• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როგორია გორის ახლადარჩეული მერის ქონებრივი მდგომარეობა

როგორია გორის ახლადარჩეული მერის ქონებრივი მდგომარეობა

26/10/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2017 წლის თვითმმართველობის არჩევების წინასწარი მონაცემების მიხედვით, თვითმმართველი გორის თემის მერი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, კონსტანტინე თავზარაშვილი გახდა. მან ხმების 54.9% მოიპოვა. ცესკო-ს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 110 175  ამომრჩევლიდან უბანზე საკუთარი არჩევანი 44 278-მა დააფიქსირა, რაც ელექტორატის საერთო რაოდენობის 40.9%-ს შეადგენს. კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკო-მ ოფიციალურად არჩევნების დღიდან 19 დღეში უნდა გამოაცხადოს, ქალაქის მერს კი უფლებამოსილების განხორციელების დაწყება შედეგების გამოცხადებიდან 11 დღეში შეუძლია. ვიდრე ახლადარჩეული მერი გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებს გადაიბარებს და საქმიანობას შეუდგება, ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ქონებით ხვდება ახალ თანამდებობას კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც საჯარო სექტორში ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის მმართველობის პერიოდიდან ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ 2002-2004 წლებში ის გორის გამგებლის მოადგილე, 2004-2006 წლებში კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, დეკლარაციები მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ 2014 წლის 25 სექტემბრიდან იძებნება. ანუ, მას შემდეგ, რაც გორის თემში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ინფორმაციას მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, სწორედ აღნიშნული პერიოდიდან გაგაცნობთ.   25.09.2014 კონსტანტინე თავზარაშვილი გორში, სამეფოს #68-ში (400 კვ.მ), მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მის სახელზე ამ დროისთვის ამავე მისამართზე 1200 კვ.მ ფართობი ფიქსირდება. თავზარაშვილი ინდ. მეწარმედაცაა გაფორმებული, საიდანაც 2013 წლის განმავლობაში, შემოსავლის სახით, 13 400 ლარი აქვს მიღებული. 2014 წლისთვის დასაქმებულია მისი მეუღლეც. ქეთევან ტატიაშვილი გორის სოციალური სუფსიდიების სააგენტოს უფროსი სპეციალისტია, საიდანაც მიღებული შემოსავალი წინა წლის მონაცემებით, 5 850 ლარია. კონსტანტინე თავზარაშვილს კი შემოსავალი 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 13 400 ლარის ოდენობით, ფართის გაქირავების შედეგად უფიქსირდება.   28.09.2015 წინა წლისგან განსხვავებით, საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშვნიდან ერთ წელში, კონსტანტინე თავზარაშვილს შენატანის სახით, 400 ლარი კრედიტისთვის და 550 ლარი ანაბარზე უფიქსირდება. თავზარაშვილი ისევ რჩება ინდ. მეწარმედ, საიდანაც წლიური შემოსავალი  წინა წელზე ნაკლები აქვს და ის 6 500 ლარს შეადგენს. 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში კონსტანტინე თავზარაშვილსა და მის მეუღლეს უკვე ხელფასიც უფიქსირდებათ. 2014 წელს საკრებულოს თავმჯდომარეს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 15 900 ლარი აქვს მიღებული, მის მეუღლეს კი გორის სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან - 5850 ლარი. შემოსავალი მას გაქირავებული ფართიდან კვლავ უნარჩუნდება, თუმცა წინა წელთან შედარებით შემცირებული - 5 300 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პერიოდში თავზარაშვილს 10 000 ლარიანი სამომხმარებლო სეხი აქვს აღებული, რის დასაფარადაც 2014 წლის განმავლობაში 4272 ლარი გასავალი ჰქონდა.   4.10.2016 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ჯერ ისევ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეს 1500 ლარი საკრედიტო თანხა და 1200 ლარიანი ანაბარი უფიქსირდება. ინდ.მეწარმე კონსტანტინე თავზარაშვილს მიღებული შემოსავალი გასული წლის მსგავსად 6500 ლარი აქვს მიღებული. სამაგიეროდ, გაზრდილია მისი სახელფასო ანაზღაურება და თუ წინა წელს ის 15 900 ლარს შეადგენდა, 2015 წლის 1 იანვრიდან-31 დეკემბრის ჩათვლით ეს თანხა 41 075 ლარამდე გაიზარდა. მეუღლისგან განსხვავებით, იმავე ოდენობის ხელფასი (5859ლ)  აქვს მიღებული წლის განმავლობაში ქეთევან ტატიაშვილს, რომელიც კვლავ გორის სოციალური სუფსიდიების უფროს სპეციალისტად მუშაობს. კონსტანტინე თავზარაშვილი სამომხმარებლო სესხის დაფარვას 2015 წელშიც აგრძელებს (უკვე 5 000 ლარიანი), რისთვისაც წლიური გასავალი 2 840 ლ 40 თ უფიქსირდება. შემოსავალს გაქირავებული ფართიდან ისევ იღებს, რომელმაც 2015 წელს 9 800 ლარი შეადგინა. კონსტანტინე თავზარაშვილის ოჯახის გასავალს 2015 წელს შვილს სწავლის გადასახადი, 2 000 ლარიც დაემატა.   23.10.2017 ბოლო დეკლარაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში კონსტანტინე თავზრაშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს შეავსო. რომლის მიხედვითაც, მემკვიდრეობით მიღებული ფართის გაქირავებით 2016 წელს 6940.40 ლარი აქვს მიღებული (ეს სწორედ ის ფართია, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია აცხადებდა, რომ 2012 წელს თავზარაშვილმა „ქართულ ოცნებას“ არ მიაქირავა). 2016 წლის მანძილზე თავზარაშვილს საკრედიტო შენატანი 523 ლარი, ანაბარი - 2 500 ლარი, სამომხმარებლო სესხისთვის შეტანილი თანხა კი 2 840.40 ლარი უფიქსირდება. 2017 წლის 29 მარტს, ბანკთან ახალი ხელშეკრულება აქვს  გაფორმებული და აღებული აქვს 12 000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი 2 წლიანი ვადით. რაც შეეხება ანაზღაურებას, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 2016 წლის მანძილზე 36 305 ლარი აქვს მიღებული. მის მეუღლეს კი გასული წლებისგან განსხვავებით შემცირებული თანხა - 5 400 ლარი, კვლავ გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. როგორც დეკლარაციის 4 წლიანი მონაცემებიდან ირკვევა, კონსტანტინე თავზარაშვილს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 93 280 ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, თავზარაშვილს საკუთარი შემოსავლებიც ჰქონდა, რამაც 2013-2016 წლებში 28 500 ლარი შეადგინა.
თეგები:
მიხეილ თათარაძე
მშენებარე გზა
გოდოგანი
დავით კირკიტაძე
სკოლები
ოთარ კვირიკაშვილი
ა(ა)იპ სპეციალური სერვისები
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა