• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საწვავის ფასი 2012 წელს დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა

საწვავის ფასი 2012 წელს დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა

მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს მასშტაბით ყველა სახეობის საწვავის ფასმა კიდევ ერთხელ მოიმატა,

23/12/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს მასშტაბით ყველა სახეობის საწვავის ფასმა კიდევ ერთხელ მოიმატა, რითაც გაგრძელდა წლის განმავლობაში არსებული ტენდენცია და საწვავის მიმდინარე ფასები 2012 წლის აპრილ-მაისში დაფიქსირებულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.

თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ გარდა ბაზრის ძირითადი მოთამაშეებისა, 2012 წლისგან განსახვავებით ბაზარზე შეინიშნება შედარებით მცირე ქსელის მქონე სადგურთა სიმრავლე, სადაც საწვავის ღირებულება ჩამოუვარდება როგორც მსხვილი მოთამაშეების ფასებს, ისე ისტორიულ მაქსიმუმს. შესაბამისად, მიუხედავად ცალკეული გამონაკლისების არსებობისა, შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე ფასების დონეს საწვავზე 2012 წლის მაქსიმუმისათვის ამ ეტაპზე არ გადაუჭარბებია.

 

გრაფიკი 1: საწვავზე ფასების ცვლილების ტენდენცია 2012-2017 წლებში

valerigrafiki

წყარო: ავტოგასამართი სადგური გალფი

 

გრაფიკი 1 ერთი ავტოგასამართი სადგურის მაგალითზე ფასების ცვლილების ტენდენციის დანახვის საშუალებას იძლევა, ცხრილი 1 კი ასახავს ფასების საშუალო მაჩვენებლის ცვლილებას 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით.

 

ცხრილი 1: საწვავის ფასების ცვლილება1

საწვავის სახეობა დეკემბერი 2016 დეკემბერი 2017 აბსოლუტური ცვლილება პროცენტული ცვლილება
სუპერი 2.01 2.48 0.47 23.60%
პრემიუმი 1.89 2.38 0.49 25.93%
ევრო რეგულარი 1.80 2.30 0.50 27.60%
რეგულარი 1.69 2.24 0.55 32.54%
დიზელი 1.69 2.31 0.62 36.45%
ევრო დიზელი 1.86 2.38 0.52 27.89%
ბუნებრივი აირი 1.20 1.53 0.33 27.71%

წყარო: ავტოგასამართი სადგურები - ლუკოილი, გალფი, ვისოლი, სოკარი, რომპეტროლი

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა სახეობის საწვავზე ფასების ზრდამ 33-დან 62 თეთრამდე შეადგინა. განსაკუთრებით (36.45%-ით) გაიზარდა ფასი დიზელის საწვავზე, ყველაზე ნაკლებად, 23.6%-ით კი, სუპერის ტიპის ბენზინი გაძვირდა.

რაც შეეხება საწვავის გაძვირების ძირითად ფაქტორებს, მათ შორის უმთავრესი მიმდინარე წლის იანვრიდან გაზრდილი აქციზის გადასახადის გავლენაა. კერძოდ, საგადასახადო ცვლილებების შედეგად გადასახადი ერთ ლიტრ ბენზინზე აქციზი 18 თეთრით, დიზელზე -22-ით, ხოლო 1 კუბ.მ ბუნებრივ აირზე 12 თეთრით გაიზარდა. აქციზი არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც საბოლოოდ საქონლის გასაყიდ ფასში აისახება და მისი გადამხდელი საბოლოო მომხმარებელია, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტზე, რომელიც მომხმარებლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, საწვავი კი ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება. შესაბამისად, საგდასახადო ტვირთის უმთავრესი წილი საბოლოო მომხმარებლის გადასახდელია, ანუ იზრდება სარეალიზაციო ფასი.

საწვავზე ფასების ზრდის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი მიმწოდებელთა ხარჯებზე ლარის გაცვლითი კურსის გავლენაა. ვინაიდან საქართველოს მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე თითქმის სრულად იმპორტირებული რესურსით კმაყოფილდება, საწვავის მიმწოდებელთა ხარჯების უმთავრესი ნაწილი (საწვავის შეძენის ღირებულება) უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. 2017 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.50 და 2.67-ის ნიშნულზე იყო, რაც შესაბამისად 5.5 და 7.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს და საშუალოდ, ამდენითვე აძვირებს საწვავის იმპორტის ლარში გამოსახულ ღირებულებას.

ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულებაზე გავლენის მქონე მესამე არსებითი ფაქტორი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასია. ნედლი ნავთობის (WTI) ფასი მსოფლიო ბაზარზე 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერთან შედარებით კი საშუალოდ 13.7%-ით არის გაზრდილი, რაც ბუნებრივია, შესაბამისად აისახება საქართველოში სარეალიზაციო ფასზეც.

დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ საწვავის სარეალიზაციო ფასზე გავლენის მატარებელი ყველა ცალკე აღებული ფაქტორი ზრდის მიმართულებით იცვლებოდა. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრისათვის 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში საშუალოდ 13.7%-ით იყო გაზრდილი ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე. ამავე პერიოდისათვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში საშუალოდ 6.5%-ით გაიზარდა, რამაც პირდაპირპროპორციულად გაზარდა ნავთობის საიმპორტო ღირებულება. ფასის ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი გახდა ნავთობპროდუქტებზე, მიმდინარე წლის იანვრიდან, არსებითად გაზრდილი აქციზის გადასახადი, რომლის უმთავრესი წილი საწვავის სარეალიზაციო ფასში აისახა.

 

1 უმსხვილეს ავტოგასამართ სადგურებზე არსებული ფასების საშუალო მაჩვენებელი.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა