით (0.2 თეთრი). კერძოდ, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, სახელოვნებო დაწესებულებები, თბილისში რეგისტრირებული პენსიონერები, პოლიკლინიკებში დასაქმებული ექიმები და ა.შ. (მუხლი 2.2).
დასკვნა 2017წელს (ნოემბრის ჩათვლით) თბილისში, ავტობუსებში საფასურის გადაუხდელობის გამო 51 001 პირია დაჯარიმებული და არა 70 000. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით, თითქმის განახევრებულია. რთული სათქმელია, რა მიზეზითაა შემცირებული აღნიშნული რიცხვი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.