• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ხელისუფლების პასიურობით წახალისებული "მარშელები"

ხელისუფლების პასიურობით წახალისებული "მარშელები"

14/09/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2017 წლის 13 სექტემბერს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ე.წ. „ქართველთა მარშის“ საპროტესტო აქცია, რომელიც უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხს უკავშირდებოდა. სწორედ ეს ჯგუფი უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ მიერ 15 ივნისს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გამოცხადებულ მორატორიუმს. მარშის ახალი ტალღა ამ მორატორიუმში ცვლილების შეტანამ გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ შეზღუდვა მიწათმფლობელს, მიწას, როგორც აქტივს, კაპიტალს ართმევდა და საბანკო სესხის მიღებას მიწის უზრუნველყოფით შეუძლებელს ხდიდა. 6 სექტემბერს ხელისუფლება შეეცადა აღნიშნული შეცდომა გამოესწორებინა და მორატორიუმში შეეტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდებოდა, რაც „მარშელების“ მხრიდან შეფასდა, როგორც ღალატი. საინტერესო იყო თვითონ აქციის ფორმაც, მონაწილეები ერთი მხრივ ცდილობდნენ გასაუბრებოდნენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახი კალაძეს, სავარაუდოდ, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ უპირისპირდებოდნენ „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“. მორატორიუმში შეტანილი ცვლილება, მიგრანტების საკითხი, აღმოსავლური ინვესტიციები და „მარშელების“ ყველა სხვა შიშები რატომღაც კონცენტრირდა ერთ კონკრეტულ ადამიანში, საერთაშორისო ფონდი „ღია საზოგადოების“ დამფუძნებელში - ჯორჯ სოროსში. აქციის პათოსის ილუსტრირებისთვის, საკმარისია მისი ერთ-ერთი მონაწილის განცხადება, რომელიც მიმართავდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს: „… ჩვენ მივიღებთ იმ დამღუპველ პროცესებს, რომელმაც წალეკა ჩვენზე ათჯერ დიდი ერები, სადაც უკვე ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა მკვლელობა, გაუპატიურება, ტერაქტი, ძალადობა. იგივეს მივიღებთ აქ. პატარა ერი ვართ და ამას დიდი ხანი არ დასჭირდება. შევინარჩუნოთ საქართველო, ჩვენი წინაპრების სისხლით და ძვლებით გაჟღენთილი მიწა. შემოგვიერთდით“. ამ განცხადებაში ყველაზე კარგად შეიძლება იმის ამოკითხვა თუ როგორ გარდაიქმნება პოზიტიური პატრიოტიზმი ნეგატიურ ეთნონაციონალიზმად და როგორ შენდება იგი შიშების პლატფორმაზე. ეს, ასევე, მაგალითია როგორ მუშაობს პროპაგანდის ტექნიკები (საქართველოს შემთხვევაში რუსული პროპაგანდის, რომელიც მსგავსი შიშებით იკვებება): სტერეოტიპიზაცია, იგივე „იარლიყების მიწებება“; მცდარი დილემა ე.წ. შავ-თეთრი სამყარო; დემონიზაცია და ა.შ. „სოროსელი ლიბერასტები“ - იარლიყი, როგორც „სირცხვილი“. ამავე ფრაზაში ერთიანდება პროპაგანდის კიდევ ერთი ტექნიკა დემონიზაცია, რომლის ობიექტი ამ შემთხვევაში ჯორჯ სოროსი ხდება. „შემოგვიერთდით, თორემ გამრავლდება გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა“, - ეს მოწოდება მცდარი დილემის კლასიკური მაგალითია. მის თანახმად არსებობს მხოლოდ ორი გზა: ერის გადარჩენა, რომელიც „მარშზე“ გადის ან ერის მორალური და მატერიალური სიკვდილი. განცხადების რიტორიკა ტიპურია და რუსული ნარატივისთვის დამახასიათებელი. ამ პროცესებში ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მსგავსი ჯგუფების მოქმედება გარკვეული თვალსაზრისით წახალისებულია. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ეკა ბესელიას განცხადება: "მე გიას [კორკოტაშვილი] პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება ნამდვილად და მის პატრიოტულ სულისკვეთებაში. კონკრეტული მუქარის ფაქტის საქმეზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს ისე, რომ ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოხდეს ყველა მოქმედების ჩატარება". როგორც ვხედავთ, პარლამენტის წევრი საკუთარ გამოსვლაში პატრიოტად მოიხსენიებს გია კორკოტაშვილს, ადამიანს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნეგატიური განწყობით საქართველოში მცხოვრები უცხოელების მიმართ და რომელიც არის იმ პირთა სიაში ვინც პატრიოტიზმის სახელით, საქართველოს ახალგაზრდების ყოფილ წარმომადგენელს გაერო-ში, თათია დოლიძეს შესაძლო ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდა. ვერბალურ წახალისებად და შოვინისტურ დამოკიდებულებად ფასდება ასევე თეა წულუკიანის განცხადება სხვა ეთნიკური ჯგუფების შესახებ. ასევე, ზვიად ძიძიგურის განცხადება, რომელმაც, ფაქტობრივად, პირდაპირ დაადანაშაულა კონკრეტული ეროვნება ქართველი  გოგოს მკვლელობაში. მიწაზე მორატორიუმის გამოცხადება, რომელიც გაუთვლელი და შეიძლება ითქვას პოპულისტური ნაბიჯი იყო (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია) და კანონის შესაძლო ცვლილება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება „უსმენს“ ულტრანაციონალისტებს. აშკარაა, რომ ქვეყნისთვის მართლაც პრობლემატური საკითხების გადაფარვა გაუაზრებელი შიშებით, დამკვიდრებული პრაქტიკა გახდა. ხანდახან პარტიები ცდილობენ გააქრონ განსხვავება კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებსა და თავის თავს შორის და მსგავს უკიდურეს პოპულიზმზე დააფუძნონ საკუთარი ხანგრძლივი მმართველობა.  13 სექტემბერსაც იგივე მოხდა, ხელისუფლების პასუხი იყო თავდაცვით რეჟიმში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ უმოკლეს დროში დაინახა რა საფრთხის შემცველი იყო მორატორიუმი და შეიტანა ცვლილება, ის მაინც პასიურობით პასუხობს „მარშელებს“ და ნაკლებად განუმარტავს მათ თუნდაც ამ ცვლილების აუცილებლობას. შესაბამისად, იგი გვევლინება აღნიშნული საშიში პროცესების არათუ ხელისშემშლელად, არამედ ირიბ წამქეზებლადაც კი. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ულტრანაციონალიზმი რომელიც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში, გარკვეულ ჯგუფებში გაჩნდა, გამოწვეულია ერთი მხრივ რუსული გაძლიერებული პროპაგანდით და მეორე მხრივ სხვა შიდა მნიშვნელოვანი პრობლემებით, რომლებიც დღეს საქართველოს უდგას. ეს იმდენადაა სახიფათო ან/და უწყინარი, რამდენადაც ხელისუფლება იქნება მზად გაატაროს გონივრული და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა.
თეგები:
ოკუპაცის კანონპროექტი
წითელი ჯვარი
უსაფრთხოების ინდექსი
ლევან თარხნიშვილი
ახალი ბაღები
ვასო ურუშაძე
სამთო კურორტები
ლევან ვასაძე
ირინა გურგენაშვილი
ირინა გურგენაშვილი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა