3 ნოემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: „2017 წლის 9 თვეში საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა“.
ფაქტ-მეტრმა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება გადაამოწმა.
საქსტატის 
მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტმა 1 940 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28.3%-ით მეტია.
9 თვის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებთან 18.9%-ით, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან 59%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 23.8%-ია, ეს მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 25.7% იყო. დსთ-ის ქვეყნების წილი კი მთლიან ექსპორტში 32.7%-დან (2016 წლის 9 თვის მაჩვენებლი) 40.5%-მდე გაიზარდა.
 
ცხრილი 1: 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების ათეული
| ქვეყანა | პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში | 
| რუსეთი | 14.1 | 
| აზერბაიჯანი | 8.6 | 
| თურქეთი | 8.5 | 
| ჩინეთი | 8.3 | 
| სომხეთი | 7.6 | 
| ბულგარეთი | 6.5 | 
| აშშ | 5 | 
| უკრაინა | 3.7 | 
| იტალია | 2.4 | 
| გერმანია | 1.5 | 
 
 
ცხრილი 2: 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეული
| სასაქონლო ჯგუფი | ექსპორტის მოცულობა (ათასი აშშ დოლარი) | პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში | 
| სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 309 719 | 16 | 
| ფეროშენადნობები | 237 246 | 12.2 | 
| მსუბუქი ავტომობილები | 149 366 | 7.7 | 
| ღვინოები | 116 046 | 6 | 
| სამკურნალო საშუალებები | 99 870 | 5.1 | 
| სპირტიანი სასმელები | 80 594 | 4.2 | 
| მინერალური წყლები | 67 711 | 3.5 | 
| აზოტოვანი სასუქები | 55 580 | 2.9 | 
| ოქრო (დაუმუშავებული და ნახევრადდამუშავებული) | 53 408 | 2.8 | 
| თხილი და სხვა კაკალი | 50 512 | 2.6 | 
 
2016 წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასაქონლო ჯგუფების ათეულში ყველაზე მეტად - 97%-ით, ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. ყველაზე მეტად კი თხილის ექსპორტი შემცირდა - 56%-ით.
აღსანიშნავია, რომ საქსტატმა უკვე გამოქავეყნა საგარეო ვაჭრობის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი 
მონაცემები. მიმდინარე წლის 10 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით გაიზარდა. ექსპორტის მოცულობამ 2 203 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29.4%-ით აღემატება.
მართალია 2017 წელს ექსპორტის მხრივ დადებითი ტენდენცია გვაქვს, თუმცა 2014-2016 წლებში საქართველოს ექსპორტი ყოველწლიურად მცირდებოდა. ექსპორტის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (-22.9%) 2015 წელს დაფიქსირდა.
 
გრაფიკი 1: ექსპორტის მაჩვენებლის ცვლილება წინა წლებთან შედარებით (%)
 წყარო: საქსტატი
 
 
დასკვნა
წყარო: საქსტატი
 
 
დასკვნა
2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.3%-ით გაიზარდა. ექსპორტის მოცულობის ზრდა ოქტომბერშიც გაგრძელდა, 2017 წლის 10 თვეში ექსპორტის მოცულობა 29.4%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ გასული სამი წლის განმავლობაში (2014-2016 წლებში) საქართველოს ექსპორტი ყოველწლიურად მცირდებოდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება 2017 წელს ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით არის 
სიმართლე.