არსებობს მსოფლიო ინოვაციური ქალაქების სია, სადაც შედის 550 ქალაქი. თბილისი ამ ჩამონათვალში არის 425-ე. ასევე არსებობს ბედნიერების ინდექსი, რითიც რეალურად იზომება ქვეყნის წარმატება, 150 ქვეყანაა შეფასებული და საქართველო არის 125-ე ადგილზე".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ინოვაციური ქალაქების ინდექსი წარმოადგენს მსოფლიოს ქალაქების კლასიფიკასციას და მათ რანჟირებას ინოვაციური ეკონომიკის პოტენციალის მიხედვით. 2016-2017 წლების სიაში შესულია 500 ქალაქი. აღნიშნული ინდექსი ქალაქების პოტენციალს აფასებს მათი ურბანული ეკონომიკისათვის საჭირო იდეების, მათი განხორციელებისა და კომუნიკაციის საფუძველზე. არსებობს სამი ძირითადი ფაქტორი,რომელიც ახდენს ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებას. ესენია - კულტურული აქტივობები, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა და ქსელური ბაზრები. სწორედ ისინი ზომავენ წინაპირობებს ინოვაციური იდეის წარმატებულ გლობალურ (ან რეგიონულ) პროექტად განხორციელებისათვის.
მსოფლიოს ინოვაციური ქალაქების სიის შექმნისას ქალაქები ფასდებიან 162 სტანდარტული ინდიკატორის მიხედვით. მათ შორისაა: არქიტექტურული დაგეგმარება, ახალგაზრდული აქტივობები, საერთაშორისო კონფერენციები, სიმდიდრის განაწილება, ჰაერის სისუფთავე, რეკრეაციული ზონები, გენდერული თანასწორობა, განათლების დონე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, უმუშევრობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეცნიერებისა და ინჟინერიის განვითარების დონე, მთავრობის სტაბილურობა და პასუხისმგებლიანობა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმი, კრიმინალის დონე, მშრომელთა და მოქალაქეთა უფლებები, ძალთა გადანაწილება, ქალაქის შიდა კომუნიკაციები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სხვა. აღნიშნული ინდექსი მაოსფლიოს ქალაქებს 4 ქვეკატეგორიადყოფს, რომელთაგან პირველია "Nexus"-ის ჯგუფი, მეორე - "Hub", მესამე - "Node" და მეოთხე - "Upstart".
2016-2017 წლის სიისმიხედვით, ყველაზე ინოვაციური ქალაქი ლონდონი გახდა, 60 ქულიანი (მაქსიმუმი) შეფასებით, მეორე ადგილზეა - ნიუ-იორკი 59 ქულით, ხოლო მესამეზე - ტოკიო, 56 ქულით. რაც შეეხება თბილისსს, ის 427-ე ადგილს იკავებს 32 ქულით და “Node” ქვეჯგუფშია გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ იდენტური მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსაც. უკეთესი მონაცემითა და რეიტინგის 409-ე ადგილით გამოირჩევა კიევი, ასევე ტირანა - 401-ე ადგილით და ა.შ.
რაც შეეხება ბედნიერების ინდექსს, ამ შემთხვევაში, კლასიფიკაცია არა ქალაქების, არამედ ქვეყნების მიხედვით ხორციელდება. ბედნიერების მაჩვენებლის კვლევისას ხორციელდება მოსახლეობის გამოკითხვა, მათ უნდა მიუთითონ თავიანთი ბედნიერების ინდექსი ექვსი ფაქტორისმიხედვით. ესენია - მშპ-ის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, კეთილდღეობის, სოციალური დახმარების, თავისუფლებისა და კორუფციის დონეები.
მსოფლიოს ბედნიერების ინექსის 2017 წლის ანგარიშშიწარმოდგენილია 155 ქვეყნის მაჩვენებელი, რომელთაგან პირველ სამ ადგილს ნორვეგია, დანია და ისლანდია ინაწილებენ. საქართველო სიაში 125-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბედნიერების ინდექსის 2017 წლის ანგარიშში ასახულია, თუ რა ცვლილებები განიცადეს სახელმწიფოებმა 2005-2007 წლებიდან 2014-2016 წლებამდე. ნაჩვენები პროგრესის მიხედვით, 126 ქვეყნიდან საქართველო მე-17 ადგილს იკავებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ნეგატიური მაჩვენებლისა (155 ქვეყნიდან 125-ე ადგილის დაკავება), ქვეყანა მაინც პროგრესირებს.
დასკვნაინოვაციური ქალაქების ინდექსის 2016-2017 წლების სიაში შესული მსოფლიოს 500 ქალაქიდან თბილისი 427-ე ადგილს იკავებს. ბედნიერების ინდექსის მიხედვით კი, რომელიც ქვეყნების მიხედვითაა კლასიფიცირებული, საქართველო 155 ქვეყნიდან 125-ე ადგილზეა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.