• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2014 და 2017 წლების თვითმმართველობის არჩევნები - როგორ შეიცვალა პარტიების რეიტინგები ბოლო სამ წელში

2014 და 2017 წლების თვითმმართველობის არჩევნები - როგორ შეიცვალა პარტიების რეიტინგები ბოლო სამ წელში

24/10/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
რამდენიმეთვიანი წინასაარჩევნო მარათონი დასრულდა და 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველომ თვითმმართველობის კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარა. არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში წარიმართა. საარჩევნო პროცესში გამოკვეთილი ძირითადი დარღვევის შესახებ კი ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს უკანასკნელი ორი (2014 და 2017 წლები) თვითმმართველობის არჩევნები და პარტიების რეიტინგები შეადარა. 2017 წელს 3 440 123 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 1 570 563 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც საერთო რაოდენობის 45.65%-ია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, მოსახლეობის აქტივობა გაზრდილია - ამომრჩევლების საერთო რაოდენობიდან (3 429 748 ამომრჩეველი) 2014 წელს საარჩევნო უბნებზე 1 485 372 მოქალაქე (43.31%) გამოცხადდა. 2017 წელს, რეგიონების მიხედვით, ყველაზე აქტიური რაჭა-ლეჩხუმი იყო, სადაც ამომრჩეველთა 60.2% მივიდა საარჩევნო უბნებზე. 2014 წელსაც, იგივე მაჩვენებლით, კვლავ რაჭა-ლეჩხუმი ლიდერობდა - 61.2%-ით. ისევე როგორც 2014 წელს, 2017 წელსაც არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. საქართველოს მასშტაბით, ხმების რაოდენობა 5-6 ძირითად პარტიას შორის გადანაწილდა.   გრაფიკი 1: პარტიების რეიტინგი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (%) image001 erti   გრაფიკი 2: პარტიების რეიტინგი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (%) image003ori როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკებიდან ჩანს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე გაზრდილია. ამავე დროს, შემცირებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ დაარსებულ „ევროპულ საქართველოს“ მოქალაქეთა 10%-მა ნდობა გამოუცხადა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის პრორუსულ პარტიას, მას მხარდაჭერა მკვეთრად შეუმცირდა, თუმცა, გაზრდილია „პატრიოტთა ალიანსისადმი“ ამომრჩეველთა ნდობა.   ცხრილი 1: "პატრიოტთა ალიანსის" შედეგები ბოლო სამი არჩევნების მიხედვით
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 66 805 (4.72%) 88 097 (5.01%) 98 585 (6.56%)
  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე მეტად გამოირჩევა პოპულისტური მესიჯებით და დაპირებებით, რომელთა უმრავლესობა რეალობისგან შორსაა და ხშირად წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესთან. მაგალითისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ახალქალაქის მერობის კანდიდატი სამველ პეტროსიანი, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას სომხეთის გენოციდის აღიარებას ჰპირდებოდა. აღნიშნული დაპირება, ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას და ეროვნულ ინტერესებს, გამომდინარე იქიდან, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება საქართველოს მხრიდან კიდევ უფრო დაძაბავს რეგიონში არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა, საქართველო ახლო ურთიერთობაშია აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აღნიშნულს. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება ერიდებოდა ამ მიმართულებით თამამი განცხადებების გაკეთებას. საქართველოს და სომხეთს გენოციდის აღიარების გარეშეც მყარი პარტნიორული ურთიერთობები აქვთ. პეტროსიანის შედეგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ახალქალაქში და შეადგენს 32.32%-ს. ასევე, ირმა ინაშვილი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა თბილისში რეფერენდუმის  ჩატარების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ თბილისში რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია. რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში ვკითხულობთ: „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”. იგივე კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი 3 შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის  და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნის შემთხვევებში. აღნიშნული დაპირება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა იყო. აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მოუხშირა მოსკოვში ვიზიტებსაც. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რას ლაპარაკობენ ისინი ოკუპანტ ქვეყანასთან. ამ ამბების ერთადერთი წყარო თავადვე არიან, შესაბამისად, დიდია შანსი, რომ ისინი საუბრობენ საკითხზე, რომელზე საუბრის მანდატიც არ გააჩნიათ და საზოგადოებას უყვებიან იმას, რაც თავისი შეხედულებით მართებულად მიაჩნიათ. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს აღნიშნული პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე და მიეწოდოთ ამომრჩევლებს საპირწონე ალტერნატიული ან/და სახელმწიფოებრივი ინფორმაცია.
თეგები:
ბიუჯეტის ხარჯები
წითელი ჯვარი
დევნილთა პარტია
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
Pfizer
ირინა გურგენაშვილი
ირინა გურგენაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა