• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როდის მოგვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალციხის "საბარგო სადგურის" დასახლებაში

როდის მოგვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალციხის "საბარგო სადგურის" დასახლებაში

14/09/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ქალაქ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ ე.წ. "საბარგო სადგურის" დასახლებაში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 8 ივნისს 1 100 000 ლარი გამოყო და სამუშაოები აგვისტოს თვიდან დაიწყებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აგვისტოში სამუშაოები ვერ დაიწყო და ამ ვადამ სექტემბრამდე გადაიწია. ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებლები ხუთი წელია საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. დაპირების შეუსრულებლობის გამო თბილისი-ახალციხის ცენტრალური გზა მოსახლეობამ მიმდინარე წელს ორჯერ გადაკეტა. პირველად გამართულ აქციაზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ თანხები ჯერ არ ჰქონდა მოძიებული, ხოლო განმეორებით აქციაზე ვლადიმერ ზედგინიძე მოსახლეობას დაპირდა, რომ აგვისტოს თვეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას დაიწყებდა. მისივე განცხადებით, თანხა რეგიონული განვითარების სამინისტრომ გამოყო. „საბარგო სადგურის“ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საბარგო სადგურის ზედა ნაწილში წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშაოები ხუთი თვის ვადაში უნდა განახორციელოს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 27 ივნისს გამოაცხადა. 4 ივლისს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საქმიანობის განსახორციელებლად გამარჯვებულმა კომპანიამ  მხოლოდ 826 403 ლარი მოითხოვა. დაბალი თანხის შეთავაზება გახდა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც "ვი-აი-პი პლიუსმა" ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაოები ხუთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. თუმცა, აგვისტოს თვეში შპს "ვი-აი-პი პლიუსი“ ელექტრონული ოქმის ატვირთვას და ხელშეკრულების გაფორმებას უშედეგოდ ელოდა. საბოლოოდ, ეს პროცესი 6 სექტემბერს დასრულდა. კომპანიის ხელმძღვანელი ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალციხეში მუშაობის გამოცდილება მის კომპანიას უკვე აქვს და რეგიონის მკაცრი კლიმატის გამო შიშობს, რომ შეიძლება დათქმული ვადის გადაწევა გახდეს საჭირო. ამდენად, შესაძლოა „საბარგო სადგურის“ მოსახლეობის პრობლემის მოგვარება კვლავ გაჭიანურდეს. ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება და მკითხველს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.
თეგები:
ალტ-ინტერვიუ
სკოლები
ედუარდ შევარდნაძე
რეალური მშპ
მირდატ ქამადაძე
საარსებო მინიმუმი
მაია იველაშვილი
მაია იველაშვილი

ყველა სიახლე

  • ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს

    ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

    საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა