რომ ქუთაისის მერმა და მისმა ორმა მოადგილემ 2017 წლის 6 თვეში 10 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯეს, ხოლო მხოლოდ ქუთაისის მერმა ივნისში 1 000 ლიტრამდე საწვავი მოიხმარა.
„ახალი საქართველოს“ განცხადებას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია გამოეხმაურა,რომელმაც აღნიშნა, რომ ქუთაისის მერი არ ხარჯავს ზედმეტ საწვავს. მისი თქმით, დაფიქსირებული საწვავის ხარჯი განპირობებულია იმით, რომ მერს ხშირად უწევს მივლინებებში სიარული. „განცხადების ავტორებს ვურჩევ, თავიანთი ყოფილი პარტიის დროს მთავრობის ხარჯები დათვალონ და შეადარონ ჩვენსას“, - განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.
ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეებსა და სტრუქტურულ ერთეულებს მობილური ტელეფონების სარგებლობისთვის საჭირო თანხებისა და ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად აუცილებელი საწვავის ზედა ზღვრული ლიმიტი ქალაქის მერის, შოთა მურღულიას 2014 წლის 16 ივლისის ბრძანებითგანესაზღვრათ. მიღებული დოკუმენტით, ქუთაისის მერს თვეში 500 ლიტრი საწვავი უნდა მოეხმარა, ხოლო თბილისში მივლინებებისთვის, ერთჯერადად, 100 ლიტრი საწვავის გახარჯვა შეეძლო. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს კი ლიმიტი 400 და 300 ლიტრით განესაზღვრათ, ხოლო მივლინებისთვის საჭირო საწვავის ოდენობა (ერთჯერადად) – 80-80 ლიტრით. ამასთან, ქვეყნის სხვა ქალაქებში მივლინებისას საწვავის ოდენობის გამოთვლა თბილისში მივლინებისთვის საჭირო საწვავის პროპორციულად, მანძილზე გადაანგარიშებით, ხდება.
ზემოხსენებულ ბრძანებაში 2015 წლის მარტში ცვლილებაშევიდა, რომლითაც ქუთაისის მერს საწვავის მოხმარების ზედა ზღვრული ნორმა 100 ლიტრით, ხოლო მის მოადგილეებს 50-50 ლიტრით შეუმცირდათ. სამივლინებო ხარჯი კი არ შეცვლილა.
ყოველთვიური ლიმიტი დაუწესდა ქუთაისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსაც, 2016 წლის მარტის ბრძანებით მათ ჯამურად 6 250 ლ საწვავზე მეტი არ უნდა მოეხმარათ. ეს რიცხვი მომდევნო წლებში ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის მათთვის დაწესებული ლიმიტი 7 270 ლიტრს შეადგენს. ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს ქალაქის მერმა, რომელსაც ორი ავტომობილი ემსახურებოდა, ჯამში 9 420 ლიტრი საწვავი დახარჯა, რაც საშუალოდ თვეში 785 ლიტრს შეადგენს, ხოლო 2017 წლის I-VI თვეებში სულ 4 358 ლ საწვავი გამოიყენა,რაც საშუალოდ 726 ლიტრია თვეში. ამავე წლის მხოლოდ ერთი თვის, ივნისის მონაცემით კი, შოთა მურღულიას ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად 960 ლიტრი ბენზინი დაიხარჯა.
ჯამურად, ქუთაისის მერისა და მისი ორი მოადგილისთვის ივნისის თვეში 1 879 ლიტრი ბენზინი დაიხარჯა. ხოლო, იანვარ-ივნისის მიხედვით – 9 507 ლიტრი.
ვინაიდან ზვიად ჯავახიამ წინა ხელისუფლების პირობებში ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობაზე მიუთითა, ფაქტ-მეტრმა შედარებისთვის 2012 წლის მონაცემიც გამოითხოვა,საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წელს ქუთაისის მერი თვეში საშუალოდ 688 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, ხოლო ჯამურად, წლის განმავლობაში, მერისა და მისი ორი მოადგილის საწვავის ხარჯმა 13 440 ლიტრი შეადგინა, 2016 წელს კი ეს მონაცემი 18 917 ლიტრზე ავიდა. თუ 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებს გავითვალისწინებთ, ეს რიცხვი 2017 წლისთვისაც დაახლოებით იგივე იქნება.
ცხრილი 1:ქუთაისის მერისა და მერის მოადგილეების ავტომობილებით უზრუნველყოფაზე დახარჯული საწვავის ოდენობა
2012 | 2016 | 2017 (I-VI) | 2017 წ. ივნისი | |
ქუთაისის მერი | 8 260 (საშუალოდ 688 ლ თვეში) | 9420 (საშუალოდ785 ლ თვეში) | 4 358 (საშუალოდ 726 ლ თვეში | 960 |
მერის პირველი მოადგილე | 2 970 (საშუალოდ 247.5 ლ თვეში) | 5 687 (საშუალოლდ 474 ლ თვეში) | 2 466 (საშუალოდ 411 ლ თვეში) | 409 |
მერის მოადგილე | 2 210 (საშუალოდ 184 ლ თვეში) | 3 810 (საშუალოდ 317.5 ლ თვეში) | 2 683 (საშუალოდ 447 ლ თვეში) | 510 |
სულ | 13 449 | 18 917 | 9 507 | 1 879 |
ქუთაისის მერიის მიერ დახარჯული საწვავის ჯამური მონაცემების შედარებისას ირკვევა, რომ 2017 წლისთვის მერიას 77 ავტომობილი ემსახურება, აქედან 17 მერიის საკუთრებაშია, ხოლო 60 ერთეული თხოვების ხელშეკრულებითაა აყვანილი. ჯამურად, მერიის ავტომობილებმა იანვარ-ივნისში 53 810 ლ საწვავი მოიხმარეს. გასულ წელს კი ქუთაისის მერიის 88 ავტომობილს 101 641 ლიტრი საწვავი დასჭირდა. 2012 წელს მერიაში მოხმარებული საწვავის ოდენობა გაცილებით დიდი – 172 870 ლიტრი იყო. ცხრილი 2:
ქუთაისის მერიის ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა (ლიტრი)
2012 | 2016 | 2017 (I-VI) | |
მოხმარებული საწვავი | 172 870 | 101 641 | 53 810 |
მოხმარებული საწვავის საშუალო თვიური მაჩვენებლი | 14 404 | 8 470 | 8 968 |
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მაშინდელი (2012 წელს) მერი და მისი მოადგილეები დღევანდელ კოლეგებთან შედარებით გაცილებით ნაკლებს ხარჯავდნენ საწვავზე, ქუთაისის მერიის სამსახურების მიერ გახარჯული საწვავის მაშინდელი ოდენობა დღეს მერიის შესაბამისი სტრუქტურების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.
დასკვნაქუთაისის მერი და მისი მოადგილეები, მათი წინამორბედი საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, უფრო მეტ საწვავს ხარჯავენ საკუთარი ტრანსპორტირებისთვის, თუმცა, ჯამში, ქუთაისის მერიის ავტომობილების მიერ 2012 წელს მოხმარებული საწვავის ოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს.
ქუთაისის მერმა და მისმა ორმა მოადგილემ 2017 წლის იანვარ-ივნისში სატრანსპორტო უზრუნველყოფისთვის დაახლოებით 10 ათას ლიტრამდე საწვავი მართლაც მოიხმარეს. ხოლო, ქუთაისის მერის მიერ ივნისში გახარჯული საწვავის ოდენობა თითქმის 1 000 ლიტრია.
ფაქტ-მეტრი არ შედის იმის განხილვაში, რამდენად დიდი მოცულობისაა მერიის ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მიერ დახარჯული საწვავის ოდენობა, რადგან ამის ცალსახად შეფასება რთულია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, როგორც აღმოჩნდა, მერიას შესაბამისი ბრძანებით დადგენილი ლიმიტები არ დაურღვევია.
ამდენად, „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადება არის სიმართლე.