• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი ჰელოუინის დღესასწაულის სატანისტურ დანიშნულებასთან დაკავშირებით

Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი ჰელოუინის დღესასწაულის სატანისტურ დანიშნულებასთან დაკავშირებით

31/10/2017
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: სააგენტო Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი.   რეზიუმე: საინფორმაციო სააგენტო Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული სტატია - „რატომ უკავშირდება ჰელოუინი სატანის დღესასწაულს - რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს დღესასწაული და რატომ ღელავენ მორწმუნენი“, რომელიც თავდაპირველად ვებგვერდ mshoblebi.ge-ზე იქნა გამოქვეყნებული, არ შეესაბამება სიმართლეს. სტატიაში მოყვანილი მტკიცება იმის შესახებ, რომ ჰელოუინი სატანის დიდების დღესასწაულია, მცდარია, რადგან საპირისპიროზე მეტყველებს მისი წარმოშობის ისტორია (დასავლური ქრისტიანული ეკლესიის მიერ კელტური დღესასწაულის შეცვლილი ფორმით შეთვისება) და აღნიშვნის მიზანი (ბავშვების კარდაკარ სიარული და ტკბილეულის მოთხოვნა ნათესავებისა და მეგობრების სულებისათვის ლოცვის სანაცვლოდ).   ანალიზი: 2017 წლის 29 ოქტომბერს Mediatv.ge-მ გაავრცელა 2015 წლის ნოემბერში ვებგვერდ mshoblebi.ge-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „რატომ უკავშირდება ჰელოუინი სატანის დღესასწაულს - რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს დღესასწაული და რატომ ღელავენ მორწმუნენი“. აღნიშნულ სტატიაში რესპონდენტი, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შიო პაიჭაძე, აცხადებს, რომ „ჰელოუინი სატანის დიდების დღესასწაულია. ის მოგვაგონებს ვალპურგის ღამეს და ატარებს ოკულტურ ხასიათს. განსაკუთრებულად ცდილობენ ბავშვები ჩაითრიონ ამ დღესასწაულში და აღზარდონ სატანის მადიდებლად“. ჰელოუინი (All Hallows’ Evening - ყველა წმინდანთა დღე) წარმოადგენს დღეს, რომელიც აღინიშნება 31 ოქტომბერს, დასავლურ ქრისტიანულ საეკლესიო დღესასწაულ ყველა წმინდანთა დღის წინა ღამეს. დღესასწაულის წარმომავლობა სადავოა და მის ფორმირებაში მონაწილეობდნენ როგორც წარმართული, ასევე ქრისტიანული ტრადიციები. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ჰელოუინი სათავეს იღებს კელტურ ფესტივალ სამაინიდან (Samhain - კელტური ახალი წელი, აღინიშნება 31 ოქტომბერს), რომელიც ზაფხულისა და მოსავლის აღების სეზონის დასასრულს ნიშნავს. შოტლანდიელ კელტებს სწამდათ, რომ სამაინის დღესასწაულზე ჩვენსა და მიღმიერ სამყაროს შორის არსებული კედლები თხელდებოდა, რაც სულებს დაბრუნებისა და მოსავლისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას აძლევდა. სწორედ ამიტომ, მაგიდებთან განკუთვნილი იყო სპეციალური ადგილები სულებისათვის, სთავაზობდნენ საჭმელსა და სასმელს, ასევე ანთებდნენ კოცონს ბოროტი სულების გასანეიტრალებლად. კოსტიუმების ჩაცმის ტრადიცია სათავეს იღებს მე-16 საუკუნის ბრიტანეთიდან, სადაც სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ხალხი კარდაკარ დადიოდა და საჭმელს ითხოვდა ლექსის ან სიმღერის სანაცვლოდ. მათი უმრავლესობა გამოწყობილი იყო სულის ფორმაში, რადგან რწმენის თანახმად, ამ გზით შეძლებდნენ ბოროტი სულებისაგან თავის დაცვას. რაც შეეხება ქრისტიანულ წარმოშობას, ჰელოუინი აღინიშნება ყველა წმინდანთა ხსენების წინა დღეს, რომელიც მე-8 საუკუნეში დაწესდა და წარმართული დღესასწაულების განდევნას ისახავდა მიზნად. ქრისტიანები პატივს მიაგებდნენ წმინდანებს და ლოცულობდნენ გარდაცვლილთა იმ სულებისათვის, რომლებსაც სამოთხისათვის ჯერ არ მიეღწიათ. კოსტიუმებში გამოწყობის ტრადიცია ქრისტიანულმა ეკლესიამ მე-11 საუკუნეში გადაიღო. Mediatv.ge-იმ ჰელოუინის დღესასწაულს ცალკე ფეისბუქ პოსტიც მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამასპინძლება ნიშნავს თავად სატანისათვის ძღვენის მიტანას. სინამდვილეში, დასავლური ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციის თანახმად, სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვების კარდაკარ სიარული და ტკბილეულის მოთხოვნა, მათი ნათესავებისა და მეგობრების სულებისათვის ლოცვას ემსახურება. ჰელოუინის დღესასწაული განსხვავდება სტატიაში ნახსენებ ვალპურგის ღამისგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს პირველი მაისის წინა ღამეს, როდესაც ძველი გერმანელი ხალხის ცრურწმენით, ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული. ნორვეგიული ტრადიციით, ვალპურგის ღამე მიჩნეულია „დაცემულთა ზღუდედ“ და დღესასწაულობენ ოდინის გარდაცვალების დღეს. ამრიგად, საინფორმაციო სააგენტო Mediatv.ge-ის მიერ გავრცელებული სტატია ჰელოუნის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან დღესასწაულის აღნიშვნის ფორმა არ ემსახურება ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და არანაირ კავშირში არ არის "სატანურ მასკარადთან".
თეგები:
გზების მოწყობა
მოგების გადასახადი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
ავარიებით დაღუპულთა რაოდენობა
ავარიებით დაზარალებულთა რაოდენობა
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა