დან) ონიაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
გორში სულ 56 მუნიციპალური ბაღია, აქედან 18 ქალაქის ტერიტორიაზე, 38 კი - სოფლად. შესაბამისად, თვითმმართველობის მოქმედი კანონის თანახმად, ბაღების პირველი ნაწილი (18) მერიას ექვემდებარება, მეორე კი გორის (38) თემის გამგეობას (რომელსაც ამჟამად „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით ონიაშვილი ხელმძღვანელობს).
გორის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გარკვეულ ნაწილს მატერიალური რესურსით ცენტრალური ხელისუფლება ან უცხოელი დონორიეხმარებოდა.
გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ინფორმაციით,რეაბილიტირებული საბავშვო ბაღების რაოდენობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, მუნიციპალიტეტში სარემონტო სამუშაოები 2014 წლიდან დღემდე სულ 26 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა. გარდა ამისა, სამი ახალი დაწესებულება აშენდა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლებული საბავშვო ბაღების გახსნა ამ დრომდე ზოგიერთ სოფელში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. პრობლემების არსებობის გამო ახალი სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყო 7 საბავშვო ბაღში, აქედან 4-მა მათგანმა ინვენტარის (ჭურჭლის) შეძენა ვერ მოასწრო. საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,შესაბამისი ტენდერი კომპანიების მხრიდან უხარისხო პროდუქტის შეთავაზების შედეგად ჩაიშალა.
როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ერთ-ერთი (ქვემო ხვითის) საბავშვო ბაღი ამ დრომდე უფუნქციოდაა დარჩენილი. ადგილობრივების ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობის გამო სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნაწილი განათლებას ვერ იღებს, ნაწილს კი მშობლლები ქალაქში ატარებენ. დავით ონიაშვილი ადასტურებს,რომ რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი აღნიშნულ სოფელში არ ფუნქციონირებს, თუმცა პრობლემა, რომელიც იქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის მიზეზით შეიქმნა, აღმოფხვრილია და შენობა აღსაზრდელებს უახლოეს დღეებში მიიღებს.
საწინააღმდეგოს აცხადებს ამ ბაღის დირექტორი მაია გურასპაშვილი. მისი განმარტებით,საბავშვო ბაღის შენობა მეოთხე წელია რემონტდება, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის და ამ მდგომარეობაში შენობის გახსნა შეუძლებელია. ის ირწმუნება, რომ თუ არჩევნებამდე ამ ბაღს არ გახსნის სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
ქვემო ხვითის მსგავსად საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს არც სოფელ ზერტში. როგორც აღმოჩნდა, შენობას დანგრევის საფრთხე ემუქრება. ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ,რომ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე შენობას მოულოდნელად მოცულობითი ბზარები გაუჩნდა, რის გამოც, სპეციალისტების რეკომენდაციით, შენობა დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის განმარტებით კი ამ სოფელში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციამდე ალტერნატიული ფართის მოძიება მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში საბავშვო ბაღიოფიციალურად 2 ოქტომბერს გაიხსნა, თუმცა სარემონტო სამუშაოები სამშენებლო კომპანიას ჯერ არ დაუსრულებია.
გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ანესაშვილის თქმით, ობიექტი ექსპლუატაციისთვის მზად არაა, თუმცა, ბავშვებისთვის იქ ყოფნა საფრთხეს არ წარმოადგენს.
ორჯერ ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად დღემდე არ ფუნქციონირებს ფხვენისის საბავშვო ბაღი. ორჯერ გამოცხადებული ტენდერიც ჩაიშალა და დაწესებულებაშივერ მოესწრო გათბობის სისტემის დამონტაჟება. თუმცა, გამგეობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ სოფლის საბავშვო ბაღი რეაბილიტირებულთა ნუსხაშია შეყვანილი.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის რჩება სოფლები, სადაც საბავშვო ბაღი მოსახლეობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ აშენებულა ან 90-იანი წლების შემდეგ არ გარემონტებულა. მაგალითად, სოფელ ყელქცეულში ბაღი 90-იანი წლების შემდეგ არასოდეს ყოფილა და ბავშვები სკოლამდელ განათლებას ამ დრომდე ვერ იღებენ, სოფელ ქვახვრელში კი საბავშვო ბაღი ძველ შენობაში ფუნქციონირებს.
რაც შეეხება გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რაოდენობას, გამგეობის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში სულ 2 450 აღსაზრდელი ირიცხება.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე რეაბილიტაცია 26 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა, თუმცა ყველა მათგანი არ გახსნილა (მაგ. ზერტში, ფხვენისსა და ქვემო ხვითში). ასევე, გაიხსნა სამი ახალი ბაღი. განცხადების მეორე ნაწილი კი, რომელიც აღსაზრდელების რაოდენობას ეხება, რეალურ მონაცემებთან მიახლოებულია, თუმცა ბოლომდე ზუსტი არ არის.
შესაბამისად, დავით ონიაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.