ყველაზე მაღალი პრემია, 1 250 ლარი, გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ და შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ თიხარიშვილმა მიიღეს. ყველაზე მცირე პრემია, 425 ლარი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მძღოლს ერგო. გამგეობის განცხადებით, აღნიშნული პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცა.
აღსანიშნავია, რომ პრემიები ჯერჯერობით არ მიუღიათ ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრეებს. მეხანძრეებზე ადრე გამგეობის თანამშრომლების პრემიებით წახალისებამ საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. ბორჯომის გამგეობაში კი აცხადებენ,რომ „მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ რვა დღის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს შტაბიდან სხვადასხვა დავალება ჰქონდა. რვა დღის განმავლობაში ეს ადამიანები სახლში არ ყოფილან და არ სძინებიათ. რა თქმა უნდა, არ ვადარებთ ჩვენს დამსახურებას მეხანძრეების და ჯარისკაცების, რომლებიც იქ მუშაობდნენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამსახური და დამსახურების მიხედვით გაიცა პრემიები“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ზოგადად რა ვითარებაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემია-დანამატების გაცემის მხრივ და გამგეობიდან მიღებული შესაბამისი მონაცემები გააანალიზა.
გამგეობის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაშიასახულია გამგებლისა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 აგვისტომდე მიღებული ხელფასი და პრემია-დანამატები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანისხელფასი თვეში 2 650 ლარს შეადგენს, წლიურად კი - 31 800 ლარს. მას ასევე მიღებული აქვს პრემია და დანამატიც.
ცხრილი 1:ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა ჯამური და გამგებლის შრომის ანაზღაურება
წლები | გამგეობის თანამშრომელთა ჯამური და გამგებლის შრომის ანაზღაურება | |
გამგეობა | გამგებელი | |
2014 წელი (01.08 –31.12) | ||
თანამდებობრივი სარგო | 294 886 | 13 250 |
პრემია | 142 691 | 7 950 |
დანამატი | 2 533 | 1 542 |
სულ: | 440 110 | 22 742 |
2015 წელი | ||
თანამდებობრივი სარგო | 777 240 | 31 800 |
პრემია | 277 014 | 20 670 |
დანამატი | 11 912 | 6 360 |
სულ: | 1 066 166 | 58 830 |
2016 წელი | ||
თანამდებობრივი სარგო | 972 874 | 31 800 |
პრემია | 265 095 | 9 275 |
დანამატი | 25 004 | 12 513 |
სულ: | 1 262 973 | 53 588 |
2017 წელი (01.01 – 01.08–მდე) | ||
თანამდებობრივი სარგო | 537 903 | 19 393 |
პრემია | 79 620 | 2 650 |
დანამატი | 52 964 | 8 750 |
სულ: | 670 487 | 30 793 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის 1 აგვისტოდან მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე ბორჯომის გამგებელმა შრომის ანაზღაურების სახით (ხელფასი, პრემია, დანამატი) სულ 165 953 ლარი მიიღო, საიდანაც 42%, 69 710 ლარი, პრემია-დანამატზე მოდის.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გიორგი გიუაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით,საკმაოდ მაღალია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებაც. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტ-მეტრს გიორგი გიუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია და, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რამდენად ზუსტია აღნიშნული მონაცემები.
ცხრილი 2:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების შრომითი ანაზღაურება 2015-2017 წლებში (საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია)
2015 წელი | თანამდებობრივი სარგო | პრემია | დანამატი |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები | 42 167 | 18 850 | 7 686 |
სამსახურის უფროსები | 90 000 | 44 781 | 3026 |
2016 წელი | |||
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები | 35 644 | 11 000 | 6 096 |
სამსახურის უფროსები | 111 600 | 30 985 | 6 487 |
2017 წელი | |||
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები | 14 458 | 2 000 | 3 500 |
სამსახურის უფროსები | 65 100 | 9 300 | 13 132 |