„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათასს მიაღწია. მათი ნახევარი საქართველოს მოქალაქეა, ნახევარი უცხოელი ვიზიტორია”.
ფაქტ-მეტრი აღნშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით,ვიზიტორთა რაოდენობამ 856 186 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა 43% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება შიდა ტურიზმის მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე, შიდა ტურიზმის მაჩვენებელი, 37%-ით არის გაზრდილი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
გრაფიკი 1:
დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული ვიზიტორთა რაოდენობა წლების მიხედვით (ათასი კაცი)
2007
წლიდან დღემდე, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 7 700-დან 856 186-მდეა გაზრდილი.
ცხრილი 1:
ვიზიტორთა სტატისტიკა დაცული ტერიტორიების მიხედვით
2017 წლის 9 თვე | 2016 წლის 9 თვე | ცვლილება წინა წელთან | ||
1 | ჭაჭუნას აღკვეთილი | 2 326 | 2 554 | -10% |
2 | მაჭახელას ეროვნული პარკი | 4 325 | 1 836 | 136.% |
3 | კინტრიშის დაცული ტერიტორიები | 4 935 | 4 768 | 3.5% |
4 | ჯავახეთის დაცული ტერიტორიები | 6 571 | 6 264 | 4.9% |
5 | ქობულეთის დაცული ტერიტორიები | 9 950 | 7 835 | 27% |
6 | ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები | 10 164 | 9 853 | 3% |
7 | თუშეთის დაცული ტერიტორიები | 14 306 | 13 558 | 6% |
8 | ალგეთის ეროვნული პარკი | 24 064 | 13 905 | 73% |
9 | კოლხეთის ეროვნული პარკი | 26 452 | 23 606 | 12% |
10 | მტირალას ეროვნული პარკი | 42 085 | 30 779 | 37% |
11 | ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები | 44 371 | 41 228 | 8% |
12 | თბილისის ეროვნული პარკი | 45 125 | 29 554 | 53% |
13 | ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი | 51 687 | 48 480 | 7% |
14 | ოკაცეს კანიონი | 67 954 | 46 853 | 45% |
15 | სათაფლია | 79 984 | 70 209 | 14% |
16 | ყაზბეგის ეროვნული პარკი | 132 392 | 116 371 | 14% |
17 | მარტვილის კანიონი | 141 513 | 55 320 | 156% |
18 | პრომეთეს მღვიმე | 1479 82 | 122 220 | 21% |
მიმიდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, დაცული ტერიტორიებიდან, ვიზიტორთა განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით გამოირჩეოდა პრომეთეს მღვიმე (147 982 ვიზიტორი), მარტვილის კანიონი (141 513 ვიზიტორი) და ყაზბეგის ეროვნულო პარკი (132 392). ერთადერთი ლოკაცია, სადაც წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, არის „ჭაჭუნას აღკვეთილი“, სადაც მიმდინარე წლის ცხრა თვეში ვიზიტორთა რაოდენობამ 2 326 შეადგინა, წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლები.
დასკვნა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 856 185 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ვიზიტორთა 43% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაცული ტერიტორიებიდან ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიური ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და ყაზბეგის ეროვნული პარკი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.