იტვირთება

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთო ნათესების ფართობის მოცულობა კლებადიადა 2013 წელთან შედარებით, 2016 წელს 30%-ით შემცირდა. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საერთო ნათესების ფართობის მოცულობა გაზრდილია, რაც სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამას დაუკავშირა.

ფაქტ-მეტრიორივე განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საგაზაფხულო და საშემოდგომო ნათესი კულტურების ფართობის მოცულობა 2013 წლიდან კლებადია. ცხრილი 1-დან ჩანს, რომ 2016 წელს ნათესი ფართობების მოცულობა სულ 240 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 22.8%-ით ნაკლებია. ​მათშორის, განსაკუთრებული კლების ტენდენციით საგაზაფხულო კულტურების ნათესების ფართობის მოცულობა გამოირჩევა. ეს მაჩვენებელი 2013 წელს 258.2 ათასი ჰექტარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს კი - 30.5%-ით შემცირდა და მისი ფართობი 179.5 ჰექტარს მოიცავს.

ცხრილი 1:საერთო ნათესების მოცულობა 2013-2017* (ათასი ჰექტარი)

წელი 2013 2014 2015 2016 2017
ნათესი ფართობი, სულ 310,7 274,9 263,7 240,0 215,1
საშემოდგომო კულტურები(ხორბალი, ქერი) 52,5 58,4 56,2 60,5 51,1
საგაზაფხულო კულტურები 258,2 216,5 207,5 179,5 164,0
მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები 183,8 154,6 142,7 119,5 111,3
მათ შორის სიმინდი 150,4 129,1 114,1 95,5 84,9
კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები 48,6 41,2 43,8 38,9 36,2
სხვა კულტურები 25,8 20,8 21,0 21,1 16,6

წყარო:სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ნახსნები პროგრამა მცირემიწიანი ფიზიკური პირებისთვის (1.25 ჰექტარამდე) ხვნის სერვისის ან/და მინერალური სასუქების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამა 2013 წელს დაინერგა, თუმცა 2017 წლისთვის გაუქმდა. “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის” პროგრამიდან 2013 წელს 190.4 მლნ ლარიდაიხარჯა.მომდევნო სამი წლის მანძილზე, წელიწადში პროგრამის საშუალო ხარჯი 50 მლნ ლარს შეადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობების მოცულობა მცირდება (იხ. ცხრილი1), რომელთა დამუშავებისთვისაც გასული სამი წლის მანძილზე სუბსიდიის გაცემა ხდებოდა.

ცხრილი 2:მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა

წელი თანხა (ლარი) ბენეფიციარი
2013 190 446 914 710 479
2014 69 954 923 757 145
2015 56 858 420 767 017
2016 50 777 652 772 626

წყარო:სოფლისმეურნეობისპროექტებისმართვისსააგენტო

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბოლო, 2016 წელს, დამუშავებული ფართობების მოცულობა355 550 ჰექტარით დაიგეგმა, თუმცა ფაქტობრივმა მოცულობამ 222 753 შეადგინა.

ჩვენ 2013 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის მონაცემებიც შევისწავლეთ. ცხრილი 3-ში ჩანს, რომ 2006-2012 წლებში ნათესი ფართობების მოცულობის დაბალი მაჩვენებლით 2010 (256.7 ათასი ჰა) და 2012 (259.6 ათასი ჰა) წლები გამოირჩევა. ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ნათესი ფართობი 2006 წელს დამუშავდა, რაც 330.2 ათას ჰექტარს მოიცავდა, თუმცა მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი 297.2 ათას ჰექტარს არ აღემატებოდა.

ცხრილი 3:საერთო ნათესების მოცულობა 2006-2012 (ათასი ჰექტარი)

წელი 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012
ნათესი ფართობი, სულ 330,2 297,2 329,3 289,7 256,7 262,4 259,6
საშემოდგომო კულტურები
(ხორბალი, ქერი)
76,6 55,0 58,6 60,5 58,8 50,8 54,1
საგაზაფხულო კულტურები 253,6 242,2 270,7 229,2 197,9 211,6 205,5
მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები 150,8 151,0 176,9 156,3 132,6 140,6 132,8
მათ შორის სიმინდი 129,1 125,5 146,2 130,1 108,6 121,2 114,8
კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები 56,4 58,9 54,8 44,3 48,3 45,3 52,6
სხვა კულტურები 46,4 32,3 39,0 28,6 17,0 25,7 20,1

წყარო:საქსტატი

2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 22 მლნ ლარზე მეტი გამოიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, რითაც 2008 წლის იანვრიდან 350 ერთეული ტრაქტორი გადანაწილდა სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, 2008 წლის ბიუჯეტში 33 მლნ ლარი დიზელის საწვავის შესაძენად გამოიყო, რომელიც თითოეულ მოსახლეს 20-20 ლიტრის ოდენობით დაურიგდა სახნავ-სათესი სამუშაოებისთვის. სწორედ ამ წელს, საერთო ნათესების ფართობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 32.1 ათასი ჰექტარით გაიზარდა და 2006 წლის მოცულობას გაუთანაბრდა. 2009 წელს კი, მთავრობამ 23.8 მლნ ლარის ღირებულების 941 541 ტომარა მინერალური სასუქი შეიძინა, რომელიც მოსახლეობას დაურიგდა. თუმცა, მოსახლეობისთვის გაუნაწილებელი6 285 ტომარა საპატრიარქოს გადაეცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" პროგრამის ბენეფიციარი ყოველწლიურად საშუალოდ 760 ათასია, ხოლო თითოეულ ბენეფიციარზე გასაცემი სუბსიდიის ხარჯი საშუალოდ 65 ლარი, რითაც ყოველწლიურად, საშუალოდ, 220 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის დამუშავება ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშებში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანი იყო იმ გლეხების დახმარება, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად რესურსები არ გააჩნდათ. მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა გაუქმდა, 2017 წლის ექსპრეს მონაცემებით, 215.1 ათასი ჰექტარი უკვე დამუშავდა, რაც კიდევ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ხსნებული პროგრამა არ იყო მიზნობრივი და პროგრამის ბენეფიციარები იყვენენ ის პირები, რომლებსაც მიწების დამუშავების შესაძლებლობა სუბსიდიის გარეშეც გააჩნდათ.

დასკვნა

2013 წელთან შედარებით, 2016 წელს ნათესი ფართობები 22.8%-ით შემცირდა, საგაზაფხულო ნათესების ფართობი კი 30.5%-ით.

საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ სახნავ-სათესი მიწების დასამუშავებლად გაცემული სუბსიდია (ვაუჩრები, დიზელი, მინერალური სასუქები) საერთო ნათესების ფართობების უმნიშვნელო ზრდას იწვევს, რადგან სუბსიდიების გარეშეც, საქართველოში თითქმის იმდენივე ფართობი ითესება, რამდენიც ზემოხსენებული პროგრამების არსებობისას.აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა 2013 წელს სახნავ-სათესი სამუშაოების სუბსიდიისთვის ყველზე მეტი თანხა დაიხარჯა, საერთო ნათესების მოცულობამ 2007 წლის მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბა, ხოლო 2006 წელთან შედარებით 19.5 ათასი ჰექტარით ნაკლები იყო.

ფაქტ-მეტრისდასკვნით, ლელა ქებურიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე, ხოლო გიორგი კაკაურიძისგანცხადება კი -მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3215 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი