მიმდინარე წლის 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას სამთავრობო ცვლილებების პროექტიწარუდგინა. შემოთავაზებული გეგმის თანახმად, ცვლილება შეეხო 5 სამინისტროს და გაუქმდა 4 მინისტრის თანამდებობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადების მიხედვით:

  • ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა, გაერთიანებულ უწყებას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსბუნებრივი რესურსების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროერთიანდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს;
  • ენერგეტიკის სამინისტროშეუერთდა ეკონომიკის სამინისტროს, გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსსპორტის კომპონენტი კულტურის, ხოლო ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება.

თავდაპირველად, ცვლილებების მთავარ მოტივად სახელმწიფო ფინანსების ოპტიმიზაცია და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა დასახელდა, თუმცა ხელისუფლებამ ოპტიმიზაციის გეგმის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა. ცვლილებების დაანონსების შემდეგ, მალევე, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმააღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესის მიზანი ფინანსების ეკონომია არ ყოფილა და ოპტიმიზაცია მმართველობითი რეფორმის ნაწილი იყო. პარლამენტის თავმჯდომარისგანცხადებითკი ხელისუფლება რეორგანიზაციის დეტალებზე ბოლომდე არ შეთანხმებულა და გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მესამე წარდგენის დოკუმენტში ცვლილებები ტექნიკურადაისახა. დოკუმენტიდან გამოიკვეთა, რომ იმ სამინისტროებში, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხო, დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 6 ადამიანითშემცირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების შეკითხვებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემუპასუხადა თქვა, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ვერსია ოპტიმიზაციას არ ითვალისწინებს და რეორგანიზაცია სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, დაახლოებით სამ თვეში მოხდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე ოპტიმიზაციის მიმდინარე პროცესის შეფასება ორ ჭრილშია შესაძლებელი: მისი 2017 წლის ბიუჯეტის კანონთან და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარების გზით. ორივე შედარება რელევანტურია.

ცხრილი 1:მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესის შედეგები, მლნ ლარებში

2017 2018
მეორე წარდ.
2018
მესამე წარდ.
სხვაობა 1 სხვაობა 2
საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო 117.8 120.9 120.9 3.1 0
მომუშავეთა რიცხოვნობა 835 835 835 0 0
შრომის ანაზღაურება 9.4 9.5 9.5 0.3 0
კულტურისა და სპორტის სამინისტრო 246.4 299.7 285.3 38.8 -14.4
მომუშავეთა რიცხოვნობა 8325 7108 7044 -1281 -64
შრომის ანაზღაურება 61.8 60.7 59.6 -2.2 -1
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 358.7 322 274.8 -83.9 -47.2
მომუშავეთა რიცხოვნობა 3262 3580 3568 306 -12
შრომის ანაზღაურება 40.2 43.6 43.4 3.3 -0.02
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1116.2 1181.8 1186.2 70.1 4.4
მომუშავეთა რიცხოვნობა 1657 1366 1430 -227 64
შრომის ანაზღაურება 21.9 20.7 21.8 -0.2 1.1
ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო 673.8 382.4 230 -444.2 -152.8
მომუშავეთა რიცხოვნობა 948 923 929 -19 6
შრომის ანაზღაურება 14.4 15.5 15.7 1.4 0.02
ჯამი მომუშავეთა რიცხოვნობის 15027 13812 13806 -994 -6
ჯამი დაფინანსების 2513 2308 2097 -556.3 -214.5
ჯამი შრომის ანაზღაურების 147.7 150 149.9 2.3 0.4

წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

  • 2017 წლის ბიუჯეტისმიხედვით,ევროინტეგრაციისადა საგარეო საქმეთა სამინისტროებისჯამური დაფინანსება 118 მლნ ლარს შეადგენდა, უწყებებში მუშაობდა 835 ადამიანი და შრომის ანაზღაურების ფონდი 9.4 მლნ ლარს უტოლდებოდა. 2018 წლის ბიუჯეტით, გაერთიანებული უწყების დაფინანსება 3.1 მლნ ლარით, ხოლო შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი 30 ათასი ლარით იზრდება, მომუშავეთა რაოდენობა კი იგივე რჩება.

  • 2017 წელსკულტურისა და სპორტის სამინისტროსჯამური ბიუჯეტი 246.4 მლნ ლარს უტოლდებოდა, აქედან 62 მლნ ლარი შრომის ანაზღაურებისთვის იყო გამოყოფილი, უწყებებში 8 325 ადამიანი მუშაობდა. 2018 წლის ბიუჯეტით, სამინისტროების ჯამური დაფინანსება 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 39 მლნ ლარითაა გაზრდილი, შრომის ანაზღაურება და მომუშავეთა რიცხოვნობა კი, შესაბამისად, 2.2 მლნ ლარითა და 1 281 ადამიანითაა შემცირებული. განსხვავებულ სურათს გვაძლევს 2018 წლის ბიუჯეტის მეორე და მესამე წარდგენების შედარება. ამ შემთხვევაში ჯამური ბიუჯეტი 14.4 მლნ ლარით, შრომის ანაზღაურება 1 მლნ ლარით არის შემცირებული, მომუშავეთა რიცხვნობა კი 64 ადამიანით ნაკლებია.

  • 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებითსოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებისჯამური დაფინანსება 83.9 მლნ ლარით შემცირდა. შრომის ანაზღაურება 3.3 მლნ ლარით, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობა 306 ადამიანით გაიზარდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან მიმართებით კი ჯამურმა დაფინანსებამ 47.2 მლნ ლარით დაიკლო, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 20 ათასი ლარით, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობა 12 ადამიანით შემცირდა.

  • 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებითგანათლების სამინისტროსდაფინანსება 70.1 მლნ ლარით გაიზარდა, მომუშავეთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა. შემცირდა შრომის ანაზღაურებაც. 2018 წლის მეორე წარდგენასთან შედარებით კი სამინისტროს დაფინანსება და შრომის ანაზღაურება, შესაბამისად, 4.4 და 1.1 მლნ ლარით გაიზარდა, მომუშავეთა რაოდენობამ კი 64-ით მოიმატა.

  • ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროსჯამური დაფინანსება 2017 წელთან მიმართებით 444.2 მლნ ლარით შემცირდა, სამინისტროებში დასაქმებულთა რაოდენობამ 19-ით დაიკლო, 1.4 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან მიმართებით სამინისტროების დაფინანსებამ 152.8 მლნ ლარით დაიკლო, მომუშავეთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება კი, შესაბამისად, 6 ადამიანითა და 20 ათასი ლარით გაიზარდა.

თუკი ოპტიმიზაციის პროცესის შესაფასებლად 2018 წლის უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტს 2017 წლის ბიუჯეტს შევადარებთ ვნახავთ, რომ ამ ეტაპზე გამოთავისუფლდა 556 მლნ ლარი, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 2.3 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება მომუშავეთა რიცხოვნობას, რაოდენობა შემცირდა 994 ადამიანით, უმეტესწილად კულტურის სამინისტროში შემცირებული კადრების ხარჯზე, რაც ბიუროკრატების შემცირებას არ ნიშნავს და სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა რიცხვნობის კლებაზე მიუთითებს.

თუკი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე და მესამე წარდგენებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 215 მლნ ლარი დაიზოგა; იმ სამინისტროებში, რომლებსაც რეფორმა შეეხო, მომუშავეთა რიცხოვნობა 6 ადამიანით შემცირდა, ხოლო შრომის ანაზღაურება 40 ათასი ლარით გაიზარდა.

ჯამურად, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, 2017 წელთან შედარებით, სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსებისთვის 1 მლრდ ლარზე მეტია გამოყოფილი. მომუშავეთა რიცხოვნობა 3 168 ადამიანითაა შემცირებული, ხოლო შრომის ანაზღაურების ფონდი კი 5 მლნ ლარით არის გაზრდილი.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით კი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გამოყოფილი დაფინანსება გაზრდილია 56 მლნ ლარით, მომუშავეთა რიცხოვნობა 236 ადამიანით, ხოლო შრომის ანაზღაურების ფონდი 31 მლნ ლარით არის შემცირებული.

გამოდის, რომ ამ ეტაპზე მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესით ფინანსების ეკონომია არ გაკეთებულა. წარმოდგენილი შედარებიდან ორივე შემთხვევისთვის, მიუხედავად სამინისტროების გაუქმებით დაზოგილი თანხებისა და შემცირებული შტატებისა (რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელო კლებას ასახავს), სახელმწიფო სტრუქტურების ჯამური დაფინანსება გაზრდილია.

არსებული მდგომარეობა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ნაკლებობა საფუძველს ქმნის აღვნიშნოთ, რომ რესტრუქტურიზაცია ნაჩქარევად მოხდა, მთავრობა ამისთვის მზად არ ყოფილა და მიმდინარე პროცესის რეალურ შედეგებს მოგვიანებით (როგორც სახელისუფლებო გუნდის განცხადებებიდან ჩანს, სამ თვეში) ვნახავთ.

თეგები: