რომ სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების დროს არსებული დადგენილებით არ მოითხოვებოდა სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კომპეტენტური ორგანოს ცნობა ან რაიმე სახის დასკვნა. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ვარგისად იქნა აღიარებული ეს ობიექტი.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სასტუმრო „ლეოგრანდის“ მშენებლობა ქალაქ ბათუმში 2012 წელს დაიწყო, ხოლო ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. იმ დროისთვის მოქმედებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. 2012 წლის 17 იანვრის განახლებისშედეგად, აღნიშნულ დადგენილებას დაემატა მე-5 თავი, სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპების შეფასებას, უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის. მიუხედავად ამისა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცალკე არ იყო გამოყოფილი ნორმები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოებას ეხმიანება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებისსაფუძველზე (ცვლილება ძალაში 2017 წლის 1-ელ იანვარს შევიდა). მისი მიხედვით, საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს რამდენიმე ქვეპუნქტს, მათ შორის: გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებასა და ხანძრისაგან დაცვის სისტემის შეფასებას. გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს დაემატა მოთხოვნები გასასვლელების, ხანძრისაგან დაცვის სისტემების და ხანძარსაწინაარმდეგო დაცვის გეგმების შესახებ. განმცხადებელმა საექსპერტო დასკვნა სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, დანარჩენ აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინოს ადგილობრივ მერიაში.
აღსანიშნავია, რომ №41 დადგენილებით გაწერილი ახალი უსაფრთხოების ნორმებისა და წესების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე,რომლებზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა ან მათი არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული იყო დადგენილების მიღებამდე.
დასკვნასასტუმრო „ლეოგრანდი“ ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. იმ დროისათვის მოქმედებდა დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტი აწესებდა ობიექტის საექსპერტო შეფასების აუცილებლობას, მაგრამ არ ადგენდა ნორმებს სახანძრო უსაფრთხოების შესახებ. „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება, რომლის მიხედვითაც გაიწერა საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი წესები (მათ შორის - მოთხოვნები ხანძრისაგან დაცვის სისტემებისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმის შესახებ) ძალაში 2017 წლის 1-ელ იანვარს შევიდა და არ შეეხო ექსპლუატაციაში მიღებულ ობიექტებს, მათ შორის სასტუმრო „ლეოგრანდს“.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ახალაძის განცხადება არის სიმართლე.