• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები და მხარდამჭერები "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებად

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები და მხარდამჭერები "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებად

16/10/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მხარდამჭერები „ქართული ოცნების” სახელით კენჭს არაერთ რეგიონში იყრიან. ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარტიული სიები და მერობის კანდიდატთა ოფიციალური ნუსხა საჯარო და ხელმისაწვდომია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი მერობის კანდიდატებიდან 18 მოქმედი მერი და გამგებელია, 15 - ბიზნესმენი, 8 - საკრებულოს მოქმედი წევრი, 1 პროკურორი, 5 კი საბანკო სექტორში იყო დასაქმებული. გარდა ამისა, ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში არიან მედიის, სპორტის, კულტურის, განათლების სფეროს, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყების ყოფილი წარმომადგენლები. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთ რეგიონში მმართველი გუნდი მუნიციპალიტეტის მომავალ ბედს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს ანდობს, თუმცა, ახლა უკვე შეცვლილი პოზიციებით. ხაშური - მუნიციპალიტეტში მოქმედი გამგებლის მერობის კანდიდატად დასახელებას „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში შიდა განხეთქილება მოჰყვა. გიორგი გურასპაშვილს თანაპარტიელებმა 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები შეახსენეს, რა დროსაც ის "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიის მე-16 ნომერი იყო. აღნიშნულს ფაქტ-მეტრთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც ადასტურებს. როინ მახარობლიძის თქმით, იმ პერიოდში გურასპაშვილი ხუთეულში შეყვანას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ამის გამო დატოვა პარტია. გურასპაშვილი აღნიშნულ განცხადებას არ ადასტურებს  და აცხადებს, რომ ავტორიტეტულობის გამო სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნებართვოდ ჩასვა. პარტიული სია 2006 წელს ხაშურის გამგეობის გაზეთში („ხაშურის მოამბე“) დაიბეჭდა. გურასპაშვილს ეს არ გაუპროტესტებია, რადგან მისი განმარტებით, მაშინ პოლიტიკური ინტერესები არ ჰქონია. ის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არასოდეს ყოფილა და ამ პარტიისთვის ხმა არცერთ არჩევნებზე არ მიუცია. ახმეტა - ახმეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ სოსო ქარუმაშვილია. 2009-2010 წლებში ის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულად ქალაქ ახმეტის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. 2010 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით, (პარტიულ სიაში 27-ე იყო) გახდა ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოში 4 წლის მანძილზე ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში კი, სოსო ქარუმაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გელა სამხარაულის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. გურჯაანი - „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილია. ის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მე-13 ნომერი იყო. მაშინ ხანდამაშვილი საკრებულოს წევრი არ გამხდარა. 2009 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე არჩილ ხანდამაშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველად მუშაობდა. ზუგდიდი - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზუგდიდში, ლაშა გოგია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ამ პარტიის წევრი იყო. უფრო მეტიც, როგორც ენმ-ში განმარტავენ პარტიის დატოვების თაობაზე მათთვის ოფიციალურად ჯერაც არ უცნობებია. ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ლაშა გოგია 2005 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი იყო. 2005-2008 წლებში კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ (2005-2006 წლებში), შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ (2006-2008 წლებში) მუშაობდა. ფოთი - ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია 2006-2010 წლებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის საკრებულოს წევრი იყო. 2012 წელს მან „ნაციონალური მოძრაობას“ 10 000 ლარი გადაურიცხა, ხოლო 2016 წლის 1 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ახალციხე - ფოთის მსგავსად "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველია „ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატიც. ბიზნესმენმა ზაზა მელიქიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მაშინდელ სახელისუფლებო პარტიას 50 000 ლარი შემოწირულობის სახით გადაურიცხა. ამჟამინდელი მმართველი გუნდი არ უარყოფს, რომ რეგიონების ნაწილში მერობის კანდიდატებად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მხარდამჭერები, შემომწირველები და წევრები ჰყავთ წარდგენილნი. ამის საფუძვლად "ქართული ოცნება" კვალიფიკაციური კადრების წარმოჩენას ასახელებს. პარლამენტის დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ პოლიტიკური წარსულის გამო კომპეტენტური კადრის დაწუნება არასწორია.
თეგები:
ეკლესიის დისკრედიტაცია
ბიუჯეტის ხარჯები
ასოცირების ხელშეკრულება
სკოლები
დევნილთა პარტია
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა