ჯულაყიძემ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 42 სპორტული მოედანი და სტადიონია. ამათში შედის 15 სტადიონი, რომელთაგან ერთი ცენტრალური სტადიონია, იგი 1956 წელს აშენდა.მუნიციპალიტეტში არსებული 27 სპორტული მოედნიდან 2006-2012 წლებში 10 აშენდა, ხოლო 13 მოედნიდან 2009-2012 წლებში 11 შევიდა ექსპლუატაციაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა მხოლოდ ერთი სპორტული მოედანი სოფელ სამტრედიაში, რომელიც 2014 წელს აშენდა. სამუშაოები 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. პროექტი ადგილორივი თემის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა.
საერთო ჯამში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვით, ტყიბულში არსებული სპორტული მოედნებიდან და სტადიონებიდან 19 საბჭოთა პერიოდშია აშენებული, 22 „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში და 1 „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. სულ კი, როგორც უკვე ვთქვით, 42 ასეთი ტიპის ობიექტია.
რაც შეეხება სპორტული ობიექტების რეაბილიტაციას, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ფაქტ-მეტრს აცნობეს, 2013-2017 წლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ ობიექტს – შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბ „მეშახტის“ საწვრთნელი ბაზის სტადიონს (სოლომონ მეორის N1), რისთვისაც 79 664 ლარი დაიხარჯა, რომლის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიგეგმადა 2017 წელს განხორციელდა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
დასკვნატყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 42 სპორტული მოედანი და სტადიონია, რომელთაგან 22 აშენდა 2006-2012 წლებში, 19 – საბჭოთა პერიოდში და მხოლოდ ერთი შევიდა ექსპლუატაციაში 2014 წელს. ამასთან, 2013 წლიდან სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შეკეთდა მხოლოდ „მეშახტის“ საწვრთნელი ბაზის სტადიონი ქალაქის ტერიტორიაზე. თუმცა, "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი განცხადებაში გულისხმობს დასახლებულ პუნქტებში მოწყობილ სპორტულ მოედნებს და არა სპორტული კლუბის საკუთრებაში არსებულ სტადიონებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, რუსლან ჯულაყიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.