„2016 წელს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) წევრი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საერთო მოცულობის 46.5% შეადგინა და აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა. ასევე, 46%-იანი წილი მოდის აღნიშნულ ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობაში“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)" მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ორგანიზაცია 35 წევრ სახელმწიფოს აერთიანებსდა მისი მიზანი გაერთიანებაში შემავალ და პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ორგანიზაცია მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს მოიცავს. საქართველო მასთან 20 წელია თანამშრომლობს.
2016წელს საქართველოში 156 6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (პუი) შემოვიდა. აქედან OECD-ის ქვეყნებიდან მოზიდული ინვესტიციების მოცულობა 697 მლნ დოლარი იყო, რაც საერთო რაოდენობის 44.5%-ია. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია, შესაბამისად, თურქეთიდან, ბრიტანეთიდან და ჰოლანდიიდანაა შემოსული.
2017წლის ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში შემოდინებული პუი 751 მლნ დოლარია (გასული წლის ორი კვარტლის მაჩვენებელზე 43 მლნ-ით ნაკლები). წელს შემოსული ინვესტიციების ნახევარი სწორედ OECD-ის წევრი ქვეყნებიდანაა.
აღსანიშნავია, რომ 2007-2017 წლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების ყველაზე დაბალი წილი საქართველოში შემოსულ პუი-ში 2009 წელს დაფიქსირდა 42.9%-ის დონეზე. ყველაზე მეტი ინვესტიცია კი OECD-ის ქვეყნებიდან 2007 წელს შემოვიდა, 1 242 მლნ დოლარის სახით.
გრაფიკი 1:
OECD-ის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული პუი (მლნ დოლარი) და მისი წილი მთლიან ინვესტიციებში
წყარო: საქსტატი2016
წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (ექსპორტისა და იმპორტის ჯამმა) 9 408 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც OECD-ის ქვეყნებთან ვაჭრობაზე მთლიანი მოცულობის 47.6% მოდიოდა.
2017წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7 567 მლნ დოლარით განისაზღვრა. მოცულობის 43.4% OECD-ის ქვეყნებთან ვაჭრობაზე მოდიოდა.
OECD-ის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობაში ყველაზე მაღალი 2009 წელს იყო და 49%-ს შეადგენდა.
დასკვნა 2016წელს საქართველოში შემოსული პუი-ს მოცულობა 1 566 მლნ დოლარი იყო. მიღებული ინვესტიციის 44.5% "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" წევრ ქვეყნებს ეკუთვნით. 2017 წლის ტენდენციით საქართველოში ორ კვარტალში შემოსული ინვესტიციების ნახევარი OECD-ის სახელმწიფოებიდანაა.
2016წლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9 408 მლნ დოლარით განისაზღვრა. საგარეო ვაჭრობის 47.6% OECD-ის სახელმწიფოებთან განხორციელდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.