„დღეს ჩვენ გვაქვს [„გმირთა ხეივანში“] 12 მიმდინარე საინვესტიციო პროექტი... ამ პროექტების ჯამური ღირებულება აღემატება 600 მლნ ლარს“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
„გმირთა ხეივანი“ ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარეობს. ამ ტერიტორიას თავდაპირველად, 2009 წელს, "შეიხის ხეივანი"ეწოდა და მისი განვითარება შეიხის მიერ ნაჩუქარი პალმების დარგვით დაიწყო. მოგვიანებით, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში კი, სახელი შეეცვალა.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, ქალაქმშენებლობის დეპარტამენტმა „გმირთა ხეივნის“ განვითარების კონცეფციაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წელს დაასრულა. როგორც კონცეფციიდანირკვევა, ბოლო მონაცემებით, „გმირთა ხეივნის“ ტერიტორიაზე სულ ცხრა საინვესტიციო ნაკვეთი მდებარეობს, რომელთა საერთო ფართი 29 343 კვ.მ-ს შეადგენს. ამ ტერირორიაზე მოქმედი K1 კოეფიციენტი (გვიჩვენებს ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რამდენი კვ.მ-ია დასაშვები) 0.7-ია, ხოლო K2-ს (გვიჩვენებს, რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები) დადგენილი კოეფიციენტი - 4.0-ია და ის სხვადასხვა ობიექტისთვის განსხვავებული ოდენობითაა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ობიექტების საერთო ფართმა, კონცეფციის მიხედვით, 252 326 კვ.მ უნდა შეადგინოს. საინვესტიციო ობიექტები წარმოადგენს მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობებს, რომლებშიც უნდა განთავსდეს სასტუმროს ნომრები, სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი და სავაჭრო ფართები, გასართობი, სპორტული და საბავშვო დანიშნულების ცენტრები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები, ე.წ. პოდიუმები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტ-მეტრს ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებაც მიაწოდა, რომლებსაც ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ. მათთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. ცხრილი 1:კომპანიები, რომლებსაც „გმირთა ხეივანში“ ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ და მათ მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა
კომპანია | ობიექტის დანიშნულება | ხელშეკრულების გაფორმების თარიღი | განსახორციელებელი ინვესტიცია, აშშ დოლარი | ინვესტიციის განხორციელების ვადა |
შპს DAR BUILDING | სასტუმრო არანაკლებ 80 ნომერი, გასართობი ცენტრი, საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ფართები,საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა ავტოსადგომი |
|
15 000 000 |
|
შპს DAR BUILDING | სასტუმრო არანაკლებ 50 ნომერი, გასართობი ცენტრი, საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ფართები,საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა ავტოსადგომი |
|
7 000 000 |
|
შპს „სახლი ხეივანში“ | სასტუმრო არანაკლებ 80 ნომერი, გასართობი ცენტრი, საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ფართები,საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა ავტოსადგომი |
|
9 000 000 |
|
შპს „ჯეო დეველოპმენტი“ | სასტუმრო არანაკლებ 80 ნომერი, სურვილის შემთხვევაში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტის განთავსება, მიწისქვეშა ავტოსადგომი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი |
|
9 300 000 |
|
შპს „ეიჩ-გრუპი“ | სასტუმრო არანაკლებ 60 ნომერი, სურვილის შემთხვევაში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტის განთავსება, მიწისქვეშა ავტოსადგომი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, გასართობი ცენტრი |
|
10 700 000 |
|
ჯორჯი რურუა | საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი, ბიზნესცენტრი |
|
23 000 000 |
|
ჯორჯი რურუა | სტუმრო არანაკლებ 100 ნომერი, საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები |
|
30 000 000 |
|
ჯორჯი რურუა | საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი, ბიზნესცენტრი, საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ობიექტები |
|
20 000 000 |
|
შპს „მწვანე ხეივანი“ | სასტუმრო არანაკლებ 100 ნომერი, საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საცურაო აუზი, დედათა და ბავშვთა გასართობი ცენტრი, სუპერმარკეტი, საზოგადოებრივი კვების ობიექტი |
|
40 000 000 |
|
როგორც ცხრილიდან ჩანს, „გმირთა ხეივანში“ ცხრა პროექტი ხორციელდება, ხოლო ინვესტიციების საერთო მოცულობა 134 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
დასკვნა„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „გმირთა ხეივანში“ 12 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა საერთო ღირებულება 600 მლნ ლარს აღემატება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ირკვევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიზე ცხრა პროექტი მიმდინარეობს, რომელთა განხორციელებისთვისაც არანაკლებ 134 მლნ აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს, რაც დღეისთვის არსებული კურსით (1 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 2.46 ლარი) 329 640 000 ლარს შეადგენს.
ფაქტ-მეტრი საკითხის დაზუსტების მიზნით განცხადების ავტორსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ის ორ ლოკაციაზე საუბრობდა (ახალ ბულვარსა და "გმირთა ხეივანზე") და შესაძლოა ციფრები აერია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი განცხადება იყო საპასუხო რეაქცია ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, მირდატ ქამადაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მიერ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სიუჟეტშიგაჟღერებულ ბრალდებაზე. კერძოდ, ქამადაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ „გმირთა ხეივნის“ განვითარების კონცეფცია არ გააჩნია. ჩვენ გავარკვიეთ, რომ კონცეფცია არსებობს, მაგრამ სახელისუფლებო კანდიდატის მიერ საპასუხოდ დასახელებული რიცხვები ზუსტი არაა.
შესაბამისად, ლაშა კომახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.