"ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ რაც შეიძლებამეტი სოციალური დახმარება გავცე, არამედ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს დასჭირდეს სოციალური დახმარება", - ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის მთავარი დაპირებაა, რაზეც, როგორც თავად ამბობს ფაქტ-მეტრთან" საუბრისას, დამყარებულია მთელი მისი პროგრამა და დაპირებები. ის ამბობს, რომ ყველა მისი დაპირება და გეგმის თითოეული საკითხი მერის ერთი ვადის პერიოდისთვის არის გაწერილი და ყველაფერი ამ ოთხ წელში შესრულდება, რადგან არ სურს, მოსახლეობას შორი პერსპექტივის დაპირებები მისცეს.

  • პირველ რიგში იმით დავიწყოთ, თუ რატომ უნდა აგირჩიოთ თბილისის მოსახლეობამ კონკრეტულად თქვენ, რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან და რას თვლით თქვენ საკუთარ უპირატესობად?
ზაალ უდუმაშვილი: ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვისზე გააკეთებს არჩევანს. თუმცა, მე შემიძლიავთქვა, რომ ჩემი პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ თბილისს, გაწერილია ზუსტად იმ ოთხ წელზე, რა დროშიც მე ვაპირებ ქალაქში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას. აქ არ არის ისეთი დაპირებები, რომელიც შეიძლება გრძელვადიანი იყოს და მის განხორციელებას 20-30 წელი დასჭირდეს. არის კონკრეტული მიმართულებები, რის განხორციელებასაც მე ვაპირებ ზუსტად ოთხ წელიწადში. ეს, რა თქმა უნდა, არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაპირებები და ყველაფერი გაწერილი იქნება კონკრეტული ვადების მიხედვით და მისი შესრულებაც ამ თარიღების მიხედვით მოხდება.
  • თქვენი მთავარი დაპირება რა არის?
ზაალ უდუმაშვილი: დაპირება ბევრია, მაგრამ მე იმ ძირითადს ჩამოვთვლი, რასაც თავად თბილისელები ასახლებენ ქალაქში მთავარ პრობლემებად. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სოციალური მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც არის ადამიანი და მათ სოციალურ პრობლემებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სამწუხაროა, რომ ქალაქში ამდენი უმუშევარი და სოციალურად დაუცველი გვყავს, მაგრამ ეს არის რეალობა და ამ პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა მერიამაც უნდა მიიღოს. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის ის, რომ ყველა სოციალურად დაუცველი, რომლის სოციალური სტატუსიც 200 ათას ქულამდეა განსაზღვრული, თბილისის მერიისგან მიიღებს 50 ლარიან დახმარებას. ასევე, ყველა ოჯახი, რომელსაც წელიწადში 40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ახალშობილზე მიიღებს 1 000 ლარიან დახმარებას და უფასო სასადილოები, რომლებიც დღეს თბილისში მრავლად არის და სადაც დაახლოებით 40 ათასი ბენეფიციარია რეგისტრირებული, მათი დაფინანსებაც დაახლოებით სამჯერ გაიზრდება, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება ნორმალური საკვები მიიღოს. ცალკე არის ეკოლოგიური პრობლემა და, როდესაც თბილისელების მთავარ პრობლემებს ასახელებ, სამ უმთავრეს პრობლემას შორისაც კი არის ეკოლოგიური მდგომარეობა. ამ პრობლემის გადაჭრას რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად სჭირდება ფრონტის ხაზის გახსნა იმიტომ, რომ მხოლოდ გამწვანებით ამ პრობლემას ვერ გადავჭრით.
  • როგორ უნდა გადაიჭრას, თქვენი გეგმა რას გულისხმობს?
ზაალ უდუმაშვილი: აქ არის რამდენიმე მიმართულება და, რა თქმა უნდა, მათ შორის გამწვანება, ქალაქს სჭირდება რეკრეაციული ზონები. გარდა იმისა, რომ არსებული სკვერები და პარკები უნდა განვაახლოთ, უნდა შეიქმნას სარეკრეაციო ზონები. მაგალითად, მე მაქვს ცენტრალური პარკის პროექტი, რომელიც იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა განხორცილდეს, რითაც, დაახლოებით წელიწადნახევარში თბილისს ექნება ევროპული დონის დასასვენებელი პარკი. ასეთი დიდი პარკი უნდა გაკეთდეს ასევე ზოოპარკის ტერიტორიაზე და ორთაჭალაში. ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისას მეორე და მთავარი მიმართულება არის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება, რაც ქალაქში საცობებით არის განპირობებული იმიტომ, რომ დღეს რეალურად პიკის საათი აღარ არსებობს და ქალაქში 24 საათიანი პიკის საათია და სწორედ საცობში არსებული გამონაბოლქვი არის დღეს ჰაერის მთავარი მტერი. საცობების პრობლემის მოგვარებას, თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულებით სჭირდება ბრძოლა. ეს არის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიწყოს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრინციპში არც ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. ეს არის ახალი გზები, ახალი ხიდები და ესტაკადები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, იმიტომ, რომ დღეს ქალაქში ავტობუსების საგრძნობი ნაკლებობაა და თბილისს დაახლოებით 1 000-მდე ავტობუსი უნდა ემსახურებოდეს, რათა ნორმალურად იფუნქციონიროს. თუმცა, დღეს ქალაქში დაახლოებით 500 ავტობუსია.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება როგორ უნდა მოხდეს, მხოლოდ ავტობუსების რაოდენობის გაორმაგებით თუ სხვა კომპონენტებსაც ითვალისწინებთ?
ზაალ უდუმაშვილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითრებისას მთავარი მიზანი არის ის, რომ ავტომფლობელს მივცეთ საშუალება, ის გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ავტომანქანამ იმოძრაოს ქალაქში. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მათ სწრაფ და კომფორტულ სერვისს შევთავაზებთ. ეს არის ძირითადი მიზანი, რომ უნდა იყოს ბევრი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, რაც მთავარია, უნდა იყოს კომფორტული. ამიტომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ყოველწლიურად უნდა შევავსოთ ავტოპარკი, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომელიც ქალაქს აკმაყოფილებს. რაც მთავარია, თბილისში ერთიანი სატრანსპორტო გეგმა უნდა შემუშავდეს, დღეს ქაოტური სიტუაცია გვაქვს. დღევანდელი პრაქტიკა სეთია, რომ აიღებენ ერთ კონკრეტულ მოედანს, მოიწვევენ სპეციალისტებს და იქ ადგენენ სატრანსპორტო გეგმას. ერთი მოედანი და ერთი ქუჩა ვერ ჭრის ქალაქის პრობლემას. ერთიანად უნდა შედგეს ქალაქის სატრანსპორტო გეგმა, რომელიც დაარეგულირებს დედაქალაქში მოძრაობის წესებსა და მიმართულებებს. ანუ, სად შუქნიშანი უნდა იყოს, სად ცალმხრივი, სად ორმხრივი მოძრაობა და .. ეს ყველაფერი არის დიდი სატრანსპორტო გეგმის ნაწილი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალაქის განტვირთვას. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ავტომატურად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
  • თქვენც ფიქრობთ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა და შესაბამისად, მოსახლეობას ამასაც ჰპირდებით?
ზაალ უდუმაშვილი: არა, სხვა რაღაცას ვგულისხმობ. შესაძლოა, დასაქმება მერის პირდაპირი მოვალეობა არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, იმიტომ, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის. შესაძლოა, ოპონენტებმა ისიც კი თქვან, რომ ეს დროებითი სამუშაო ადგილები იქნება, რადგან როდესაც ეს ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება, ეს სამუშაო ადგილებიც აღარ იქნება, მაგრამ ეს ასე არ არის. ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის როგორც დროებით, ასევე მუდმივ სამუშაო ადგილებს. მაგალითისთვის, როდესაც ახალი ესტაკადა კეთდება, როდესაც დასრულდება, მას სჭირდება თავისი დამატებითი ინფრასტრუქტურა, ეს იქნება კაფე, რესტორანი, ბენზინგასამართი სადგური, თუ სასტუმრო, რაც ამ ესტაკადას მოჰყვება, ეს არის უკვე ის, რაც შემდეგ უკვე მუდმივ სამუშაო ადგილს ქმნის, ასე რომ, დასაქმების მხრივ თუ ვიტყვით, მერია უნდა გახდეს შუამავალი ბიზნესსა და მოსახლეობას შორის.  საბოლოო ჯამში, ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ რაც შეიძლება მეტი სოციალური დახმარება გავცე, არამედ ჩემი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს დასჭირდეს სოციალური დახმარება. ანუ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული და თავისი შრომით მიიღოს შემოსავალი და არ იყოს სახელმწიფოს კმაყოფაზე. კიდევ ერთი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლება. აქაც მერიამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს მომავალი მთლინად დამოკიდებულია განათლებულ ახალგაზრდებზე და მე მაქვს ინიციატივა, რომ ყველა წარჩინებული თბილისელი სტუდენტი სასწავლო კურსს აუცილებლად გაივლის უცხოეთში და ამას მერია დააფინანსებს. ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების, რომელთა სარეიტინგო ქულაც ასევე 200 ათასამდეა, სწავლის საფასურსაც დააფინანსებს მერია და ამას იმიტომ ვიძახი, რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ძალიან ხშირად, უბრალოდ, დრო არ რჩებათ სწავლისთვის და ისინი იძულებულნი არიან, რომ სამსხური ეძებონ, რათა ეს სწავლის საფასური გადაიხადონ და ძალიან ხშირად სტატუსი უჩერდებათ იმის გამო კი არა, რომ სწავლა არ უნდათ, არამედ იმიტომ, თეგები: