• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კანონის ხარვეზი თუ სახელისუფლებო კანდიდატებზე მორგებული საარჩევნო კოდექსი?

კანონის ხარვეზი თუ სახელისუფლებო კანდიდატებზე მორგებული საარჩევნო კოდექსი?

19/09/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებისთანავე გორის ცენტრალური ქუჩები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კონსტანტინე თავზარაშვილის საარჩევნო ბანერებმა მოიცვა. მერობის კანდიდატად ის მიმდინარე წლის 29 აგვისტოს წარადგინეს. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად ჯერ არ დარეგისტრირებულა. კონსტანტინე თავზარაშვილი 2014 წლიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. ამავდროულად, თავზარაშვილთან, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, შეხვედრებს გორის მოქალაქეთა ნაწილი ფაქტ-მეტრთან ადასტურებს. რამდენად შესაბამისობაშია საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ქმედება საარჩევნო კოდექსთან და აქვს თუ არა ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელ მერობის კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის სტატუსით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება - ამ საკითხებით საზოგადოება შესაძლოა ახლა არ დაინტერესებულიყო, რომ არა საფეხბურთო ტურნირი, სადაც კონსტანტინე თავზარაშვილმა გამარჯვებულ გუნდს პრიზები - ცხვარი და ღვინო გადასცა. „ამ ტურნირის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ გორის და სოფელ ქვახვრელის გუნდები, ამიტომ, მე როგორც მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეს, მთხოვეს დავსწრებოდი ამ ღონისძიებას და ვიდრე ამ თანამდებობაზე ვარ ვაპირებ კიდევ არაერთ სპორტულ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა“, - აცხადებს თავზარაშვილი. უნდა შეფასდეს თუ არა თავზარაშვილის ეს ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად, ამ საკითხის შესწავლა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაიწყო. საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ საჭირო ინფორმაციას შესაბამისი სამსახურებისგან ელოდებიან და ოფიციალურ დასკვნას ამის შემდეგ გაავრცელებენ. „ჩვენ მიმართული გვაქვს საკრებულოსთვის, თუ რა სტატუსით მონაწილეობდა კოტე თავზარაშვილი ამ ტურნირზე, ასევე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციიდან. ველოდებით პასუხებს. მიღებული მასალის ანალიზის საფუძველზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვთქვათ, არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა“, - აცხადებს ბებიაშვილი. მერობის კანდიდატობასთან სამსახურეობრივი მდგომარეობის შეუთავსებლობის საკითხი საარჩევნო კოდექსის 136-ე მუხლით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც, მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს უწყდებათ, რომელთა ჩამონათვალში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლი პირები არ შედიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მომავალი არჩევნების შემდეგ, კოდექსის ეს დათქმა იცვლება და მერობის კანდიდატობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირის სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს. თუმცა, საარჩევნო კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქცია თავზარაშვილს თანამდებობის დატოვებას რეგისტრაციის შემდეგაც არ ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობასთან შეთავსებით, პარალელურ რეჟიმში, მას როგორც მერობის კანდიდატს, საარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლებაც ეძლევა. რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხს, რაზეც აქცენტს საია-ს გორის ოფისში აკეთებენ, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მისი საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. იმავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ზემოთ ჩამოთვლილ აკრძალულ საქმიანობას, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია უუქმდება. მართალია თავზარაშვილი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა და კანდიდატად ოფიციალურად ჯერ დარეგისტრირებული არ არის, თუმცა მმართველმა გუნდმა კანდიდატთა ნუსხაში მისი გვარი უკვე გამოაქვეყნა და ბანერებიც დაამზადა. კანდიდატად წარდგენის შემდეგ კი კოტე თავზარაშვილი უკვე ამომრჩეველსაც ხვდება. სად გადის ზღვარი საკრებულოს თავმჯდომარეობასა და მერობის კანდიდატობას შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის თვალსაზრისით - ეს არსად წერია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ვითარებით სხვა კანდიდატებისთვის არათანაბარი საარჩევნო გარემო იქმნება, რაც მმართველ გუნდს უპირატესობას აძლევს. უნდა აღინიშნოს, რომ კოტე თავზარაშვილის მსგავსად "ქართულმა ოცნებამ" ანალოგიურ სიტუაციაში ჩააყენა ხაშურისა და ქარელის მერობის კანდიდატებიც.
თეგები:
გოდოგანი
დემურ გიორხელიძე
ბიუჯეტის ხარჯები
სკოლები
ოთარ კვირიკაშვილი
ნათესი ფართობების მოცულობა
მიხეილ თათარაძე
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა